შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვარსკვლავთბიჭუნა


5-07-2020, 00:53
ავტორი ენქეი
ნანახია 345

ვარსკვლავთბიჭუნა


ვუყურებ ამ ყველაფერს და ცუდად ვხდები,ჯერ კიდევ ვერ დამიჯერებია რომ ასეთი ტრაგედია დატრიალდა,ეს ის ტრაგედიაა რომელმაც მთელი საქართველო შეძრა.
ვინ ხართ ასეთი ხალხო,საერთოდ რაზე ფიქრობთ,ვინ გგონიათ საკუთარი თავი.
ვფიქრობ თქვენზე და ზიზღის გრძნობა მეუფლება.
19წლის ბიჭი,ისე გაისტუმრეთ იმ ქვეყნად თვალიც კი არ დაახამხამეთ.
შაქარა?ის ვარსკვლავთბიჭუნა იყო,ცრემლი მახრჩობს იმაზეც კი რომ მასზე წარსულში ვსაუბრობ.
ვინ მოგცათ უფლება დედას შვილი წაართვათ,ის მას 19წლის განმავლობაში იმისთვის არ ზრდიდა რომ შემდეგ ვიღაცას ასე უმოწყალოდ გაეწირა.
მას დიდი, ნათელი მომავალი ქონდა,ბევრი ოცნება და სურვილი ქონდა რისი ახდენა და განხორციელებაც სურდა,თუმცა მას ეს არ დასცალდა.
მე არ ვიცნობდი მას მაგრამ მისი სიკვდილი ჩემთვის დიდი ტრაგედია იყო.შაქარა კარგი შვილი,კარგი ძმა და მეგობარი იყო.საშინლად მწყდება გული რომ არ ვიცნობდი.
შაქარა ჩემი!
შაქარა თქვენი!
შაქარა ჩვენი ტკივილია!
გარეული ცხოველებივით ვჭამთ ერთმანეთს და ეს რითი მთავრდება?ორი მეტრის სიღრმის საფლავებით სადაც ახალგაზრდა ბავშვებს მშობლები უკანასკნელ გზაზე აცილებენ.
მშობელი შვილის სიკვდილს არ უნდა ხედავდეს!
მშობელს შვილის სიკვდილი არ უნდა სტკიოდეს!
მშობლებს არ უნდა ეშინოდეთ იმის რომ სახლიდან გასული მათი შვილი შეიძლება სახლში ცოცხალი ვერ მივიდეს!
მე მტკივა შაქარა,ის გიორგი მტკივა რომელსაც არ ვიცნობდი,ის ჩემთვის უცხო იყო მაგრამ მისი არყოფნა მაინც მტკივა.
ყველაზე მტკივნეული ის იყო რომ მისი დაკარგვის დღიდან სულმოუთქმელად ველოდი როდის იპოვნიდნენ მას ჯანმრთელს და უვნებელს,მაგრამ ის გარდაცვლილი იპოვნეს.მე მტკივა თითოეული დაკარგული სიცოცხლე.
საქართველო შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგი.
პანდემიამ ისედაც ბევრი იმსხვერპლა,დაიცავი შენი ხალხი!
#შაქარასთვის.
#გვენატრები.
#შაქარაჩემივარსკვლავთბიჭუნაა.
#ნუგაწირავსხვას.❌
#შაქარამთელი საქართველოს ტკივილია.
#ყოველთვისჩვენსგულშიიქნები.
#21.




№1 სტუმარი Ana

????????????gmerto natelsi amyofe shaqaras suli ????????guli mewvis

 


№2  offline მოდერი ენქეი

Ana
????????????gmerto natelsi amyofe shaqaras suli ????????guli mewvis



საშინელებაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent