შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წითური დუმს


22-12-2019, 00:15
ავტორი ენ ბლექი
ნანახია 8 734

საფერფლეში ისევ თავისთვის იწვის ხელუხლებელი სიგარეტის ღერი.
სუფთა ტილოს წინ ისევ უძრავად ზის ფერწასული წითური გოგონა და ისევ არაფრისმთქმელი თვალებით უცქერს ჯერ ისევ თეთრ ფონს, რომელიც აგერ უკვე რამდენიმე საათია ჯიუტად სთხოვს მასთან საუბარს, მისთვის ემოციების გაზიარებას, ტკივილის მის ზედაპირზე საღებავებით ამონთხევას, თუმცა წითური ისევ ჩუმად ზის, ისევ უმეტყველო მზერით ბურღავს ტილოს, საფერფლეშიც ისევ თავისთვის იწვის, ღმერთმა უწყის სიგარეტის მერამდენე ღერი.
სევდიან თვალებს მიღმა აბობოქრებული ვნება მყისიერად ელავს მაგრამ გარეთ ვერ გამოდის, ვერ გამოდის ვერც ცრემლის სახით, ვერც საღებავების სახით, ვერც იქვე მდგომ წითელი ღვინის ნახევრად ჩაცლილ ჭიქაში ჰპოვებს შვებას... წითური დუმს... დუმს ისე როგორც ყოველ ჯერზე როცა მასზე ფიქრი ძვლების ტკივილამდე ისაკუთრებს მის გონებას... ებრძვის მაგრამ ყოველ ჯერზე მარცხდება. მარცხდება მაგრამ ისევ იბრძვის...
სიგარეტის ღერი ისევ თავისთვის იწვის.
პირველი ცრემლიც დაუკითხავად სწყდება მის დიდრონ, თაფლისფერ, მეტყველ თვალებს. ხელის ზურგი ეწვის... ხვდება რომ საკუთარი ცრემლი ცეცხლად ედება. ისევ უმეტყველო თვალებით უცქერს სუფთა ტილოს, ისევ თავისთვის იწვის სიგარეტის ღერი.
- მორჩი... - ნაცნობი, ბავშური, ვნებიანი ხმა არღვევს მის სმენას.
- მოვრჩი! - ხელის გულით იმშრალებს ცრემლს და თვალებს ხუჭავს... ებრძვის, ჯანდაბა ძალიან ებრძვის მასში გაჩაღებულ ცეცლხს მაგრამ იწვება, კიდევ ერთხელ იწვება და ძალიან სტკივა.
სიგარეტი ისევ თავისთვის იწვის.
ტილო ისევ სუფთაა და ელის როდის ამოანთხევს წითური მასში გაჩაღებულ ქარიშხალს.
- დამხატე რა. - ისევ ის ხმა ესმის და თვალებს ხუჭავს.
- ვერ გხატავ, ვეღარ გხატავ.
სიგარეტის კვამლი საცრემლე ჯირკვლებს კიდევ უფრო აქტიურობას მატებს.
- რატომ ვერ მხატავ?
- შენს სახეს ვკარგავ. - სახეზე ხელებს იფარებს წითური.
- შენ ხომ ისედაც ყოველთვის ზურგიდან მხატავ? - აშკარად იღიმის ნაცნობი ხმა.
- ზურგიდან გხატავ მაგრამ მასში მხოლოდ მე ვხედავ შენს სახეს. ახლა კი ვერ გხატავ, შენს სახეს ვკარგავ.
სიგარეტი ისევ თავისთვის იწვის.
ტილო ისევ სუფთაა და ისევ ამაოდ ელის მის წინ მჯდომი წითური გოგონას სულში გაჩაღებული ტკივილის რეალობათ ქცევას.

გათენდა...
სიგარეტი ისევ თავისთვის იწვის.
ტილო ისევ ხელუხლებელია.
მხოლოდ სასმლის ბოთლია ბოლომდე ჩაცლილი.
გიგონა ისევ უმეტყველო თვალებით უცქერს მოლბერტზე განთავსებულ თეთრ ტილოს.
დახატვა არ სურს.
დაავიწყდა ვისაც ხატავდა.
მისი სახე გაქრა.
მხოლოდ ერთი მომენტი ახსოვს.
მომენტი როცა მან ის დაკარგა.
- გეყოფა. - ისევ ის ბავშური მაგრამ ვნებით სავსე ხმა არღვევს მის სმენას.
- მეყოფა!
- აიღე ფუნჯი და დამხატე, გაბრაზდი, იყვირე, ამოანთხიე, დახატე მაგრამ ასე ჩუმად ნუღარ ზიხარ. ასეთს ვერ გიტან. - ვერ ხედავს მაგრამ მის ხმაში დაბნეულ ნოტებს ამჩნევს წითური, თუმცა ვერაფერს გრძნობს, თითქოს გაიყინა.
- ვერ გხატავ, ვერ გხედავ!
- მატყუებ! - უკვე ატირდა სტუმრის ხმა.
- ნეტა გატყუებდე.

სიგარეტი ისევ თავისთვის იწვის.
მოლბერტი ხელუხლებელია.
ღვინის ბოთლი წაქცეული.
წითური იატაკზე წევს... იღიმის. უმეტყველო თვალებში ცივ მზერას მჭიდროდ გაუდგამს ფესვები. ცივია!
არ სუნთქავს!

უბრალოდ აღარ სუნთქავს!
ტილო ისევ ხელუხლებელია.
სიგარეტიც როგორც იქნა ჩაიფერფლა.



№1 სტუმარი სტუმარი დარინა

ხომ ასეთი პატარა იყო მაგრამ იმდენი ემოცია მივიღე, მთელი სხეულით ვიგრძენი, ასე მხოლოდ შენ შეგიძლია, დეპრესიული მე რომელიც ნიკოლოზ დადიანის პერსონაჟზე ვარ ჩაციკლულიი, მასზე უკეთესს სანამ არ შექმნი ყველგან ნიკოლოზს შემოვჩხირავ. საოცარი ხარ ენ. მომენატრა შენი სიახლეე.

 


№2  offline ადმინი ენ ბლექი

სტუმარი დარინა
ხომ ასეთი პატარა იყო მაგრამ იმდენი ემოცია მივიღე, მთელი სხეულით ვიგრძენი, ასე მხოლოდ შენ შეგიძლია, დეპრესიული მე რომელიც ნიკოლოზ დადიანის პერსონაჟზე ვარ ჩაციკლულიი, მასზე უკეთესს სანამ არ შექმნი ყველგან ნიკოლოზს შემოვჩხირავ. საოცარი ხარ ენ. მომენატრა შენი სიახლეე.



მადლობა <3

 


№3  offline წევრი სიბილა

რომ დახატავ გვაჩვენე))რომ გათბები, რომ ისუნთქებ, ხილვები რომ დაბრუნდებიან სკაში მოზუზუნე ფუტკრებივით,სიგარეტის მაგივრად შენ დაიწყებ გარედან გამოხეთქილი ცეცხლის ჩაქრობას, იქ, მოლბერტზე გადაიტანე და...გვაჩვენე...

 


№4 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

სიბილა
რომ დახატავ გვაჩვენე))რომ გათბები, რომ ისუნთქებ, ხილვები რომ დაბრუნდებიან სკაში მოზუზუნე ფუტკრებივით,სიგარეტის მაგივრად შენ დაიწყებ გარედან გამოხეთქილი ცეცხლის ჩაქრობას, იქ, მოლბერტზე გადაიტანე და...გვაჩვენე...


რუსა <3 როგორ გამათბე... იმდენი დღეა ვდუმვარ ღიმილიც სადღაც შემეყინა და მგონი დამავიწყდა მისი არსებობა frowning

 


№5  offline წევრი სიბილა

სტუმარი ენ ბლექი
სიბილა
რომ დახატავ გვაჩვენე))რომ გათბები, რომ ისუნთქებ, ხილვები რომ დაბრუნდებიან სკაში მოზუზუნე ფუტკრებივით,სიგარეტის მაგივრად შენ დაიწყებ გარედან გამოხეთქილი ცეცხლის ჩაქრობას, იქ, მოლბერტზე გადაიტანე და...გვაჩვენე...


რუსა <3 როგორ გამათბე... იმდენი დღეა ვდუმვარ ღიმილიც სადღაც შემეყინა და მგონი დამავიწყდა მისი არსებობა frowning

heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent