ჩვენ მდაბიოები ვართ
გიფიქრიათ ოდესმე ადამიანის ფსიქიკაზე? მე ყოველთვის ვფიქრობ, ალბათ იმიტომ, რომ ფსიქოლოგობა მინდა. ყოველთვის როდესაც ადამიანი ფიქრობს, მას სახეზე დაკვირვებიხართ? აი მე სულ ვაკვირდები და ვფიქრობ, ნუთუ ადამიანებს ჯანსაღად ფიქრი შეგვიძლია? ჩვენ ხომ უბრალო მოკვდავები ვართ,რომლებსაც ღმერთმა არგუნა ტვინი და გული, არასოდეს დაფიქრებულხართ რომ ადამიანები, ღმერთის მარიონეტები ვართ? ან თუნდაც იმაზე, რომ ჩვენ მდაბიოები როდესაც ვიტყუებით, გვგონია, რომ ვმალავთ. არ დაფიქრებულხართ, რომ ჩვენ დედამიწაზე ვიმალებით? რა მოხდება როცა ზემოთ ავალთ და თითოეული ტყუილისთვის, თითოეული ცოდვისთვის პასუხს მოგვთხოვენ და ჩვენ გავჩუმდებით? ხმას ვერ ამოვიღებთ და ჩვენს განაჩენს დაველოდებით? ოდესმე გიფიქრია მკითხველო რას გრძნობს ადამიანი როდესაც მას ზიანს აყენებ? მე მიფიქრია და პასუხიც მიმიღია, წარმოიდგინე გატკინონ, გაგთელონ და შენ უბრალოდ იდგე ცივი, გამყინავი სახით, თავი ძალიან ძლიერად მოგქონდეს, მაგრამ, როდესაც მიხვდები, რომ ოთახში როგორც იქნა მარტო ხარ, ითახის კარს სასწრაფოთ კეტავ და ტირილს იწყებ, რა არ არის ასე? დაფიქრდით ხალხნო რას როგორ გააკეთებთ, შემდეგ არ ინანოთ. მე რას გირჩევთ? მე საერთოდ არაფერს გირჩევთ გარდა ერთისა, "ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი" თუ საჭიროება მოითხოვს ას მერთეჯერაც გაზომეთ. დაფიქრებულხართ რას ნიშნავს სიტყვა "გარდაიცვალა"? მე პატარა, რომ ვიყავი დედას დავუსვი ეს კითხვა, მან კი მიპასუხა "ის სხვა სამყაროში გადავიდა"-ო, ეს სხვა სამყარო კიდევ ყველაფრისთვის პასუხს მოგვთხოვს. ალბათ ზოგი თქვენგანი ფიქრობს, არ მჯერა მე "სამოთხის" და "ჯოჯოხეთის", რომ დავფიქრდეთ დედამიწაზე მეტი "სამოთხე" და "ჯოჯოხეთი" რა გინდა? დედამიწა ხომ სავსეა სიბნელით და სინათლით? მაგრამ იქ ზემოთ, დაყოფილია სინათლე და სიბნელე, დედამიწა კი ორივესთვის გვამზადებს, რადგან არ იცის რომელში მოვხვდებით. ყველას აქვს მოთმინება, ყველას გააჩნია თავისი მოთმინების მაქსიმუმი და მინიმუმი, მე მაგალითად ძალიან მარტივად ვფეთქდები, ასევე ძალიან მარტივად ვწყნარდები, მე მარტივად მეცვლება ხასიათი, თუმცა ახლა აქ ჩემზე არ გვაქვს საუბარი, არ მიიყვანოთ ადამიანი იმ დონემდე, რომ ატკინოს საკუთარ თავსაც და თქვენც, არ გააკეთოთ ეს. იცით? მე ყოველთვის მეცინება როდესაც ვინმე მაფასებს ან მე ვაფასებ, რადგან ჩვენ მდაბიო ადამიანები ვფიქრობთ, რომ ვინმეს განსჯის უფლება გვაქვს, ეს ხომ ზედმეტად საცოდაობაა? მე და თქვენ მკითხველო, ზედმეტად მდაბიოები ვართ, რადგან საკუთარი თავი ნებისმიერს ყველაზე კარგი ჰგონია, ზოგს შეიძლება უბრალოდ საკუთარ თავში შეეპაროს ეჭვი, თუმცა საბოლოოდ თავი მაინც "მაგარი" ჰგონია. --------------------- ნუ არ ვიცი რატომ, თუმცა ამის დაწერა ნამდვილად მინდოდა, მე ყველაფერი ვთქვი და იმედია კარგად გადმოვეცი ის, რისი თქმაც მინდოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.





თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.