შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"გზაზე ანგელოზები სხედან"


24-06-2020, 18:38
ავტორი ტერიკო74
ნანახია 862

შორიდანვე დავინახე გზის პირას ჩამომჯდარიყო და თეთრი ფრთები ლამაზად დაეკეცა ზურგზე.ციმციმა ჯოხს დირიჟორივით იქნევდა და ყველა გამვლელს ღიმილიან მზერას აყოლებდა.მეგონა,რომელიმე ორკესტრს ხელმძღვანელობდა.ირგვლივ მიმოვიხედე და თვალი ანგელოზზე შევაჩერე.შემამჩნია და შეცბა.
-მხედავ?-გაკვირვებულმა მკითხა.
-გხედავ,-ჩუმად ვუპასუხე.
-როგორ? ვერავინ მამჩნევს,-გაოცება ვერ დამალა.
-მეც არ ვიცი,-მხრები ავიჩეჩე და გამვლელებს გავხედე.ყველა სევდიანად მიყურებდა.
-საოცარია,პირველი ხარ, ვინც შემამჩნია,-სახე გაუნათდა.
-მართლა?
თავი დამიქნია და ხელით მანიშნა მის გვერდზე დავმჯდარიყავი.მორიდებით ჩამოვჯექი და ახლოდან შევათვალიერე.თავბრუსდამხვევი სურნელი მოდიოდა მისგან,არასდროს მიგრძვნია მსგავსი სასიამოვნო სუნი.თითქოს ყველა ყვავილს მის ტანზე მოეყარა თავი და გაშლილიყო.ღრმად შევისუნთქე და გავუღიმე.
-აქ რატომ ზიხარ?-ვკითხე და სისწრაფით მოძრავ მანქანებს დავაკვირდი.
-გაიხედე იქით,-გზის მეორე ნაპირისკენ მანიშნა.-ხედავ?
მხედველობა დავძაბე და შიშისგან ტაომ დამაყარა. კუპრივით შავი წვერ-ულვაში და თვალები ჰქონდა.კუშტად გვიყურებდა ორივეს.
-დაინახე?
-რა უნდა?-ჩემი ხმა მეუცნაურა.
-სწყურია,-მითხრა,ფეხზე წამოიმართა,ფრთები ააშრიალა და ჰაერში კამარა შეკრა.გაოგნებულმა გავაყოლე თვალი.დავინახე შავწვერაც როგორ აფრინდა და ანგელოზის მიმართულებით ტყვიასავით წამოვიდა.ერთმანეთს გამეტებით შეეჯახნენ და შავ-თეთრი ბუმბული აქეთ-იქით გაფანტეს.შიშისგან ვერც გავინძერი,თითქოს ერთ ადგილას მივეჯაჭვე,პირგამშრალი და ხმა ჩამწყდარი ვადევნებდი თვალს ორთაბრძოლას.მათ ქვეშ მანქანები წივილით დაქროდნენ.რამდენჯერაც შავფრთიანი დასაშვებად მოემზადა,იმდენჯერ ეცა გააფთრებული თეთრფრთიანი.ვატყობდი ძალა ეცლებოდა ციმციმას,დრო და დრო უკან იხევდა და ახლიდან უტევდა მოწყურებულს.
-როდესაც მას სწყურია,უკან არაფერზე დაიხევს,თქვენ კი,თქვენი დაუდევრობით ცდილობთ წყურვილი მოუკლათ!-ზურგიდან ხმა ჩამესმა და შემკრთალი შევტრიალდი.ვერაფერი დავინახე.
-ვინ ჩვენ?-ხმის კანკალით ვკითხე ცარიელ სივრცეს.
-თქვენ,ადამიანები! შეხედე,როგორ დაჰქრიან!-თავზე ხელების შემოჭერა ვიგრძენი.თვალი გავუშტერე გზაზე მაღალი სიჩქარით მორბენალ მანქანებს.
-პირდაპირ მის ხახაში ჩავარდნას ლამობთ!-გაბრაზებულმა ჩამყვირა ყურში.
-ვინ ხართ?-ტირილით ვკითხე და დავინახე,როგორ დაეცა ფრთამოტეხილი ანგელოზი მიწაზე.ახარხარებულმა შავწვერამ ჩვენსკენ სისხლიანი თვალებით გამოიხედა.
-მოკვდა?-ყელში ეკლები მომედო.
-არა! იცი,რატომ ხარ აქ?-ოდნავ შემანჯღრია.
თავი გავაქნიე.
-ხო,არ იცი! არც არავინ დაფიქრებულა,არც არავინ იცის,თუ რად უჯდება ანგელოზს მის კლანჭებიდან,რომ დაგიხსნათ!-განრისხდა.
-გვაპატიე,-დავიჩურჩულე.
-რამდენჯერ?!-ხმადაბლა მკითხა.-ან რომელი ერთი?
სირცხვილისგან ალმური მომედო.მართლაც და რომელი ერთი გვაპატიოს,ყოველ ფეხის ნაბიჯზე სად გვდიოს?! უარესად ავტირდი.წყლიანი თვალებით ისევ ანეგლოზს გავხედე,წამოდგომას ლამობდა.თავს გავეშებული დასტრიალებდა შავფრთიანი.
-მიეხმარე,-მუდარა გავურიე ხმაში და სიცარიელეს ხელები მოვუფათურე,იმის იმედით,რომ უხილავს შევიგრძნობდი.
-ადგება,მიჩვეულია ბრძოლას,თქვენ მიაჩვიეთ,ადამიანებმა!
დავინახე როგორ მოიკრიბა ძალა ანგელოზმა,ციმციმა ჯოხი მაღლა აღმართა და ფრთებიც აათამაშა.დავიძაბე. მანქანების ღმუილით სიარული არ წყდებოდა.თითქოს ჯიბრზე იმატა ნაკადმა. შეჯახების ხმაზე წამოვიკივლე და ხელები სახეზე ავიფარე.
-უყურე!-მიბრძანა უხილავმა.
ნელ-ნელა ძირს ჩამომცვივდა მკლავები. თითქოს ჰაერი აჭრილიყო,ტალღებად ირეკლებოდა გზა. ძლივს გავარჩიე ერთ მანქანასთან მდგომი ანგელოზი,რომელსაც ახალგაზრდა გოგო-ბიჭისთვის ხელი ჩაეკიდა და ჩემსკენ ღიმილით იყურებოდა.შავწვერამ გაავებით აიქნია ფრთები,საზარლად დაიყივლა და ადგილიდან მოსწყდა.
-გადარჩნენ! გადარჩნენ!-ხალხის შეძახილმა რეალობაში დამაბრუნა.ანგელოზი აღარსად ჩანდა.
-სად ხარ?-უხილავ ძალას ძებნა დავუწყე.
-მე შენთან ! შენ სად ხარ,ადამიანო?!
-ღმერთო!-ჩავიბუტბუტე და თვალცრემლიანმა გადავდგი ნაბიჯი.ყვავილების სურნელი თან გამომყვა.ნელ-ნელა გავხსენი შეკრული შუბლი და გამეღიმა.
-აქ ხარ!-მივხვდი მომყვებოდა.
-ყოველთვის!-კრიალა ხმა ახლოდან მომესმა.
-მადლობა! -ხელები გავშალე და ვიყვირე.
ნათლად დავინახე როგორ გაიხსნა ზეცა და უამრავი ციმციმა დაეშვა მიწაზე.შუაგულ გზაზე უვნებლად გადარჩენილ გოგო-ბიჭს გარს შემოერტყნენ და სიხარულით აათამაშეს ფრთები.
-მე გხედავთ!-კიდევ ვიყვირე.
გამომხედეს და გამიღიმეს.
მუხლებზე დავეცი და სიხარულისგან ავტირდი.
პირველად ვნახე ანგელოზთა ცეკვა.
***
ადამიანებო!გზაზე "მწყურვალთან" ერთად,ანგელოზებიც სხედან! გააჩნია,რომელს უფრო ადრე შეამჩნევ!



უბრალოდ გავოცდი, რა თქმა უნდა მე ჩემი მოსაზრებები მაქვს ამ ყველაფერზე თუმცა ჰო გულში ჩამწვდა, ჰო ცხოვრებაზე დამაფიქრა და ჰო შენი ამ ჩანახატით მადლობელი ვარ♡♡

 


№2  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

სიყვარული გულს გვტკენს
უბრალოდ გავოცდი, რა თქმა უნდა მე ჩემი მოსაზრებები მაქვს ამ ყველაფერზე თუმცა ჰო გულში ჩამწვდა, ჰო ცხოვრებაზე დამაფიქრა და ჰო შენი ამ ჩანახატით მადლობელი ვარ♡♡


დიდი მადლობა ჩემო კარგო <3
მესმის რასაც გულისხმობ,ყველა ადამიანს საკუთარი მოსაზრება აქვს.

 


№3  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

მართლაც, რამდენჯერ უნდა გვიხსნან? ჩვენ რატომ არ ვეხმარებით, რომ თავი არ დავზოგოთ და ურთულეს სიტუაციებს ხელიდან დავუსხლტეთ? რატომ გვგონია, რომ სულ ისინი გადაგვარჩენენ? ცუდის კეთება ბევრად მარტივია, სამწუხაროდ იოლი გზებით სვლა გვიყვარს ადამიანებს და მერე დაუფიქრებელი საქციელებისგან მიღებულ შედეგებზე ვწუწუნებთ...
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№4 სტუმარი ეკა

დასაფიქრებელი ჩანახატია. სამწუხარო ისაა, რომ ასეთ თემებს ვკითხულობთ, ვსაუბრობთ ამაზე, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ მაინც ბედთან თამაშს ვიწყებთ ♥♥

 


№5  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

ქეთი იმერლიშვილი
მართლაც, რამდენჯერ უნდა გვიხსნან? ჩვენ რატომ არ ვეხმარებით, რომ თავი არ დავზოგოთ და ურთულეს სიტუაციებს ხელიდან დავუსხლტეთ? რატომ გვგონია, რომ სულ ისინი გადაგვარჩენენ? ცუდის კეთება ბევრად მარტივია, სამწუხაროდ იოლი გზებით სვლა გვიყვარს ადამიანებს და მერე დაუფიქრებელი საქციელებისგან მიღებულ შედეგებზე ვწუწუნებთ...


მასეა ქეთ,გვგონია არაფერი დაგვემართება,ხშირად რისკზე მივდივართ დაუფიქრებლად,თითქოს გამჩენის გამოცდა გვინდა.
მადლობა შენ <3 მიყვარხარ ძალიან და გაფასებ <3

ეკა
დასაფიქრებელი ჩანახატია. სამწუხარო ისაა, რომ ასეთ თემებს ვკითხულობთ, ვსაუბრობთ ამაზე, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ მაინც ბედთან თამაშს ვიწყებთ ♥♥


მართლაც,ზერელედ ვუყურებთ,ვერ ვუღრმავდებით..მადლობა ეკა,მიყვარხარ <3

 


№6  offline წევრი EllaTriss

საოცრება იყო..სიტყვებით ვერ ავღწერ როგორ მომეწონა ❤

 


№7  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

Maria_
საოცრება იყო..სიტყვებით ვერ ავღწერ როგორ მომეწონა ❤


მარია,დიდი მადლობა <3

 


№8 სტუმარი სტუმარი კრავაი

ნეტა ბევრი წაიკითხავდეს! ნეტა ბევრი დაუგდებდეს ყურს თქვენს მოწოდებას! ნეტა ბევრი სიცოცხლე გადარჩებოდეს! მართალია მე სხვანაირად აღვიქვავ რაღაც-რაღაცეებს, მაგრამ ჩანახატში ჩადებული გზავნილი ძალიან დროული და საჭირო იყო. მე თქვენი მკითხველი ვარ, მომწონს როგორც და რასაც წერთ.

 


№9  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

სტუმარი კრავაი
ნეტა ბევრი წაიკითხავდეს! ნეტა ბევრი დაუგდებდეს ყურს თქვენს მოწოდებას! ნეტა ბევრი სიცოცხლე გადარჩებოდეს! მართალია მე სხვანაირად აღვიქვავ რაღაც-რაღაცეებს, მაგრამ ჩანახატში ჩადებული გზავნილი ძალიან დროული და საჭირო იყო. მე თქვენი მკითხველი ვარ, მომწონს როგორც და რასაც წერთ.


ნეტავ,მართლა დროული იყოს და დაგვიანებული არა.. მენანებიან ადამიანები,გაუფრთხილებლობით,საღ-სალამათები,რომ ტოვებენ ამ წუთისოფელს.
დიდი მადლობა კრავაი,ისეთი ლამაზი სახელი გქვია,ალბათ რომელიმე ისტორიაში მეყოლება გმირი.უფრო მთას მოუხდებოდი,ბუნებას.ვიფიქრებ ამაზე))

 


№10 წევრი ნანა73

თმა აბურძგნული ვკითხულობდი ნინ...
ბოლომდდე სანამ წავიკითხე, ტანში ჟრუანტელი მივლიდა...
მართლაც ასეა ალბათ, რამდენი განსაცდელი შეიძლება აგვარიდოს ღმერთმა თავისი ციმციმა ანგელოზებით ყოველ წუთს და ყოველ წამს?
ჩვენ კი... ჩვენ ჯიქურ მივარღვევთ ბედისწერის გზებს და არ ვფიქრობთ არც ღმერთზე, არც მფარველ ანგელოზზე.
საოცარი ჩანახატია!
შენ ყველაზე მაგარი გოგო ხარ !
ნეტავი ყველა ფიქრობდეს და ხედავდეს შენი პერსონაჟივით!!!
ჩემი ნინა kissing_heart

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№11 სტუმარი სტუმარი Mmm

საკუთარ თავსაც ღუპავენ და ხშირ შემთხვევაში სხვის ცხოვრებასაც ანადგურებენ.... ????იმ საშინელ ღამეს ჩვენს ანგელიზსაც რომ გაემარჯვა რამდენი რამე შეიცვლებოდა ....

 


№12  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

ნანა73
თმა აბურძგნული ვკითხულობდი ნინ...
ბოლომდდე სანამ წავიკითხე, ტანში ჟრუანტელი მივლიდა...
მართლაც ასეა ალბათ, რამდენი განსაცდელი შეიძლება აგვარიდოს ღმერთმა თავისი ციმციმა ანგელოზებით ყოველ წუთს და ყოველ წამს?
ჩვენ კი... ჩვენ ჯიქურ მივარღვევთ ბედისწერის გზებს და არ ვფიქრობთ არც ღმერთზე, არც მფარველ ანგელოზზე.
საოცარი ჩანახატია!
შენ ყველაზე მაგარი გოგო ხარ !
ნეტავი ყველა ფიქრობდეს და ხედავდეს შენი პერსონაჟივით!!!
ჩემი ნინა kissing_heart

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️


ხშირად მეფიქრება, რამდენ განსაცდელს გვაშორებს დალოცვილი, ჩვენ კი მაინც, ჯიუტად, ზუსტად იმას ვაკეთებთ, რაც საზიანოა.

ჩემი გოგო ხარ შენ ნან, მიყვარხარ თბილო და ტკბილო ????

სტუმარი Mmm
საკუთარ თავსაც ღუპავენ და ხშირ შემთხვევაში სხვის ცხოვრებასაც ანადგურებენ.... ????იმ საშინელ ღამეს ჩვენს ანგელიზსაც რომ გაემარჯვა რამდენი რამე შეიცვლებოდა ....


რა ვთქვა, არ ვიცი <3

 


№13  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

უცნაური მე
უბრალოდ სასწაული ჩანახატია.

დიდი მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent