შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დღის ციცინათელა


30-03-2020, 21:30
ავტორი Orangeè
ნანახია 211

მეც ის ციცინათელა ვარ მაშინ,ჩემი სახლის ბნელ ეზოში რომ დავტოვე.ზოგჯერ ის ციცინათელაც ვარ ზაფხულში სიცხისგან და მოწყენილობისგან დაღლილს რომ აღარ ვიცოდით რა გვექნა და გამჭირვალე ქილაში ვუკრავდით ხოლმე თავს.როგორი უსუსური იყო მაშინ ის ციცინათელა და როგორ გაუაზრებლად ვიმახინჯებდით სულს.
არ ვიცოდი სად მიდიოდნენ ის ციცინათელები,რომლებიც დღის შუქზე ყველას ემალებოდნენ,თუმცა ფაქტია მათი არსებობა არავის ახსოვდა მანამ სანამ ისევ მალულად არ შემოეპარებოდათ სევდა და სიშავე.მეც მათ მსგავსად არ ვიცი რას ვაკეთებ და საით მივდივარ მაშინ,როცა ჩემი საძინებლის ფანჯრებში მზის სხივები იწყებენ თამაშს.ისინი თამაშობენ,მე კი გაქვავებული მივშტერებივარ იმ უსულო კედელს ჩემს წინ და ზოგჯერ ვუღიმი კიდეც.ზოგჯერ სარკესთანაც მივალ ხოლმე და ვაშტერდები იმ გამოსახულებას მეორე მხრიდან რომ მიყურებს.არც მთლად უსულო,არაფრისმთქმელი თვალები არ აქვს,თუმცა არც ბევრს ამბობს მისი ოდნავ დაღლილი,ღიმილშეპარული გამომეტყველება.არსებობს,ეს არის მისი ამქვეყნიური მიზანი,რომ იარსებოს.სხვებისთვის ყოველთვის სიბნელეში გამოკიდებული ლამპარია,ხოლო როცა საკუთარ თავს სჭირდება ვერსად პოულობს იმ სინათლეს,რომელიც ერთადერთი გამოსავალია.
მგონი დამამსხვრიეს და მაშინ,როცა საკუთარი სილურჯის პოვნაში გართული ნაფოტებს ვაგროვებდი,ვიღაცამ მხარზე დამკრა ხელი და მეც ძალაუნებურად მივიხედე უკან.ისევ გავიყინე,ჩემი ნაწილები კი ისევ თავის ადგილს დაუბრუნდნენ.ისევ ჰაერში გაიფანტნენ.ისე გავუშვი,როგორც დაბადების დღეზე ცისკენ მიმართული ბუშტები.
პოვნა და დაკარგვა მსგავსი მცნებებია.იპოვი,დაკარგავ.იპოვი,დაკარგავ.ასეთია ცხოვრება,ჯერ ნაზად გადაგისვამს თავზე ხელს და ნელ სიოსთან ერთად გაცეკვებს ტყის შუა გულში,დაგანახებს რამხელა ძალაუფლებაა მის ხელთ,შემდეგ კი შუაგულ ტყეში სრულიად მარტოდ დაგტოვებს და იმ სასიამოვნო სიოს შტორმი ჩაანაცვლებს.
და რას გააკეთებ როცა წვიმის ცოდვით დამძიმებული წვეთები დაიწყებენ შენს კანზე სიბოროტის დამარხვას?გაჩერდები და დაელოდები როდის გამოიდარებს,რომ შენც ისევე აყვავდე როგორც ბებოს საყვარელ ქოთანში დათესილი კაქტუსი.
მის ბაღში ყოველთვის უამრავი ლამაზმანი იყო თუმცა ის უღიმღამო,ფერგადაცლილი კაქტუსი ერთადერთი საცოდავი ყვავილი რომ ამშვენებდა,ყველაზე გამოსაჩენ ადგილზე დაედო და ცივ ნიავს არ აკარებდა.
მის ბაღში მან ყველაზე დიდხანს გაძლო...
არ აქვს მნიშვნელობა ქილაში გამოგკეტავენ თუ ეკლებს გამოგაბამენ,მთავარია რომ გაუძლო.
მთავარია იცოდე,როგორ შეინარჩუნო სიმშვიდე იმისთვის,რომ არ დაიბნე როცა ტკივილისთვისაც გამოუსადეგარი გახდები და წავა.

...
კაქტუსად ყოფნა ყოველთვის ცუდი არ არის :)



№1  offline მოდერი Catherine Di Perso

ჩანახატების ხასიათზე დავდექი და... გვერდი ვერ აგიარე.

"და რას გააკეთებ როცა წვიმის ცოდვით დამძიმებული წვეთები დაიწყებენ შენს კანზე სიბოროტის დამარხვას?"
საიდან ასეთი გასაგიჟებლად საინტერესო უცნაურობა...

მცნება არა - ცნება. მცნება ბიბლიაში ათია, ცნება კი ზუსტად ისაა, რაც იგულისხმე.

"როცა", "როდესაც", "რომ", "როგორც", "რაც", "ვინც" - მძიმე დასვი ამ სიტყვებამდე. ("რომ-თან" სულ არა).
მინდა გრამატიკულად გაიმართო, რა.

მომეწონე. წაგიკითხე და მომეწონე. ამაფორიაქე და გმადლობ.

 


№2  offline წევრი Orangeè

Catherine Di Perso
ჩანახატების ხასიათზე დავდექი და... გვერდი ვერ აგიარე.

"და რას გააკეთებ როცა წვიმის ცოდვით დამძიმებული წვეთები დაიწყებენ შენს კანზე სიბოროტის დამარხვას?"
საიდან ასეთი გასაგიჟებლად საინტერესო უცნაურობა...

მცნება არა - ცნება. მცნება ბიბლიაში ათია, ცნება კი ზუსტად ისაა, რაც იგულისხმე.

"როცა", "როდესაც", "რომ", "როგორც", "რაც", "ვინც" - მძიმე დასვი ამ სიტყვებამდე. ("რომ-თან" სულ არა).
მინდა გრამატიკულად გაიმართო, რა.

მომეწონე. წაგიკითხე და მომეწონე. ამაფორიაქე და გმადლობ.


მადლობა,მადლობა,მადლობა.ჩუმ-ჩუმად ვიპარები ხოლმე შენთან და ინტერესით გისმენ.ვერ წარმოიდგენ ამ სიტყვების მოსმენა შენგან როგორ მიხარია.შეცდომებს აუცილებლად გამოვასწორებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent