შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უშენჩემობა ღალატია


20-12-2019, 13:24
ავტორი izabella
ნანახია 225

ფერმკრთალი სახე, ავადმყოფობისგან დასუსტებული სხეული და დახრჩობამდე შეგუბებული ჰაერი პალატაში.
საწოლთან მდგარ სკამზე ჩამოჯდა, ახალგაზრდა კაცის გაყინული ხელი თავის ნერვიულობისგან გახურებულ და გაოფლილ მტევნებში მოიქცია და დააცქერდა.
-გამხდარია, დღითი დღე ილევა, ცარიელი ძვლებია დარჩენილი. არა და აქამდე მთა იყო. მთა, რომელსაც ვერავინ, ვერაფერს დააკლებდა. ყოველ შემთხვევაში მე ასე მეგონა.
რამდენიმე წუთში კაცმა წამწამები შეარხია, ოთახს თვალი მოავლო და მზერა ქალზე შეაჩერა. უსიცოცხლო თვალებში სხივი გაუკრთა, მერე კი გაქრა.
-ისევ მოხვედი?
-ყოველთვის მოვალ...
-ნუთუ არ მოგბეზრდა?
-როგორ შეიძლება მომბეზრდეს?!
-არ ვღირვარ ასეთ მსხვერპლად, დამიჯერე.
-არასდროს აღარ გაიმეორო, არასდროს... -ქალს ხმა ჩაუწყდა. კაცმა მკრთალად გაიღიმა, შეირხა, ისე, თითქოს წამოდგომას აპირებსო, კისერზე ჩამოკიდებული სამხედრო ჟეტონი მოიხსნა და გაუწოდა.
-სამახსოვროდ გქონდეს.
-არ მჭირდება, ისედაც მახსოვხარ, სულ! როდესაც გეხები და გგრძნობ. როდესაც ჩემ გვერდით ხარ და არ ხარ.
-მე რომ აღარ ვიქნები, მაშინ?
-შენ თუ აღარ იქნები, არც მე ვიქნები.
-მე აღარ, აი, შენ კი იქნები და მეტიც... -ჟეტონი კისერზე ჩამოჰკიდა, რამდენიმე წამით თვალებში ჩააშტერდა და ხმაგამტყდარმა ამოთქვა:
-გახსოვს მარკესის გენიალური ფრაზა: „არცერთი ადამიანი არ იმსახურებს შენ ცრემლებს, ხოლო ის ვინც იმსახურებს, არასდროს აგატირებს“ რაც აქ მოვხვდი, მე ძალიან ბევრჯერ აგატირე.
-ნუ ამბობ ასე, მტკენ! - ქალი სკამიდან წამოდგა და ფანაჯარასთან მივიდა. ცრემლებმა ერთი მეორის მიყოლებით დაიწყეს თვალებიდან სახეზე ჩამოდინება. თითებით ცდილობდა სწრაფად მოეშორებინა, მაგრამ ნერვებს ვერაფერი მოუხერხა და უხმო ტირილი ქვითინში გადაეზარდა.
-რამდენჯერ უნდა გითხრა, ვერ ვიტან შენ ცრემლებს. მით უმეტეს ჩემ გამო დაღვრილს, -კაცს ხმაში სუსხი დაეტყო, მისი მზერა ქალს ზურგს უწვავდა. - გარდაუვალს ნუ ეწინააღმდეგები. ადრე თუ გვიან მოგიწევს დაიჯერო, შეეგუო და ცხოვრება განაგრძო.
-არ მინდა. არ მინდა, შეგუება!
-მოგიწევს!
-არა -მეთქი! -დაიყვირა და მისკენ შებრუნდა. -აღარ მოვალ შენ სანახავად! -მუქარასავით გამოუვიდა. სწრაფად დატოვა პალატა, თითქმის სირბილით დაფარა დერეფანი და გარეთ გავიდა. შენობის გვერდით ნაძვები იდგა, მის ქვეშ კი მწვანედ შეღებილი, გრძელი სკამები. ერთ -ერთზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო.
-რატომ ვუყვირე, რატომ?! „აღარ მოვალ -მეთქი შენ სანახავად“ ეს რამ მათქმევინა? საშინლად მოვიქეცი, ახლავე უნდა მოვუბოდიშო, -წამოდგა და გაიქცა, როგორც კი მოსაცდელში შევიდა მის მკურნალ ექიმს მოჰკრა თვალი, ზურგით იდგა და ექთანს მითითებებს აძლევდა. ახლოს მივიდა და მხარზე შეეხო.
-ექიმო, კიდევ რამდენიმე წუთით შევალ, გთხოვთ!
-უკვე გვიანია, ვწუხვარ! -ექიმმა თვალებით საკაცისკენ მიანიშნა, რომელსაც თეთრი ზეწარი ჰქონდა გადაფარებული.
-როგორ, მე ხომ სულ ახლახან გავედი პალატიდან. ცოცხალი იყო, -თვალებგაფართოვებული შეჰყურებდა ექიმს.
-მორგში გაიყვანეთ.
-არა, არა, არა! ის არ მოკვდებოდა, -იყვირა სასოწარკვეთილმა, სწრაფად მოჰკიდა თეთრ ზეწარს ხელი და თავისკენ მოქაჩა. მოულოდნელად ყველაფერი დაბნელდა, ძლიერი ჭექა - ქუხილის ხმა გაისმა და ქალმა დახუჭული თვალები სწრაფად გაახილა. საწოლში მწოლიარეს გული ისე გამალებით უცემდა ლამის საგულედან ამოუვარდა. სულ მთლად სველი იყო, შეშინებულს ტირილი აუვარდა, პირზე ხელი აიფარა, რომ ხმა დაეხშო, მაგრამ არ გამოუვიდა. საწოლის მეორე მხარეს მძინარე სხეული შეირხა და როგორც კი მის სმენას ქალის მოგუდული ტირილის ხმა მისწვდა დაფეთებული წამოჯდა.
-მორჩა, მორჩა, სიზმარი იყო. ნუ გეშინია, დამშვიდდი! -მაშინვე გულში ჩაიხუტა მეუღლე, ცალი ხელით კი სანათი აანთო. მის აჩქარებულ გულისცემას თვითონაც კარგად გრძნობდა.
-მკვდარი იყავი იქ...
-ცოცხალი ვარ, დამშვიდდი.
-ისეთი გამხდარი იყავი, ისეთი უსიცოცხლო... სულ რამდენიმე წუთით გავედი, გეფიცები, შენი წყენინება არ მინდოდა.
- კოშმარი იყო.
-მე გიყვირე, მერე კი... თეთრი ზეწარი გეფარა, მერე შენ...ღმერთო ჩემო, შენ აღარ იყავი... -აქვითინდა და უფრო მაგრად შემოჰხვია ხელები.
-მშვიდად, ყველაფერი დამთავრდა, -თმებზე ეფერებოდა, ხელების დახმარებით მისი ოფლისგან დასველებული ზურგი რომ აღიქვა გონებამ, რამდენიმე წამს მოცილდა, კარადიდან მშრალი მაისური გამოიღო, თვითონვე გახადა სველი საღამური და მშრალი მაისური გადააცვა, ხელში მოქცეული ატლასის ნაჭერი კი იქვე საწოლის ბოლოსკენ, იატაკზე მოისროლა. შეშინებულ ქალს მამაკაცის ნაჩუქარი ჟეტონი ხელში ჰქონდა ჩაბღუჯული და მთელი ძალით უჭერდა თითებს. გული ისევ ისე, გამალებით უცემდა, გაფაციცებით აკვირდებოდა კაცის მოძრაობებს. მან ფრთხილად დაადებინა თავი ბალიშზე, საბანი ამოუკეცა და ჩაეხუტა.
-უჩემობისთვის არ მემეტები, -უთხრა და ორივე თვალზე მონაცვლეობით აკოცა.
ის ღამე კოშმარული სიზმრისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent