შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

9 ოქტომბერი


13-03-2020, 02:39
ავტორი Addicted
ნანახია 233

ეს ჩანაწერი სათაურის გარეშეა.მინდა დავწერო მთელი ჩემი გულიდან ამოსული ფიქრები,ტყუილების გარეშე.
დღეს 9 ოქტომბერია,შემოდგომის სურნელით გაჟღენთილი დღე.ამდენ სევდას ბუნება ვეღარ იტევს,სწორედ ამიტომ არის ქარი.სუსტი მაგრამ ისეთი,რომ კვალს ტოვებს.თეატრში ვარ,ირგვლივ მიმოფანტულან ნაცნობი ადამიანები.აქედან ერთერთი ჩემი სულით ახლო ნათესავია.ვუყურებ და მინდა მივიდე და მოვიკითხო,როგორც უბრალოდ ნაცნობებში ხდება.მივდივარ,ფეხები არ მემორჩილება,სინდისის გრძნობა მითრევს ჯურღმულში და ვეღარ გამოვდივარ.რამდენიმე ნაბიჯით ახლოს ჩემ გვერდით დგას.სრული სერიოზულობით ვცდილობ არ შევიმჩნიო.მიხარია და თან ვწუხვარ.
დაიწყო ფილმის ჩვენება.თავიდანვე ვიცოდი სადაც იჯდა,მე კი მის უკან შეუმჩნევლად,ზუსტად 4 რიგის შემდეგ დავჯექი.გახდა 07:43,როდესაც ფილმს ვუყურებდი და დავინახე ნაცნობი სახის სილუეტი მკვეთრი მოძრაობით,რომელიც ვიღაცას ეძებდა.უცბად გავიფიქრე საკუთარ თავზე და რაღაცნაირად დიდი ხნის ლოდი მომეხსნა სულიდან,რაღაც ძალიან დიდი დანაკლისის და მონატრების.ჩემი გული იცინის და წარმოთქვამს:"მე აქ ვარ,გიყურებ.ნუთუ მე მეძებ?".

ზუსტად 1 თვე გავიდა ამ ჩანაწერის შემდეგ.იცი მე მავიწყდება ყველა ის წყენა,რომელიც შენ მომანიჭე.სინამდვილეში,ვიცოდი რომ ასე მოხდებოდა.რამდენჯერაც შენზე ცუდი არ უნდა მეფიქრა ვიცოდი,რომ ასე იქნებოდა,თოთქოს ვგრძნობდი.ჩაძირული ვარ ტალღებში.მინდა ვიპოვო ისინი თავის დასაღწევად.თუმცა ვხვდები რომ ყველაფერი აბსურდია.მე უკვე იმდენს ვფიქრობ შენზე რომ შემიძლია შეგეხო და მაინც,შენ არსად მიდიხარ.შენთან ვერ ვიბრძოლებ,მზერითაც კი.ძალა არ შემწევს იმისა რომ დაგივიწყო.ვხვდები რომ ყოველი თვის ცხრა რიცხვი ჩემთვის მტკივნეული იქნება.აღარ მინდა აქ იყო-ჩემს გონებაში.წადი და გთხოვ,აღარ დაბრუნდე.

მესამე თვე,9 დეკემბერი.რაც უფრო მიდიხარ ჩემგან,მით უფრო მიახლოვდები.მიჭირს,მართლა მიჭირს წერა.ჩემთვის დიდი ტკივილი და გამოცდილება ხარ.აზრებს თავს ვერ ვუყრი.გული გამალებით მიცემს.მენატრები.რთულია შენი შორიდან ყურება ისე,რომ არ ვარ შენთან."ჩემო".და ამ სიტყვის დაძახებისას რაღაც მაჩერებს,ალბათ ის რომ ჩემს გარდა ყველასი ხარ.სრული აბსურდია ახლა ამის წერა,მაგრამ მამშვიდებს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent