შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მონატრების სურნელი


19-06-2020, 00:13
ავტორი ენქეი
ნანახია 8 558

ხანდახან მონატრება იმაზე რთულია ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს,შენს სულს ეხება და ნაკუწებად აქცევს,თან ამას ყოველი ამოსუნთქვით ხვდები,გრძნობ,განიცდი...
მის გარეშე გატარებული ყოველი წამი ფუჭად გაფლანგული დროა.
ადრე დავცინოდი შეყვარებულ წყვილებს სკოლაში,ერთმანეთს მოციმციმე თვალებით რომ შეჰყურებდნენ,ხელჩაკიდებულები დასეირნობდნენ და ბამბის ნაყინს სხვადასხვა მხრიდან შეექცეოდნენ.
მეცინებოდა ერთმანეთს საათობით რომ ესაუბრებოდნენ ტელეფონით ან თუნდაც სკოლაში.სკოლის გარეთაც.
იმაზეც მეცინებოდა ერთმანეთზე რომ ეჭვიანობდნენ.ერთი მეორეს თვალებით რომ აჩვენებდა რისხვას.
ერთმანეთის ტკივილს რომ გრძნობდნენ...
ახლა კი უბრალოდ მინდა ის დრო დაბრუნდეს.დაბრუნდეს რადგან ახლიდან დავიწყო ყველაფერი და გაგიფრთხილდე.როგორც ფრთა მოტეხილ ჩიტს ისე შეგიფარებდი და მოგივლიდი,გაგიფრთხილდებოდი კიდეც,ხშირად ჩაგეხუტებოდი,გეტყოდი მიყვარხართქო,ჩერჩეტ გოგონებზეც ვიეჭვიანებდი.
ახლა კი მხოლოდ საფლავის ქვას შემიძლია ჩავეხუტო,ცივ მიწას გადავუსვა ხელი თითქოს ისევ კულულებზე გეფერები და შენს საფლავზე დატოვებულ ყვავილებზე ვიეჭვიანო,როცა ვიღაც ყვავილის მოტანას დამასწრებს.
უცნაურია მაგრამ ახლა მხოლოდ ეს შემიძლია.
უძლური ვარ ყველას და ყველაფრის წინაშე.
იმ მონატრების წინაშეც რომელიც ღრმადაა ჩემში დამარხული და სულის ტკივილს იწვევს.
ეს ტკვილი არ გაქრება იქამდე სანამ ისევ არ ვიხილავ შენს გაბრწყინებულ სახეს.


სიყვარულით მერიემი.
1989 წელი



№1 სტუმარი jjuhyfrdc

იმდენი გრძნობითაა სავსე,ლამის ამეტირა sleepy

 


№2  offline მოდერი ენქეი

jjuhyfrdc
იმდენი გრძნობითაა სავსე,ლამის ამეტირა sleepy



მადლობაა heart_eyes

 


გრძნობებით სავსე, ლამახი ისტორია♡♡♡

 


№4  offline მოდერი ენქეი

სიყვარული გულს გვტკენს
გრძნობებით სავსე, ლამახი ისტორია♡♡♡




მადლობაა❤️

 


№5  offline მოდერი ენქეი

უცნაური მე
ლამის არა ამეტირა.. ((
საშინელებაა მონატრება.. ვისაც გამოუცდია რას ნიშნავს გენატრებოდეს საყვარელი ადამიანი და არ შეგეძლოს მასთან ყოფნა.. გამიგებდა.. მეც და შენც ავტორო..




გეთანხმები,ნამდვილად ასეა❤️

 


№6  offline წევრი nini_22

სევდიანია, ჩაგაფიქრებს .

 


№7  offline მოდერი ენქეი

nini_22
სევდიანია, ჩაგაფიქრებს .



heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent