შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძილისპირულები


24-03-2020, 16:16
ავტორი lullaby
ნანახია 207

***
შეგიძლია დამინახო...
შეგიძლია შემამჩნიო...
და ამედევნო...
დაინახო ის, რაც რეალურად არ ჩანს და ამას გამოჰყვე.
თუ მამაცი ხარ, გარისკავ და ჩემს ნაბიჯებს დაითვლი.
თუ მამაცი ხარ, ნანახს გაიზიარებ და იმ კვალს წაშლი, რაც ჩემი ნაბიჯების მიღმა დარჩება.
წაშლი და შემდეგ... ისევ შეგიძლია ამედევნო.
შეგიძლია ამედევნო... ქუჩაში, ფიქრებში, სურვილებში, თუნდაც ოცნებებში. ყველგან შგიძლია თუ მამაცი ხარ.
შეგიძლია აედევნო ჩემს ღიმილს, ჩემს სუნთქვას, ჩემს ტუჩებზე შეჩერებულ სიტყვებს, ჩემს უკან დახეულ ნაბიჯებს და ხმას, რომელსაც ვერც კი ამჩნევ, როგორი ფრთხილია.
ამედევნე და დაინახავ გზას, რომელსაც უფრთხი, რამდენად რბილია. მოისმენ მუსიკას, რომელიც აქამდე არასოდეს მოგისმენია. მიიღებ სტრიქონებსა და სიტყვებს, რომლებიც შენით იქნება სავსე. მერე იქნებ შეძლო იმ სურათის დახატვა, რომლის შექმნასაც ასე ყოყმანობ და ასეთი შავ-თეთრი გგონია.
შეგიძლია ამედევნო ღამით, თუ დღე შენთვის ასეთი საშიშია. თუ დამალვა გჭირდება, წყვდიადი იდეალურ თავშესაფარს მოგცემს. ოღონდ შენ ადევნება გადაწყვიტე.
შეგიძლია ამედევნო და მე თავდახრილი გავაგრძელებ სიარულს. დავმუნჯდები, დავყრუვდები და დავბრმავდები, თუ ჩემი ხმა, სმენა და ცქერა სიმამაცეს გიფრთხობს. უკან არ მოვიხედები და არ დავაკვირდები შენს დინჯ ნაბიჯეს. თუ გინდა იყოყმანე, მაგრამ გადაწყვიტე. შემდეგ კი შეგიძლია ამედევნო.
შეგიძლია ამედევნო ლანდივით. ასე უჩინარი იქნები. არც იმაზე რეალური, ვიდრე ხარ. ასე მოახლოება უფრო მარტივიც იქნება და უფრო იდუმალიც. ინტიმურიც.
იფიქრე...
თქვი...
და ამედევნე.
შეგიძლია ამედევნო და ნახავ, ის, რაც შეუძლებელი გგონია, შესაძლოა ერთი მარტივი ხელის გაწვდენით ყველაზე რეალურად იქცეს.

06.11.2018



***
ბოლომდე ნამდვილი ახლა არაფერია...
ბოლომდე დიალოგებიც არ ამბობენ სათქმელს.
ბოლომდე ღიმილიც არაა ბევრისმთქმელი.
ბოლომდე სიჩუმეც ვერ სწვდება თავისას,
არც სიტყვა აჟღერებს ბოლომდე სიმართლეს.
ბოლომდე ვერ იტევს წამები საათებს.
ბოლომდე ვერ უძლებს ამინდი მზის სევდას.
სიზმარიც არ მიდის სასურველ ბოლომდე.
ბოლომდე თვლემაა ის, რასაც ვერ ვიტან.
ბოლომდე ღიაა დეკემბრის სარკმელი.
ბოლომდე სამყაროც ვერ მოვა ჩემამდე.
თუ მოვა, ვერ მიცნობს ის მაინც ბოლომდე.
ბოლომდე არ იყო დღეს დამშვიდობება.
ვერც სტროფი გაიგე საკმარისად ბოლომდე.
ბოლომდე ღამეებს არ უნდათ გატანა.
ბოლომდე შორიდან გაჭირდა დანახვა.
საერთოდ ხდება "რამ" ჩვენს შორის ბოლომდე?
ბოლომდე თითებმა სითბო ვერ ატარა.
და მაინც ირითმა სათქმელი ბოლოსკენ.

16.11.2019


***
ვერ ხვდება, როგორი დაღლილია...
ვერ ხვდება, რამდენად წაშლილია...
ვერ ხვდება, სად გაქრა სექტემბერი ყვითელი ჩაისა და თბილი წვიმის გარეშე.
ხედავს მხოლოდ ფანჯარასთან მდგარ ცარიელ სკამს, საზურგეზე გადაფენილი მწვანე პლედით. იქ უნდა იჯდეს ახლა და თავს ეხვიოს გალაკტიკურად ქაოსური აზრები, იდეები. სანაცვლოდ კოლოფში მხოლოდ ერთი ღერი სიგარეტი დარჩენია და ელოდება მზის უკანასკნელი სხივის გაქრობას.
მერე სკამსაც მაგიდასთან დააბრუნებს და პლედში გახვეული მთვარისგან დამალვას შეეცდება.
არ უნდა. დამალვა მობეზრდა. ვერ ხვდება, საერთოდ რა მოაქვს დამალობანას. დღის შუქზე და ღამის წყვდიადშიც მაინც ჩანს. ჩანს, თითქოს ათასი მოკაშკაშე ბანერი ეხვიოს გარშემო მისკენ მიმართული ისრებით.
იტყვის - შეცდება. არ იტყვის და მაინც შეცდება. გაუგებს მხოლოდ სეზონი, რომელიც ისედაც მიჩვეულია ყველაფრის დაკარგვას. სეზონი, რომელსაც კარგად ესმის ფანჯარასთან მჯდომი, პლედში გახვეული ადამიანების.
მიხვდება, როგორი დაღლილია...
მიხვდება, რამდენად წაშლილია...
და მაინც დაწერს. დაწერს, რადგან წაკითხვა უფრო მარტივია, ვიდრე მოსმენა.

02.12.2019




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent