შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი აზრით...


7-01-2020, 00:36
ნანახია 9 022

ჩემი აზრით, „თუ თვლით, რომ ცუდი ადამიანი ხართ, ჩემი გაცნობის შემდეგ, თავს ფრთაშესხმულ ანგელოზად იგრძნობთ!“ (ენ ჯეინი)

ჩემი აზრით, ბო*ი ქართული განმარტებით ნიშნავს ქალს, რომელიც რასაც უნდა იმას აკეთებს, ან მოკლედ რომ ვთქვა, ცხოვრებას ირგებს. (უარეს შემთხვევაში, არ გამოვრიცხავ, რომ საუბარია სექს-მუშაკზე.)
ჩემი აზრით, დედამიწა ბევრ არასწორ ადამიანს იტევს. აი, მაგალითად: ზიხარ შენთვის, მოკლე კაბაში და სიგარეტით ხელში. ყველა გამვლელი თვალს გაყოლებს და ხედავს, რომ იმას აკეთებ რაც გინდა, ის გაცვია რაც გინდა... ჰოპ, წამში ბო*ად მოგნათლავს მისი სლიპინა ტვინი. თუ მაინც არ მოგაცილებს ამაზრზენ თვალებს შუათითის აწევის შემდეგ წარბებს მაღლა, შუბლზე გადაიტანს და გაგეცლება. დავნაძლევდეთ, რომ ნახევარი საქართველო გაქანებული ბო*ი იქნებოდა, თავისუფლება რომ ჰქონდეს. ნახევარი საქართველო დაიჭერდა ხელში სიგარეტს სტერეოტიპების გავლენა რომ არ მოქმედებდეს მასზე, ან ნათესავ-ახლობლები, მშობლები... აი, მაშინ მართლა გასარკვევი იქნებოდა ვისი ვიოლინოა ვის როიალში!

ჩემი აზრით, დღევანდელებმა დაივიწყეს მეგობრობის განმარტება. სულხან-საბა ორბელიანი სიტყვა "მეგობარს" ასე განმარტავს: "სამუდამოდ გაუყარი საყვარელი, სათანადო მოყვასი, მარადის მას თანა მყოფი". გენაცვალე, მეგობრები რომ არსებობდნენ, შენც აუცილებლად გეყოლებოდა ერთი, რადგან სასუფეველში უზენაესი, თავისი სიკეთის გადამკიდე აუცილებლად გაიმეტებდა შენთვის ერთ ცალ მეგობარს. შეიძლება კიდეც არსებობს მეგობრობა და ამ სიტყვის ქვეშ მოქცეული ადამიანიც, თუმცა, როცორც ზევით დავწერე ჩემი აზრით დღევანდელებმა დაივიწყეს მეგობრობა...

ჩემი აზრით, ჩემი სიკვდილის შემდეგ ფეისბუქი ჩემი ლამაზი ფოტოებით აჭრელდება. ვიდეოებზე გოიმურ მუსიკას დააადებენ და შემდეგ, ხალხი რომელთანაც მხოლოდ „გამარჯობა“ მაკავშირებს გააზიარებენ და დაწერენ: „ღმერთს ხომ მისთვისაც კარგები უნდა“. მოგი*ყანთ პატრონი! თუ კარგი ვიყავი რატომ მხოლოდ „გამარჯობა“? რა ცეცხლად და ნავთად მინდა თქვენი ვიდეოები და ფოტოებზე დაწერილი თბილი სიტყვები? ნწ, ჭკუა მაინც ვერ ვისწავლეთ რა ამ ქართველებმა! დედაჩემს ისედაც მოუკვდება გული და ორ თვეში, სამში, ოთხში რომ დაუბრუნდება მის ცხოვრებას და მილიონი სიახლე დახვდება ჩემს გარდაცვალებაზე და ხელმეორედ გამინადგურებთ მშობელს, როგორ მეუბნებით რომ გიყვარდით და პატივს მცემდით? არა, მეგობრებო. რათქმაუნდა მე არ ვაპირებ სიცოცხლე წინასწარ მოვისწრაფო საკუთარი ხელით! წინასწარ გეუბნებით, რომ თუ არსებობთ, ჩემო მეგობრებო, ჩემი სულისთვის ილოცეთ, რომ თქვენმა ლოცვამ მაინც ამაცილოს ჯოჯოხეთის მწველ ალებს.

ჩემი აზრით ერთმანეთის გატანა არ ვიცით! აღსარებით დავიწყებ, ჩემი კლასელის მესენჯერი „შევამოწმე“. (კარგი, ვიცი რომ არ უნდა მექნა). ხალხო, ტიპი წმინდანი მეგონა და იქ რაც ვნახე დავრწმუნდი, რომ ჩვენი თორმეტ წლიანი „თანაცხოვრება“ ჯოჯოხეთშიც გაგრძელდება. ჩემი აზრით, ძალიან ტეხავს კლასელს ყოველ დღე თვალებში უყურებდე, შესციცინებდე, ეხვეოდე და მასთან ერთად იცინოდე, დღის ბოლოს კი დაქალთან ერთად განიხილავდე, როგორი გოიმი და ბანძი კლასელი გყავს. შ*გ ხომ არ გაქვს შვილო?

ჩემი აზრით, ყალბი გრძნობების საუკუნეში ვცხოვრობთ. ახლაც დაგენაძლევებით, რომ საქართველოში ოჯახების ნახევარზე მეტი, იმიტომ არ ინგრევა, რომ მათ საერთო შვილები ჰყავთ. აი, რა აზრი აქვს ერთად ყოფნას, თუ თქვენი შვილი ყოველდღე ხედავს თქვენს უემოციო სახეებს, ესმის თქვენი ყვირილი და ხედავს როგორ კამათობთ ყოველ მეორე საათში. ქალო, ბარემ კისერზე ჩამოაბი ჯაჭვი და დააბი, რომ არ გაგექცეს სახლიდან. არ უნდა შენთან და რა ქნას, არ უყვარხარ. შენც არ გიყვარს, უბრალოდ ზედმეტად თავმოყვარე ხარ, რომ ის თავისუფალი ნახო, სხვა ქალთან. საწყალი თქვენი შვილი. მერე კიდევ, გიკვირთ, რატომ არის ფეთქებადი და ჩაკეტილი, ერთი სიტყვით რომ ვთქვათ უცნაური ბავშვი.

ჩემი აზრით, ქართველები მხეცები ვართ! მხეცები, პირდაპირ არ გაიგოთ. უბრალოდ, ჩვენ ვერ ვეგუებით ერთმანეთის წარმატებას. სულ ხელს ვუშლით ნიჭიერ ადამიანს, რომ ყველაზე მცირე, ქვეყანას გამოადგეს რამეში. ამ დროს, როცა ის შრომობს, ვიღაც კლავიატურასთან ზის და „აბა, ახლა რაზე ვაგინო“ უტრიალებს თავში. უნდა ვაღიარო, სულ იმას ჩამჩიჩინებდნენ, რომ ყველაფერში პირველი ვყოფილიყავი და დარწმუნებული ვარ, არამარტო მე. ვიღაც თუ ჩემზე უკეთესია ცუდია? ვიღაცამ თუ ჩემზე მეტი იცის ცუდია? ვიღაც თუ ჩემზე მეტად მოხერხებულია ცუდია? ეს წყეული მენტალიტეტი ანადგურებს პირველობას მიჩვეულ ბავშვებს, თუმცა ჩემნაირებო. გირჩევთ გაანალიზოთ რომ ყოველთვის ყველაფერში პირველი ვერ იქნებით, რადგან „მჯობნის მჯობნი არ დაილევა“.

ჩემი აზრით, ტრაკ*ში ვართ! უნამუსო ხალხი არ უნდა ითხოვდეს უკეთეს ცხოვრებას, მაშინ როცა საკუთარ აზრს ყიდით ორ კილო ხახვზე და ტომარა ფქვილზე. ჯანდაბა თქვენს თავს, მესმის რომ გიჭირთ და არ გაქვთ, მაგრამ აბა დაფიქრდი! ერთი თვე გაქვს ეგ ფქვილი და ხახვი, მერე ჩემო კარგო? რათქმაუნდა, გამოხვალ რუსთაველზე მთავრობის შეცვლის მოთხოვნით. რა უფლებით შე კარგმოტ*ნულო, შენ არ აირჩიე ეგ მთავრობა? (ხომარ გწყინს, რომ შენობით მოგმართავ?).

ჩემი აზრით, უკვალოდ გაქრა ქართველთა გულკეთილება. ნეპოტიზმი, მაშინ როცა ცხრა შვილიანი ოჯახის უფროსი ხელფასად 700 ლარს იღებს, მაშინ კი არაფრის კეთებაში ვიღაც ორჯერ მეტს იჯიბავს. რამდენი უსახლკარო, რამდენი ობოლი, რამდენი შვილმოკლული, რამდენი უსამართლობის მსხვერპლი, რამდენი გვამი, რამდენი ტკივილი, რამდენი რამდენი... ჩემო საქართველო, მეცოდები, რადგან ჩემნაირ ახალგაზრდებს არ უნდათ აქ ცხოვრება, რადგან ეშინიათ, რადგან გვინდა რომ სახლიდან გასულები დავბრუნდეთ შინ და მშობლები კიდევ ვნახოთ, ჩავიკრათ გულში.

ჩემი აზრით კი ბოლოს, ყველაფერი ერთად ერთი დიდი დედა მოტ*ნულობაა!



№1 სტუმარი Lizzaa

უხეში რეალობაა (( ისე გირჩევ შენი სათქმელი უფრო კორექტულად გამოხატო, ეს უფრო დამაჯერებელიც იქნება და გულში ჩამწვდომიც...
გილოცავს შენი ლიზაზუ შობააას :*

 


№2  offline მოდერი ჯეიმსინა არლი

Lizzaa
უხეში რეალობაა (( ისე გირჩევ შენი სათქმელი უფრო კორექტულად გამოხატო, ეს უფრო დამაჯერებელიც იქნება და გულში ჩამწვდომიც...
გილოცავს შენი ლიზაზუ შობააას :*


მადლობა, გავითვალისწინებ <3 მეც გილოცავ <3

 


№3 სტუმარი სტუმარი ჰაიკო

მე გეთანხმები 100%!!!
და ლიზზა-ს გამოვეხმაურები: ამ ჩანახატის კორექტულად დაწერა არ ივარგებს, მუხტი და რეალური ტკივილი გაუფერულდება.
ყოჩაღ სელენ????

 


№4  offline მოდერი ჯეიმსინა არლი

სტუმარი ჰაიკო
მე გეთანხმები 100%!!!
და ლიზზა-ს გამოვეხმაურები: ამ ჩანახატის კორექტულად დაწერა არ ივარგებს, მუხტი და რეალური ტკივილი გაუფერულდება.
ყოჩაღ სელენ????



მადლობაა <3

 


№5 სტუმარი M87A

შენ შენი აზრი გამოთქვი ამ ყველაფერთნ დაკავშირებით,ნება მომეცი მეც გამივხატო საკუთარი მოკრძალებული)
თუმცა რა უნდა გამოვხატო,უბრალოდ თავს დაგიქნევ და უბრალოდ ვიტყვი უბანალურეს და მრავალგზის ნათრევ ფრაზას: "ტექსტი იგივე,ავტორი-სხვა"))))
ყოჩაღ სელ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent