შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოჯახი


10-11-2019, 08:43
ავტორი painter1
ნანახია 345

მოგესალმებით მეგობრებო. დღეს უბრალოდ ნოსტალგია მომაწვა და გადავწყვიტე ჩემს თავზე მეამბო მცირედი იმფორმაცია თქვენთვის.
პ.ს მომენატრეთ და ვედცები მალე დავბრუნდე ახალი ისტორიით.
მთელი ცხოვრებაა ჩემი ოჯახი ოთხი წევრისგან შედგება, დედა, მამა, ჩემი ძმა და მე. კნუტებს და თებზებს თუ არ ჩავთვლით რომლებზეც მამაჩემი ჩემზე მეტად ზრუნავს. ყოველ დილით სამსახურში წასვლამდე ჩემს დედოფალა კატას და თავის კნუტებს საჭმელს აჭმევს, შემდეგ კედელში ამოშენებულ დიდ აკვარიუმში მყოფ თევზებ ანაყრებს და მეც კი ვერ მნახულობს ისე მიდის სამუშაოზე. ორშაბათი-პარასკევი ჩემს ძმას მანქანით მივყავარ სკოლაში და საღამომდე ვერცერთს ვეღარ ვნახულობ. არის მომენტები როცა რეპეტიტორიდან სახეწაშლილი სახლში მისული ვერავის ვამჩნევ, პირდაპირ ჩემს საძინებელში ავდივარ და ვიწყებ მომდევნო დღისთვის დავალების წერას. თითქმის დღე გამოშვებით ეზოში ბარბექიუზე მწვადს ვწვავთ, მოდიან ჩემი ძმის ძმაკაცები, რომლებსაც დედები საზღვარგარეთ ჰყავთ და დედაჩემიც იმათზე უფრო ზრუნავს ვიდრე ჩემზე. უამრავჯერ გადაუნახავს თავის გამომცხვარ ნამცხვარი მათთვის და ჩემთვის არ უჭმევია. არ ყოფილა დღე მათ გარეშე შეგვეწვას მწვადი, ხშირად სამსახურიდან მოსულები ჩვენთან მოდიან და დედაჩემიც ისე ანაყრებს როგორც მე ან ჩემ ძმას. ესეც კიდევ ორი წევრი, რომელბიც ჩვენს ოჯახს ზრდიან. შაბათი ერთადერთი დღე როცა მხოლოდ ჩვენ ოთხნი მთელ დღეს ერთად ვატარებთ, თუნდაც სახლში ან რომელიმე რესტორანში. დღესაც ჩვენ ოთხნი ვიჯექით ერთ-ერთ მყუდრო რესტორანში, რომელიც მამაჩემს ამოჩემებული აქვს და ყოველ შაბათს წესად ქცეულ “ოჯახურ ვახშამზე” ამ რესტორანში მივდივართ. პლიუს ამას დამატებული, ჩემმა ძმამ ახალი მანქანა შეიძინა, ოჯახსაც ახალი წევრი შემოემატა და ესეც ავღნიშნეთ. ვაკვირდებოდი ჩემს მშობლებს და მეღიებოდა მათი შემყურე. ვამაყობ იმით რომ უკვე 22 წელია ერთად არიან და იმ დიდ სიყვარულს რომელიც ერთმანეთის მიმართ გააჩნიათ ყოველ დღე უზიარებენ ერთმანეთს და ჩვენც გვიზიარებენ. მეცინება ხოლმე სამზარეულოში ყოფნის დროს როცა დედა საჭმელს ამზადებს, მე კი იქვე მაგიდაზე წიგნებში თავჩარგული მასთან ერთად ვსწავლობ, მამა შემოდის, იქ პურს მოიტეხავს, ან მაცივარში შეიხედება, ვითომ ვერაფერს ნახავს, დედას გაუვლის უკანაზლე ჩქმეტს და მის წამოკივლებაზე სიცილით გადის სამზარეულოდან. ვაწყდები უამრავ მსგავს სცენას და ვბედნიერდები იმით რომ ერთმანეთი ასე უყვართ.
ვუყურებდი როგორ იცინოდნენ რაღაცაზე და ამბავზე კიარა მათ სიცილზე მეცინებოდა. ყველაზე მეტად მათი სიცილი მიყვარს, თუ იცინიან გულიანად და ჩაბჟირებამდე… ცალკე სიამოვნებაა ტელევიზორთან დივანზე წამოწოლილები სასაცილო ვიდეოებს, თუნდაც კინოებს რომ უყურებენ და ერთმანეთზე მიწოლილები სიცილით იგუდებიან. ძველი ისტორიების და თავგადასავლების მოსმენა მიყვარს, რომელსაც მამაჩემი ყოველთვის დიდი სიამოვნებით ყვება. თვალში მომხვა ჩვენს წინ მდგარ მაგიდასთან მჯდომი ორი მოხუცი ცოქლმარი, წყნარად მიირთმევდნენ შეკვეთილ ვახშამს, თან მომღიმარი სახეებით რაღაცაზე საუბრობდნენ. სუსტი აღნაგობის კაცმა ხელსახოცი აიღო და ქალს წვნიანით მოსვრილი პირი ისე მოწმინდა რომ წითელი პომადა არ მოშორებოდა, შემდეგ ბებომ ხელზე აკოცა და თბილად გაუღიმა. გაბადრული ვუყურებდი ამ სანახაობას, შემდეგ ჩემ ძმას ვანიშნა, “ნახე რა საყვარლები არიან.”-თქო. ჩაიცინა და მშობლებს გადახედა, “ცოტახანში ესენიც ასე იქნებიან.”-ო. ჩავფიქრდი, მამაჩემს შევხედე, შავი თმა შევერცხლოდა და აქაიქ თუ მოუჩანდა შავი თმები, დედას კი გასულ ღამეს ჩემი ხელით დავუფარე ჟღალი საღებავით თეთრი თმები. იმის ნაცვლად რომ სალონში წავიდეს და შეიღებოს ყოველთვის მე მაღებინებს, “ამ ადგილებში შენი და მამიდაშენის გარდა ვერავინ მიღებავს.”-ო, მეც ვუღებავ და ვუღებავ. მახსოვს წინა შეღებვაზე მამაჩემი რომ მოვიდა სახში სამუშაოდან ერთი შეგვათვალიერა შეღებვაში გართულები, ითმინა ითმინა და ბოლოს მაინც თქვა, “რათ გინდა რომ იღებავ მე ისე უფრო მომწონხარ.”-ო. ესეც გაეკეკლუცა, “მარტო შენ ხომ არ მიყურებ, სხვებსაც ხომ უნდა მოვეწონო.”-ო, მამამ კიდე “მთავარია მე მომეწონო, სხვები კიდე დაი.კიდე ფეხებზე.”-ო. მაინც იღებავს თმას რათქმაუნდა და ეს რიჟა ფერიც უფრო აახალგაზრდავებს.
მოშორებით მაგიდასთან ახალგაზრდა წყვილი იჯდა, ბიჭი რაღაცას უყვებოდა და გოგოც ცდილობდა ბოლო ხმაზე არ ეხარხარა.
რამდენიმე წელში ალბათ მეც ვინმესთან ერთად ვიჯდები რესტორანში როგორც ეს წყვილი, ჩემი მშობლები კი ამ მოხუცი წყვილისავით განმარტოვდებიან ცალკე. გვიან დაქორწინდნენ, მამა 31 წლის იყო, მთელი რუსეთი მოვლილი ჰქონდა და ხშირად მიკითხავს კიდეც და ან ძმა ხომ არ მყავსთქო, დრო რომ მოვა გაიგებო ხუმრობით კი იტყოდა ხოლმე და იმედია მართლა ხუმრობით ამბობდა. დედა ოცდა რვის იყო მამაჩემმა რომ მოიყვანა ცოლად. ამ ბოლო დროს ხშირად ამბობს ვბერდები, შვილიშვილი მინდაო, მაგრამ არც მე ვაპირებ გათხოვებას და არც ჩემი ძმა ცოლის მოყვანას. ახლა ორმოცდაათი წლისაა დედა, მაგრამ საერთოდ არ ეტყობა ასაკი. მიხარია რომ ასაკის მოუხედავად განვითარებული მშობლები მყავს, მიუხედავად ამხელა სხვაობისა ნებისმიერ დროს შემიძლია დაველაპარაკო ნებისმიერ საკითხზე, თუნდაც სექსზე, რომელიც ზოგ ოჯახში ამ თემის განხილვა ტაბუდადებულია. მიუხედავად იმისა რომ მამაჩემი კაი ბიჭი იყო, პაპაჩემი კი ქურდი და ოჯახში ხშირად ისმის სიტყვა “ქურდულია”, მაინც ვთვლი რომ ჩემი ოჯახი ყველანაირად განვითარებულია. არ ვიცი ეს რა ჯანდაბაა, ყველა ძმა ასეთია თავის დის მიმართ თუ არა, მაგრამ ვგონებ ჩემი ძმა მიპირებს მზითვში გამოყოლილი კარადასავით დამდოს სახლში სამუდამოდ. იმდღეს ამბობდა დედაჩემი გათხოვებაზე რაღაცას, ამ ჩემმა ძმამაც ითმინა და ბოლოს გადაეკეტა, “შეეშვით ამ ბავშვს, მოგტაცებთ იცოდეთ, გაგათხოვებთ სუყველას და დავიტოვებ ჩემთან… გათხოვება არა ის კიდე, ვინ მოიფიქრა საერთოდ ეს გათხოვება.”-ო, ხოდა მეთქი ოპაა…
ნუ გავატარე რათქმაუნდა, არც არავინ მიყვარს და ვგრძნობ დიდი ხანი კიდევ არ გამოჩნდება ჩემს ცხოვრებაში არავინ, მაგრამ ჩემ ძმას კი უყვარს თავის ყოფილი თვრამეტი წლიდან. რა უცნაურია ეს გრძნობა და ამავე დროს როგორი ძლიერი, ვაღმერთებ, ვაფანატებ სიყვარულზე, რადგან ეს ერთადერთია რის გამოც ნებისმიერ სისულელეს გააკეთებს ადამიანი.
მე ბედნიერი ვარ რომ მყავს ასეთი ოჯახი თავისი ნაკლოვანებებით… ზოგს საერთოდ არ ყავს მთლიანი ოჯახი, თუნდა შეკრული, თუნდაც ყველა წევრით. მე კი დღეს მივხვდი რომ ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი ყოფილა. დღეს მივხვდი რომ დრო გადის, მშობლებს წლები ემატებათ და ნელნელა ხელებიდან ვეცლებით ჩვენც და ისინიც გვეცლებიან. ყველა ჩემი აკვიატება გადავდე უკანა პლანზე, ყველა წუწუნი, უკმაყოფილება და სულ სხვანაირად შევხედე ამ ყველაფერს. ოჯახზე ძვირფასი არაფერია, როგორი წევრებიც არ უნდა იყვნენ შიგნით. წლების შემდეგ ჩვენც შევქმნით ოჯახებს და ალბათ ჩვენი შვილებიც გვიან მიხვდებიან და დააფასებენ ამ ყველაფერს როგორც მე მივხვდი დღეს.



№1 სტუმარი სტუმარი დარინა

მართალია ოჯახზე ძვირფასი ამ ქყვეყანაზე არაფერია, ჩემს მშობლებზე უკეთესები არავინ მგონია უბრალოდ ვაღმერთებ. ნამდვილად გაგიმართლა ასეთი ლამაზი ოჯახი რომ გყავს, ღმერთმა სულ შენს გვერდით ამყოფათ და მათი სითბო და სიყვარული არ მოგკლებოდეს. შენი ნიკის დანახვა გამიხარდა იმედია მალე დაგვიბრუნდები ახალი ისტორიით წარმატებები.

 


№2  offline მოდერი painter1

სტუმარი დარინა
მართალია ოჯახზე ძვირფასი ამ ქყვეყანაზე არაფერია, ჩემს მშობლებზე უკეთესები არავინ მგონია უბრალოდ ვაღმერთებ. ნამდვილად გაგიმართლა ასეთი ლამაზი ოჯახი რომ გყავს, ღმერთმა სულ შენს გვერდით ამყოფათ და მათი სითბო და სიყვარული არ მოგკლებოდეს. შენი ნიკის დანახვა გამიხარდა იმედია მალე დაგვიბრუნდები ახალი ისტორიით წარმატებები.

მადლობა დარინაა❤️ ვეცდები მალე დავბრუნდე❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent