სიჩუმე
ზიხარ სასტუმრო ოთახში დივანზე,შენთვის მშვიდად,აუღელვებლად, სიგარეტის კვამლს თვალს აყოლებ,ფანჯრიდან გასცქერი არემარეს წვიმის წვეთები ფანჯრებს ცრემლებად ეფინება,თითქოს დედაბუნებაც განიცდის ამ უჩვეულო სიჩუმეს ჩემში.აუტანელმა სიჩუმემ მოიცვა არემარე,რთულია შეეგუო ახალ რეჟიმს დაგმო ის რასაც რთულად მაგრამ მაინც შენად მიიჩნევდი,აქამდე მეორე სართულის ფანჯრიდან მოედანზე ბავშვებს გადავყურებდი რომელთა ჟრიამულიც მიმდებარედ მცხოვრებ ოჯახებსაც ესმოდათ,ახლა კი უბრალოდ დანამულ მიწას გადავყურებ,შავი ღრუბლები ციდან გადმომყურებს დედამიწას და თითქოს მიბრაზდები, წარბები შეუკრავს. უკვე რამდენიმე დღეა სახლიდან არ გავსულვარ,ბუხრის წინ ჩამოვჯდები მუხლებზე ლეპტოპს დავიდებ და გავხსნი ისტორიას, ვიცი უნდა დავიწყო,გავაგრძელო,დავამთავრო ისეთი დასასრული უნდა ქონდეს ბევრს გულში უნდა ჩასწვდეს მაგრამ ამაოდ.ყოველდღე იგივე მეორდება ისევ და ისევ. საღამოობით რეკავს ნაინა მეკითხება:-აბა რაქენი დაასრულე მოთხრობაა? -რომელი?მე ის შვიდი მაქვს.-ვპასუხობ ღიმილით და უბრალოდ არაფერი,ვამთავრებ თუ არა საუბარს ჩემში ისევ მკვლელი სიჩუმე ბატონობს. როგორ მინდა თითოეული ემოცია ისე გადმოვცე როგორც მე ვგრძნობ ყველაფერს,მაგრამ მიჭირს რაღაც არაა რიგზზე. დემეტრეც ხშირად რეკავს:-გასართობად მივდივართ არ წამოხვაალ? იქვე საუბარში ბექაც ერთვება:-იქნებ ბოულინგი გვეთამაშა როგორც ადრე.გავიხსენოთ ძველი დრო. მაგრამ მე ყველას უარით ვისტუმრებ,ვერ ვგუობ მუზის დაკარგვას, ეს უცხო ეტაპია ჩემთვის. ჯესიც გამინაწყენდა,ჩემი ბუთხუზა 3დღეა ეზოშიც კი არ გამიყვანია,ზოგადად ძალიან ბუტია ძაღლია,მარტივად სწყინს ყველაფერი თუმცა ყველაფრის მიუხედავად ჩემი საუკეთესო მეგობარია ყოველთვის ხვდება ცუდ ხასიათზე რომ ვარ. ყურადღება ყველას სჭირდება,მეკი ახლა მარტოობის მეტი არაფერი მინდა.ხანდახან მგონია რომ დრო გაჩერდა,დეპრესია მაქვს მგონი???? არა,რაღაც უნდა გავაკეთო თორემ გავგიჟდები,უთქვენოდ ჩემი ერთგული მკითხველის გარეშე რთულია ყოფნა. იცოდეთ რომ ყველა მიყვარხართ და მენატრებით ჩემი ისტორიებითაც ვეღარ განებივრებთ თუმცა შემიძლია რეკომენდაცია გავუწიო ერთ ისტორიას რომლის პირველი თავიც ძალიან მომეწონა,ინტრიგითაა საავსე და დარწმუნებული ვარ ემოციებსაც არ დაგვაკლებს ავტორი.ის ჩემი უახლოესი მეგობარია ნიჭი აქვს,ეხერხება წერა.დავეხმაროთ მას განვითარებაში "ქალბატონი შალიკიანი"- ასე ქვია ისტორიას. იმედი მაქვს მალე მოფრინდება მუზა ჩემთან უახლესი იდეებით. ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას #დარჩისახლში. #პანიკისგარეშე. #ერთადყველაფერსშევძლებთ. #StopCOVID19 ❌ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.






ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.