შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაბიჭვარი ნოემბერი


7-04-2020, 22:27
ავტორი Catherine Di Perso
ნანახია 322

მომბეზრდა ეს ჩარჩოებში მოქცეული წერა. სიუჟეტი, სათქმელი, ეშმაკსაც წაუღია ყველაფერი.
მიყვარხარ, არაადამიანურად და არაამქვეყნიერად მიყვარხარ. იმენად, რამდენადაც ვერ აღვწერ ამას. ჯანდაბა. შენ მე პასუხს ვერ გამცემ. შენ მე პასუხს არ გამცემ, რადგან შორს ხარ ჩემგან. რადგან შემპირდი, რომ აღარასდროს დაბრუნდებოდი. ის შეცდომა ვერ მაპატიე, განა ? იცი, რამდენი დავუშვი, როცა საბოლოოდ წახვედი ჩემგან ? იცი? შენს ჯინზე დავუშვი. შენს ჯინზე დავუშვებ კიდევ.
შენ ხარ იმის მიზეზი, რომ მე გავხდი მოღალატე.
მე მოღალატე ვარ. მე საკუთარი თავის მოღალატე ვარ და ვიცი, რომ ამავდროულად არც. მე შენთვის არ მიღალატნია, მაგრამ სტანდარტულად მოღალატე ვარ. რატომ ვბღალავ სტანდარტით ჩვენს ურთიერთობას? მითხარი. რატომ ვაძლევ საშუალებას სოციუმის თეზისებს, რომ კუჭის წვენით მორწყან ჩვენი ჩვენობა?
იმიტომ, რომ მინდა - არ იყოს ამდენად უზადო. მინდა არ იყოს ყოველივე ამდენად არაადამიანურად იდეალური.
სრულყოფილი არა! იდეალური! იდეალური!
სრულყოფილება მოსაწყენია, ნოემბერო. სულის სიკვდილამდე მოსაწყენი, შენ კი…
იდეალურო ნოემბერო!
მინდა დავცე ეს ყველაფერი ადამიანურ დონემდე. მინდა ღმერთობა წაგართვა, ნაბი'ჭვარო. მინდა მოგსპო და ამოგიგდო ყველა შესაძლო ადგილიდან. მინდა ის სისხლი ამოვიტუმბო ვენებიდან, სადაც შენ ხარ ყველა მოლეკულა.
ნოემბრის ნაბი'ჭვარო. ნაბი'ჭვარო ნოემბერო.
გულისრევამდე მეზიზღები იმის გამო, რადაც მაქციე. ძვლების დამტვრევამდე მინდა ვითვითგვემო და გამოვიწურო შენი არსება ჩემგან.
I want to hate every part of you in me!
მძულხარ. მთელი არსებით მძულხარ. ეს თვეც მძულს, ის მთვარეც, რომელიც დაცემულია და შემომციცინებს სახეში ირონიული ღიმილით.
შენი ბოხი ხმა მძაგს.
შენი ორი და თექვსმეტი მძაგს.
ეს წყეული დღეც მძაგს, გესმის?
აღარ გაბედო.
აღარ გაბედო ჩემს ფიქრებში ძრომიალი.
აღარ გაბედო ჩემს არაცნობიერად ყოფნა.
აღარ გაბედო იყო ის, ვინც ხარ!
ნუ გამიკეთებ ამას.
ნუ მაიძულებ ვიცხოვრო და შენი გაფიქრებისას ღიმილად მეწელებოდეს სახეზე ტუჩები.
ნუ მაიძულებ სევდა, ნაღველი და წუხილი მეხატებოდეს სახეზე, როცა გამეფიქრები, ნუ!
იდეალურო ნაბი'ჭვარო ნოემბერო!
მთელ ხმაზე მინდა ვიღრიალო, რომ მიყვარხარ. მთელ ხმაზე მინდა ვიკივლო, გაიგე? მინდა ყველამ გაიგოს, მინდა ყველამ იცოდეს, რომ პლანეტის რომელ კუნჭულშიც არ უნდა იყო, შენ მე მეკუთვნი, ნაგავო!
ამორალურო ნაბი'ჭვარო.
ამაზრზენო ნოემბერო.
შენ მე შემქმენი სატანად!
შენ მე დამხატე ეშმაკად!
შენ მე გამაშავე. შენ მე ჩემი საწყისი დამიბრუნე. შენ ის გააღვიძე ჩემში, რასაც მე ასე მონდომებით ვივიწყებდი.
მოხვედი და არიე ყველაფერი, გულისამრევო გარეწარო!
არაკაცი ხარ, რადგან შენ ნაცვლად ახლა სხვა მეხება, გაიგე?!
ჩემი თმის სუნის ნაცვლად კოკაინი შეისრუტე და კახპებთან სექსის დროს ჩემზე იფიქრე.
Are You Thinking Of ME when you fu'ck her?
Absolutely, YES!
შენ მე ვერასოდეს მიხილავ შინდისფერ კაბაში გამოწყობილს.
შენ ვერასოდეს გაიგონებ ჩემ ხმას, რომელიც გეუბნება, რომ სიგიჟემდე უყვარხარ.
შენ ვერასოდეს წაიკითხავ ამ წყეულ ტექსტს, ნოემბერო!
ვინ იცის! არავინ!
მე არ ვიცი. შენც კი არ იცი, რას იზამ.
წაიკითხავ. წაიკითხავ და სისხლი, რომელშიც ყველა ატომი მე ვარ, სიცოცხლემდე აგეწვება და დაიღრიალებ. ჩემს სახელს დაიღრიალებ და მე პლანეტის მეორე ბოლოში გავიგებ ამას.
ნაბი'ჭვარო ნოემბერო…
მძულხარ და მაგრად მევასები.
მიყვარხარ და მაგრად არ მეჭაშნიკები.
დაახვიე, რა. დაახვიე წარსულში და მოდი, რა. აქ და ახლა მოდი. მასუნთქე, რა. შემომანათე შენი მწვანე რადიაცია და მითხარი, რომ არ გჭირდები! მითხარი! თქვი, რომ გული გერევა ჩემზე, თქვი, რომ იმედი გაგიცრუე, თქვი, რომ ძუკნა ვარ, ნაბი'ჭვარ ნოემბერზე შეყვარებული ძუკნა…
ისუნთქე, რა. ჩემი წილიც წაიღე, მაგრამ ისუნთქე, რა.
რიტორიკა და ჰომ იცი, რომ ჩემი ხარ, არა?!
არ დაიფერფლო, რა. ან დაიფერფლე და იფენიქსე.
რამდენი რამის თქმა მინდა შენთვის და არ გამომდის, ეშმაკმაც დალახვროს.
წავალ სამებაში, ერთხელ წავალ, გპირდები.
წავალ და სანთელს არ დავანთებ. წავალ და წირვას მოვუსმენ. წავალ და ამ ღმერთზე გული ამერევა.
ნაბი'ჭვარო ნოემბერო!
თექვსმეტ რიცხვში მოვიკლავ თავს და გაჩუქებ ჩემს სულს!
გაბრაზდი?! გაბრაზდი, ჰო?! ვგიჟდები, როცა ბრაზდები. ჭკუა მეკეტება შენს გაბრაზებაზე. მინდა სულ მიბრაზდებოდე! მინდა ჩემი ღმერთ-სატანა გავაბრაზო! საზიზღრად ვიღგზნები ამ დროს.
ნაბი'ჭვარო! ნუ იღიმი! ეგ შენი ჩატეხილი ტუჩი წაიშალე სახიდან!
ახლა ხარხარებ, არა?! ამაზრზენო ნოემბერო!
სულს ამოგიღებ და გაგანადგურებ! ამას კი ისე ვიზამ, რომ თითსაც არ დაგაკარებ. ზედაც ვერ შემომხედავ.
დედას გიტირებ, ნაბი'ჭვარო ნოემბერო!
მოემზადე - თამაში ახლა იწყება.



№1  offline მოდერი Moonlight17

რამდენიმე წუთი ვფიქრობდი რა კომენტარი გამეკეთებინა... მაგრამ იმას კი ვხვდები, რომ სათქმელი ბევრია.
პირველ რიგში ტკივილი... შიში, ჟინი. ეს ყოველივე იმდენად მოვიდა ჩემამდე, რომ სასწაულად ამაფორიაქა. ნოემბერი, ოხ ეს ნოემბერი. იმედია მიეზღვევა თავისი. იმედია მიხვდება, თუ რას კარგავს თავისი უმოქმედებით.
შენ კი ავტორო... არ ვიცი ეს უბრალოდ იმპროვიზირებული ნაწერია თუ შენი გრძნობები, მაგრამ იცოდე რომ ნოემბრის მსგავსად არ ღირს და ამავდროულად ერთადერთია, რომლისთვისაც სამყარო უნდა გაიმეტო.
წარმატებები ❤️

 


№2  offline მოდერი Catherine Di Perso

Moonlight17
რამდენიმე წუთი ვფიქრობდი რა კომენტარი გამეკეთებინა... მაგრამ იმას კი ვხვდები, რომ სათქმელი ბევრია.
პირველ რიგში ტკივილი... შიში, ჟინი. ეს ყოველივე იმდენად მოვიდა ჩემამდე, რომ სასწაულად ამაფორიაქა. ნოემბერი, ოხ ეს ნოემბერი. იმედია მიეზღვევა თავისი. იმედია მიხვდება, თუ რას კარგავს თავისი უმოქმედებით.
შენ კი ავტორო... არ ვიცი ეს უბრალოდ იმპროვიზირებული ნაწერია თუ შენი გრძნობები, მაგრამ იცოდე რომ ნოემბრის მსგავსად არ ღირს და ამავდროულად ერთადერთია, რომლისთვისაც სამყარო უნდა გაიმეტო.
წარმატებები ❤️

მადლობა.
მადლობა...
მოვიდა შენამდე, მუნლაით.
შენს ნიკს რომ ვუყურებ, ჩემი წინა მახსენდება. ))
მადლობა, მიხარია, რომ მოიტანა.

 


№3  offline მოდერი Moonlight17

Catherine Di Perso
Moonlight17
რამდენიმე წუთი ვფიქრობდი რა კომენტარი გამეკეთებინა... მაგრამ იმას კი ვხვდები, რომ სათქმელი ბევრია.
პირველ რიგში ტკივილი... შიში, ჟინი. ეს ყოველივე იმდენად მოვიდა ჩემამდე, რომ სასწაულად ამაფორიაქა. ნოემბერი, ოხ ეს ნოემბერი. იმედია მიეზღვევა თავისი. იმედია მიხვდება, თუ რას კარგავს თავისი უმოქმედებით.
შენ კი ავტორო... არ ვიცი ეს უბრალოდ იმპროვიზირებული ნაწერია თუ შენი გრძნობები, მაგრამ იცოდე რომ ნოემბრის მსგავსად არ ღირს და ამავდროულად ერთადერთია, რომლისთვისაც სამყარო უნდა გაიმეტო.
წარმატებები ❤️

მადლობა.
მადლობა...
მოვიდა შენამდე, მუნლაით.
შენს ნიკს რომ ვუყურებ, ჩემი წინა მახსენდება. ))
მადლობა, მიხარია, რომ მოიტანა.

მოიტანა, თანაც როგორ...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent