შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნუცუბიძის ქუჩა


15-06-2020, 15:04
ავტორი ენქეი
ნანახია 305

ნუცუბიძის ქუჩაზე 6წლის წინ 12მარტს გავიცანი ადამიანი რომელიც წლებია არ მინახავს,უცნაური დღე იყო,წვიმიანი მაგრამ მაინც მზიანი,ოდნავ შესამჩნევად კრთებოდა მზე ღრუბლებიდან და იმედის სხივით ანათებდა ჩემს ირგვლივ მყოფ ხალხს. მარკეტიდან სირბილით გამოვედი რათა არ დავსველებულიყავი და პირდაპირ ჩემი კორპუსისკენ გავიქეცი,ხელი ჯიბიდან ამოვიღე და გაწუწულ თმაზე გადავისვი,კოკისპირული წვიმა იყო,წვეთები სახეზე მელამუნებოდა და ხმაურით ეხეთქებოდა მიწაზე.
სირბილით გადავკვეთე გზა და კორპუსში შევედი,სირბილით ავედი კიბეებზე და კარის წინ გავჩერდი,ჯიბეში გასაღებს დავუწყე ძებნა მაგრამ არ არის...
-ღმერთო სად უნდა წასულიყო-აღმომხდა გაოცებულს და უკან მივბრუნდი როდესაც კიბეებზე ახალგაზრდა ბიჭი შევნიშნე.
-მგონი ამას ეძებ-გასაღები გამომიწოდა და ჩემს პირდაპირ შედგა.
-ღმერთო დიდი მადლობა-ღმილით ვუთხარი და გასაღები გამოვართვი.
-დაგიძახე მაგრამ ვერ გაგაგონე,კარგი მე წავალ-ღიმილით მითხრა და კიბეებზე ნელა დაეშვა
-მადლობა-მივაძახე კართან მისულს და მის სილუეტს გავაყოლე თვალი.მომდევნო კვირას მთაწმინდაზე ავედი მზის ამოსვლისთვის უნდა მეყურებინა,იქ დამხვდა.გვერდით გაიწია და ადგილი შემომთავაზა,მასთან ერთად ვუყურე მზის ამოსვლას,გამთენიისას წამოვედით.
მას შემდეგ აღარ მინახავს,მხოლოდ მისი სახელი ვიცი.
-მე რატი ვარ-ასე გამეცნო და უბრალოდ გაქრა.
დღემდე მახსოვს მისი მწვანე თვალები,როგორი სითბოთი სავსე იყო,როგორ მიმზერდნენ მომღიმარს და განშორების დროს როგორ დაუნაღვლიანდა თვალები.
რაღაც უცნაური მუხტი იყო ჩვენს შორის,ან იქნებ ბავშვობის სიყვარული ვუწოდოთ.
17წლის გოგოს დაკარული სიყვარული,რომელსაც იმედი აქვს ერთ დღეს უკან დაუბრუნდება და კიდევ ერთხელ ნახავს,თუნდაც შორიდან,თუნდაც მან ვერ იცნოს.
უბრალოდ კიდევ ერთხელ ნახოს...







ღირს ამ სიუჟეტზე ისტორიის აგება?მაინტერესებს თქვენი აზრი



№1 სტუმარი ენესი

ჩემი აზრით უნდა გააგრძელო, თუმცა შესავალი ძალიან მოკლეა. ალბათ რატის და ამ გოგოს შეახვედრებ ერთმანეთს. ავტორი შენ ხარ და შენვე გადაწყვეტ. ველოდები შემდეგ თავს????

[quote=ენესი]ჩემი აზრით უნდა გააგრძელო, თუმცა შესავალი ძალიან მოკლეა. ალბათ რატის და ამ გოგოს შეახვედრებ ერთმანეთს. ავტორი შენ ხარ და შენვე გადაწყვეტ. ველოდები შემდეგ თავს????

მოკლედ ტელემ გამიჭედა რა. მალე დადე

 


№2  offline მოდერი ენქეი

[quote=ენესი]ჩემი აზრით უნდა გააგრძელო, თუმცა შესავალი ძალიან მოკლეა. ალბათ რატის და ამ გოგოს შეახვედრებ ერთმანეთს. ავტორი შენ ხარ და შენვე გადაწყვეტ. ველოდები შემდეგ თავს????

[quote=ენესი]ჩემი აზრით უნდა გააგრძელო, თუმცა შესავალი ძალიან მოკლეა. ალბათ რატის და ამ გოგოს შეახვედრებ ერთმანეთს. ავტორი შენ ხარ და შენვე გადაწყვეტ. ველოდები შემდეგ თავს????

მოკლედ ტელემ გამიჭედა რა. მალე დადე[/quote]


ეს მხოლოდ მოკლე შესავალია
მაინტერესებს ისტორიის დაწერა თუ ღირს ამ სიუჟეტის მიხედვით
კვირის ბოლოს დავამატებ პირველ თავს❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი თათა

ჩემი აზრით საინტერესო ისტორია გამოგივა,შენი ნიჭის პატრონს არ გაგიჭირდება ამ სიუჟეტზე ისტორიის აგება heart_eyes
დახვეწილი სიუჟეტი,დაკარგული სიყვარული.
ძალიან კარგი გამოვა
წარმატებები heart_eyes

 


№4 სტუმარი სტუმარი nancho

აუცილებლად უნდა გააგრძელო.

 


№5  offline მოდერი ენქეი

სტუმარი თათა
ჩემი აზრით საინტერესო ისტორია გამოგივა,შენი ნიჭის პატრონს არ გაგიჭირდება ამ სიუჟეტზე ისტორიის აგება heart_eyes
დახვეწილი სიუჟეტი,დაკარგული სიყვარული.
ძალიან კარგი გამოვა
წარმატებები heart_eyes


ძალიან დიდი მადლობა თათაა❤️

 


№6  offline მოდერი ენქეი

სტუმარი nancho
აუცილებლად უნდა გააგრძელო.



მადლობა ❤️

 


№7  offline წევრი ენესი

Ras shvebi, aghar agrdzeleb? :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent