შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაუგებრობა


2-01-2020, 13:07
ავტორი Orangeè
ნანახია 314

ფურცლები უნდა შევაგროვო,გრძნობები ნაფანტი და ნატანჯი.ცრემლები უნდა შევინახო ტკივილით და სიცილით გაჟღენთილი.ჰაერი....ჰაერი უნდა გამოვიზოგო.იქნებ არც ვისუნთქო,არ ვისუნთქო სულ 2 წუთით მაინც.დაწყევლილი 2 წუთი და იქნებ გაჩერდეს ეს ოხერი ჰაერი ფილტვებში,იქნებ ცოტახნით კიდევ ვიგრძნო სხეულში სივრცე და სიმშვიდე მომგვაროს.უნდა შევინახო.დროც უნდა შევინახო.მჭირდება.მე თითოეული წამი მჭირდება.


რამოდენიმე წლის წინ ყველა დასმულ კითხვაზე ჩემი პასუხი იყო “არვიცი”.”არვიცი” სრულიად საკმარისია ჩემი ცხოვრების აღსაწერად.მას შემდეგ არაფერი არ შეცვლილა.ახლაც არასდროს არ ვიცი რა მინდა,რა მინდა რომ გავაკეთო ან რა მომინდება რომ გავაკეთო.არასდროს,არასდროს არაფერი არ ვიცი.მჯერა,რომ საკუთარ თავში სურვილების პოვნა ერთი დიდი დაუსრულებელი პროცესია,რომელიც მუდმივად ახლდება და ბუნებრივია ახალი სურვილებით იწყებ მომავლისკენ სვლას.და მე მეშინია.მეშინია იმიტომ რომ უკვე დიდი დრო გავიდა და წესით უნდა ვიპოვო ის რაც გამაბედნიერებს,ის რის გამოც ვიამაყებ და მუდამ შემეძლება თავაწეული სიარული,იმიტომ რომ მე პასუხებს ვიპოვი.მე ვიპოვი ნათელ წერტილს,ვარსკვლავებს,მიზანს,ოცნებებს,სურვილებს.და მე კვლავ მეშინია,იმიტომ რომ გზა გრძელია მე კი თითქოს წინ ისე მივიწევ როგორც ლოკოკინა.ლოკოკინა,რომელიც მუდამ ნიჟარაშია.


პასუხები დიდი ფილოსოფიაა...იმიტომ რომ ყველაფერს აქვს პასუხი.საინტერესოა არა?არ არსებობს ამ ქვეყნად არაფერი ისეთი რასაც პასუხი არ აქვს.შეიძლება უბრალოდ არ გვინდოდეს პასუხის გაცემა ან თავს ვარიდებდეთ,თუმცა გულის სიღრმეში და გონების ყველაზე მიმალულ ადგილას პასუხი ყოველთვის მზად აქვს ჩვენთვის საყვარელ და ზოგჯერ გამაღიზიანებელ ქვეცნობიერს,რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლად ცდილობს მოქმედებას.ჩვენში არსებული ქვეცნობიერი და პიროვნება ერთმანეთს ისევე ებრძვიან როგორც უზარმაზარი ტალღა და სერფერი.ისინი ერთმანეთს ეომებიან და არავინ არ იცის ბოლოს ვინ დარჩება გამარჯვებული.სწორედ ეს არის ჩვენი ცხოვრების პასუხი...ვერასდროს ვერ განსაზღვრავ შენ აჯობებ ტალღას,თუ პირიქით.ესეც შენი ცხოვრების ფილოსობია და პასუხი.მისი იდუმალება და დროში გაწელილი დიალოგები რომლებიც ოდესღაც დამთავრდება და მერე ისევ უნდა ეძებო კვანძი რომელიც სხვა ადამიანისგან ისევ პასუხების მიღებაში დაგეხმარება.პასუხები...პასუხები...პასუხები.ახლაც ერთიდაიგივეს ვტკეპნი უაზროდ და მაინც ვერ მიპოვნია კითხვაზე პასუხი “რატომ ვყვინთავთ ზღვაში თუ ვიცით რომ უკან მაინც უნდა დავბრუნდეთ.”




~
ეს არის ჩემი პირველი და საკმაოდ ძველი ჩანახატი.იმედი მაქვს ისიამოვნებთ და თქვენს გულში გამონახავთ ადგილს ჩემი ნაწერებისთვის❤



№1  offline მოდერი სელენე

რაღაცნაირი წასაკითხი იყო <3 ზოგან მეც რომ შემეხო ისეთი <3 წარმატებას გისურვებ <3

 


№2  offline წევრი Orangeè

სელენე
რაღაცნაირი წასაკითხი იყო <3 ზოგან მეც რომ შემეხო ისეთი <3 წარმატებას გისურვებ <3


დიდი მადლობა❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent