შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტკივილების გალაქტიკა


18-11-2019, 20:42
ავტორი სელენე
ნანახია 398

"იმდენჯერ მატკინეთ, ტკივილები ვარსკვლავებად რომ შემეგროვებინა საკუთარი ცა მექნებოდა."

მე და შენ...
შენ და მე...
ცალ-ცალკე, ერთი ცის ქვეშ...
მე მძულხარ...
შენ გებრალები, თუმცა მაინც....
შენ ხარ ჩემი ბნელი მხარე...
შენ ხარ ჩემი წარმოსახვა, ჩემი შექმნილი ადამიანი...
მე მძულხარ, მაგრამ ეს გრძნობა უფრო მეტია, ვიდრე სიძულვილი.

მე მეზიზღება შენი შიშველი სული, მძიმე ხასიათი, იმპულსურობა. მეზიზღები და ეს გრძნობა იმდენად დიდია, რომ სურვილი მიჩნდება ხოლმე, ჩემს სახლში, მეორე სართულზე ასასვლელი კიბიდან დაგაგორო. შენ, ნეკნედამტვრეული იმ ტუმბოს დაეჯახო ლურჯი ლარნაკი რომ დგას და იქიდან ჩამოვარდნილი "ანტიკური სილამაზე" პირდაპირ შენს თავზე დაიმსხვრეს. მინდა, რომ დავინახო და შევიგრძნო შენი უკანასკნელი ამოსუნთქვა. ერთადერთი მიზეზი, რაც ხელს მიშლის შენ ხარ. შენ, ჩემი შექმნილი არარაობა და ღვთის რისხვა.

მე, რომ ჩემი რეალური პიროვნების წარმოჩენა შემეძლოს შენ არ დამჭირდებოდი. იმას, რასაც ხალხი ხედავს ჩემში მე არ მეკუთვნის. მე არ ვარ კეთილი ობიექტი, გულჩათხრობილი და საცოდავი, სახეზე გადაკრული ყალბი ღიმილით რომ ატყუებს თავცარიელ პონტის მეგობრებს, ბოზ დაქალებს და გამოს*რებულ ძმაკაცებს, რომლებიც ამ ყალბი ღიმილის უკან ვერაფერს ხედავენ, რომელთათვის მთავარი ბოლო მოდელის ტელეფონი, ზოგისთვის კი უბრალოდ სექსი ან პოტენციური პარტნიორი, რომელიც შემდეგ "მაგრად" ასიამოვნებს ან უბრალოდ გაართობს მისი "წრფელი" გრძნობები. არც დეპრესიული და რამით გამორჩეული ვარ. მე იმდენად ჩვეულებრივი და უფერო ვარ, რომ ჩემს არსებობასაც ვერ შეამჩნევ. იმდენად გამოფიტული, ცარიელი და უგრძნობი ვარ, რომ თვალებიდანაც კი სიცივეს ვასხივებ. ყველა ემოცია სახეზე მაწერია და არც ვცდილობ რამე შევცვალო. სარკესაც კი თვალს ვარიდებ იმდენას მყინვს ჩემი ერთფეროვნება. ვტრიალებ იდიოტების გარემოცვაში, რომლებიც გამუდმებით ერთიდაიგივე კითხვით მაწუხებენ.
"-რა გჭირს?" _ მინდა ცნობისმოყვრე თვალები თითებით ამოვაცლო და ბოლო ხმაზე ვუყვირო:
"-შემეშვი დამპალო ნაბი*ვარო, არ არის შენი საქმე, რომ მე რაღაც მჭირდება, რაღაც რასაც სიყვარული ჰქვია და რასაც შენ ასე ჰაერზე ანიავებ. მე არ ვარ კარგად, რადგან ვხედავ შენს სიყალბეს და იმასაც ვაცნობიერებ, რომ ყველაფრის გაგების შემდეგ ვიღაცასთან თავის გასართობად ილაპარაკებ ჩემზე. ასე რომ აწიე საჯდომი და ნაბიჯით იარ ჩემი ცხოვრებიდან." მაგრამ ყვირილის და ისტერიკის მაგივრად ვამბობ ერთაერთ სიტყვას, რომლის გაგების შემდეგ შემეშვებიან.
"-არაფერი." _ისინი კმაყოფილდებიან იმ არაფრით, რომელიც ყველაფერს მალავს...

მე ბევრ მეგობარს ვყავარ, მე არ მყავს მეგობრები. ან შეიძლება მყავს და დღემდე ვერ შევამჩნიე ჩემი ეგოიზმის გამო. მე ოცნებებიც კი მაქვს, მაგრამ ხალხს ვუყურებ და ღმერთზე მეცინება. მათ ისე უსრულდებათ ჩემი ოცნებები, რომ არაფერს აკეთებენ, უარესი — ისინი არც კი ოცნებობენ.

დრამის დედოფალი ვარ... მიყვარს, როცა შემიძლია ადამიანებით მანიპულირება და მათი "იდეალური" ურთიერთობების ნგრევაში ხელშეწყობა, შემდეგ კი მათი ჩხუბის, კამათის და სკანდალების ყურება.

მიყვარს, როცა ჩემს ტკივილზე, გრძნობებზე, სიცარიელეზე არ ვწუწუნებ, რადგან ვიცი, ზოგს ფეხზე ჰკიდია შენი პრობლემები, ზოგს კი სადღაც ახატია. უბრალოდ იმიტომ გისმენს, რომ ატირებულმა მის მკლავებში, ან უარეს შემთხვევაში მის ლოგინში დაამთავრო მოთქმა-გოდება. ცრემლები ადამიანის სისუსტეა, არათუ სიძლიერე. თუ შენ არ გიტირია მეგობრებთან, მაშინ გარემყოფების აზრით მათთვის საფრთხეს არ წარმოადგენ. (თუმცა ამ ფაქტს ხშირად არ ახლავს აღიარება). მათ ჰგონიათ, რომ ზედმეტად სუსტი ხარ და ვერ აცნობიერებენ, რომ სწორედ ეს სისუსტე გეხმარება და გაძლევს ძალას მათი ღიმილით განადგურებაში. და ბოლოს, გარშემო იმდენი წმინდანი მყავს, პარანოია მეწყება ხოლმე ჯოჯოხეთში მარტო მოხვედრის.

ყველაფრის შემდეგ, მე მეშინია მარტო დარჩენის. მეშინია, რომ უსიყვარულო დედამიწაზე, უსიყვარულო სამყაროში და ყალბ ადამიანებთან მარტო დავრჩები. არ მინდა ნიღაბჩამოფარებული სიყვარული, ბოროტების შვილი და არაფრის მომცემი. მირჩევნია ჩემს სამყაროში ვიცხოვრო, ჩემს დედამიწაზე და კოსმოსსში სადაც სიყვარული იბატონებს და სადაც კანონები საჭირო არ იქნება.

მე მძულს ჩემი თავი. მძულს, რომ სიამაყის გამო ადამიანებს ვკარგავ და შემდეგ ვამბობ მიყვარს-მეთქი. მძულს ჩემი ხასიათი, ქცევა, ირონია, ცინიზმი, ცივი თვალები, მაგრამ თქვენგან განსხვავებით, მე არ ვაფარებ სიყალბის ნიღაბს ჩემს მეს, ვსაუბრობ ჩემს ყველა ნაკლზე და გაძევ წინაპირობას: მიმიღე ასეთი არასრულფასოვანი და გიყვარდე ჩემი ყველა კარგი თუ ცუდი თვისებით. სხვა შემთხვევაში კი, არ გამიჭირდებ ამოგშალო ჩემი ცხოვრებიდან, რადგან ის არც შენით დაწყებულა და არც შენი დაკარგვით დამთავრდება...



№1  offline ადმინი მარამელი

ძალიან ლამაზად და გულწრფელად დაწერილი ემოციებია.
რაღაც მომენტში, მეც რომ შემეხო და ვიფიქრე ჩემზე წერდი, ეგეთი.
--------------------
- სიყვარულით, მარამელი

 


№2  offline მოდერი სელენე

მარამელი
ძალიან ლამაზად და გულწრფელად დაწერილი ემოციებია.
რაღაც მომენტში, მეც რომ შემეხო და ვიფიქრე ჩემზე წერდი, ეგეთი.



უღრმესი მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent