შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე სხვანაირი ვარ...


26-03-2020, 11:08
ავტორი სელენე
ნანახია 237

მე სხვანაირი ვარ...
სიყვარულიც სხვანაირი ვიცი...
ერთგულებაც; მეგობრობაც; გაგებაც...
ყველაფერი სხვანაირად მესმის და შენ...
შენ, იმდენად კარგი ხარ, რომ არ მემეტები ამ სხვანაირობისთვის.
მე ვიცნობ ჩემს თავს და მე ვიცი, რომ თუ „ჩვენ“ შევიცვლებით, აუცილებლად დაგკარგავ.
ნუ მეტყვი, არაო! შენ არ იქნები ამის მიზეზი და მე მინდა, რომ ყოველთვის გესმოდეს ჩემი და იყო ჩემთან, რადგან მე ეს მჭირდება. უფრო სწორად - მე შენ მჭირდები, როგორც მეგობარი - ჩემი სულის მეგობარი.
მე მომავალს ვუყურებ. მომავლის ადამიანი ვარ.
ჩემთვის შორია ის, რასაც ასე ითხოვ ჩემგან.
არ შემიძლია უბრალოდ მიყვარდე, რადგან ჩემთვის ის რაც შენ გინდა, გაღმერთებაა, მე კი არ მინდა ვინმე გავაღმერთო. ალბათ, ვერ შეძლებ გამიგო, აზრი არეულია...
ვფიქრობ ხოლმე შენზე, - ბევრს, ძილისწინ და ვხვდები, რომ მე მთელი სხეულით ვიგრძნობ შენს ბედნიერებას, როცა ამის დრო მოვა.
მე არ ვიქნები ის ვინც გატკენს, რადგან ძვირფასებს ტკივილს ვერ მივაყენებ.
და შემდეგ ჩვენ გავიზრდებით. ერთად ან ცალ-ცალკე.
შენ შეგიყვარდება გოგო, აი, იდეალური და მე ეს სიგიჟემდე გამიხარდება.
ჩემი სახელიც იქნება შენს ცხოვრებაში, რათქმაუნდა.
და როცა ჩვენ, მე - უკვე ჩამოყალიბებული, მაგრამ სიგიჟემდე შეყვარებული ჩემს „მარტოობაზე“ და შენ შემდგარი მამაკაცი, სიგიჟემდე შეყვარებული სიცოცხლეზე, სადმე შემთხვევით შევხვდებით ერთმანეთს და მონატრების ჭიას გავახარებთ. ცივი თბილისის რომელიმე ბარში დასალევად წავალთ. მე დაგპატიჟებ და ორ ჭიქა ვისკისაც შევუკვეთავ, შენ კი მომიყვები შენზე და შენს სითბოთი სავსე ოჯახზე. ჩემზეც გეტყვი ერთ-ორ სიტყვას და მოულოდნელად შენი მობილური ამღერდება. ტრადიციულად „ბოდიშიო“ მეტყვი და მეუღლეს უპასუხებ. საუბრის დასრულების შემდეგ კი „უნდა გავიქცეო,“ ლოყაზე მაკოცებ და მთვრალი ჰიპ-ჰოპით და სიყვარულით ბარს დატოვებ. გამეღიმება, ჭიქას დავცლი და შენით გახარებული დავთვრები, მაგრამ არ დაგირეკავ, რადგან შენი ბედნიერებით მე უსაზღვროდ ბედნიერს დამეძინება.
და ბოლოს, როცა მე შენ საკუთარი თავისთვის არ მემეტები, როგორ გგონია, ეს სიყვარული არ არის?!


კონკრეტულად ერთი ადამიანისთვისაა და ძალიანაც ნუ გამაკრიტიკებთ ♡♡



№1  offline მოდერი guroo

კრიტიკა კი არა, ძალიან თბილია

 


№2  offline მოდერი Catherine Di Perso

კრიტიკა თუ გინდა - "რა თქმა უნდა" ცალ-ცალკე იწერება. მეტი არაფერი მაქვს სათქმელი გასაკრიტიკებლად.
შინაარსზე ხმას ვერ ამოვიღებ. ალბათ, ახლოს რომ მყავდე - რამეს დაგიშავებდი. იმიტომ, რომ... მიხვდები რატომაც. არ მიცნობ, მაგრამ მიხვდები.

 


№3 სტუმარი სტუმარი Sana

ისე მეჩემა, სუნთქვა მეკვრის... მეგონა ჩემზე იყო, გრძნობებზე, რომელთაც ახლა განვიცდი და ფიქრები, რომლებიც მტანჯავენ უკვე რამდენიმე თვეა. არ წარმომედგინა თუ ეს ვინმესთვის ისევე ახლობელი განცდა იყო, როგორიც ჩემთვისაა... ბოდიში, თუ ზედმეტად გამიგრძელდა და თავს მოგახვიე ჩემი ემოცია, მაგრამ მართლა ძალიან შემეხო, ამაფორიაქა და დამაფიქრა კიდეც... მადლობა:-*

 


№4  offline მოდერი სელენე

guroo
კრიტიკა კი არა, ძალიან თბილია



მადლობა დიდი ????????

Catherine Di Perso
კრიტიკა თუ გინდა - "რა თქმა უნდა" ცალ-ცალკე იწერება. მეტი არაფერი მაქვს სათქმელი გასაკრიტიკებლად.
შინაარსზე ხმას ვერ ამოვიღებ. ალბათ, ახლოს რომ მყავდე - რამეს დაგიშავებდი. იმიტომ, რომ... მიხვდები რატომაც. არ მიცნობ, მაგრამ მიხვდები.



რა თქმა უნდა, მივხვდი ???? დიდი მადლობა ????????

სტუმარი Sana
ისე მეჩემა, სუნთქვა მეკვრის... მეგონა ჩემზე იყო, გრძნობებზე, რომელთაც ახლა განვიცდი და ფიქრები, რომლებიც მტანჯავენ უკვე რამდენიმე თვეა. არ წარმომედგინა თუ ეს ვინმესთვის ისევე ახლობელი განცდა იყო, როგორიც ჩემთვისაა... ბოდიში, თუ ზედმეტად გამიგრძელდა და თავს მოგახვიე ჩემი ემოცია, მაგრამ მართლა ძალიან შემეხო, ამაფორიაქა და დამაფიქრა კიდეც... მადლობა:-*


პირიქით, ძალიან გამახარა შენმა კომენტარმა, ჩემნაირო ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent