შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სული გასცდა სხეულს სრულად (შაქარა)


28-07-2020, 15:39
ნანახია 494

მეა, ბნელა, თითოეული კუნჭული დაიბინდა, ყველაფერი ბურუსმა მოიცვა. მთვარის შუქიც არ ანათებს დედამიწას. თითქოს, რაღაც მოხდა, თითქოს, რაღაც ამბავმა მთვარეს სიცოცხლის სურვილი დაუკარგა, კაშკაშის სურვილი მოუკლა. ბნელა უკუნითამდე, ბნელა, ისე, რომ საეჭვოა გათენდება თუ არა. სარკმლიდან სანთელს ვიღებ და აივანზე დასამშვიდებლად გავდივარ, ცას შევყურებ და სიცარიელეა. თითოეული ვარსკვალივი დამალვია დედამიწას, თუთოეულმა პლანეტამ ზურგი შეაქია მას. მთვარეც კი, რომელიც უსასრულობიდან დღემდე ჩვენს გვერდით იყო, ზურგი შეგვაქცია. შემეშინდა! წყვდიადმა მოიცვა დედამიწა! მგონი, დაიწყო მეორედ მოსვლა! ფეხები მიკანკალებს, წარმოსახვა წინ მისწრეფს და ეშმაკის საზარელ კადრებს მიყენებს წინ. ეს ისეთი რეალურია! მე მათ თვალებს ვხედავ, წითელ, კაშკაშა, გაბრწყინებულ თვალებს, მათ საზარელ სუნს ვგრძნობ, ვგრძნობ და ვხვდები რომ ეს ყველაფერი სულ ახლოსაა, ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდება, ეს ყოველივე დედამიწაზეა. ვკაკალებ, ჭიქა ხელიდან მივარდება და ათას ნატეხად იქცევა. ვერაფერს ვგრძნობ!
გავყურებ რიონს და მეშინია, გავყურებ ცას და ტირილი მინდება, რაღაც ხდება! ტრაგედია გველის წინ! ეშმაკეულნი ჩემს წინ დგანან, იცინიან, იცინიან ტკბილად, ამაყად. -ღმერთო რა ხდება? რა არის ეს? -ვკივი შეძრწუნებული, ვეღარ ვუძლებ დემონების ბრწყინვალე ღიმილს. . .
გამოვფხიზლდი, ეს ყველაფერი ყოფილა ბოდვა, ბოდვა მომავლის მწარე წარსულის. სიზმარი მწარე რეალობის, შავი მომავლის. იმ დღეს, დიდი ტრაგედია დატრიალდა საქართველოში. მოკვდა ბიჭი, მოკვდა ადამიანი, რომელსაც არაფერი ესაქმებოდა სიკვდილთან.

ძმები!
სიკვდილი და სიცოცხლე,
უბედური დედის შვილები!
სიკვდილი,
მოდის და მიჰყვავს
შავი და თეთრი!
სიცოცხლე,
ფრინავს და მოქვს,
ბედნიერება, სილაღე!

შაქარას ეშმაკები უკნიდან მიეპარნენ, რადგან ვერ გაუძლეს მის კამკამა ცისფერ თვალებს. გიორგის უმანკო სული ანგელოზებმა მიაცილეს სამოთხემდე და შეუშვეს სასახლეში. მამა ღმერთი, დედა ღვთისმშობელი და წმინდა გიორგი ერთად მიეგებნენ “დაჩაგრულს”. შაქარა დაიჩოქა, უფალს პატიება სთხოვა თავის, თითზე ჩამოსათვლელი ცოდვებისთვის. ღვთისმშობელმა წამოაყენა, გულში ჩაიკრა და წინ გაიყვანა. გიორგიმ მორიდებით შეხედა თითოულს, თვალები აუცრემლიანდა წმინდანების დანახვისას. საქართველოს გარდაცვლილი ახალგაზრდობა დაინახა. უმოწყალოდ მოკლული ბავშვები, უპატიებლად ნაწამები ხალხი მიეგება, მიეგებნენ ბედნიერები, ლაღი ღიმილით. შაქარა ყველასთან მივიდა, გადაეხვია, ჩაკოცნა. თურმე, ყველაფერი კარგად ყოფილა! თურმე, ღმერთი იმდენად სამართლია, რამდენადაც ვერავინ წარმოიდგნეს. ნაწამები ხალხი, კუბოში ჩასვენებული სხეულები, ეს მხოლოდ დედამიწაზეა. რა ლამაზია სამოთხე! არა, ამას ლამაზს ვერ უწოდებ, ამ სიტყვით ვერ დაამახინჯებ იქაურობას! თურმე, როგორი ყოფილა სამოთხე, ყველას ფანტაზიას სცდება, ყველას მონაყოლს ბევრად აღემატება. იქ, არც ყველაფერი თეთრია და არც თვალის მომჭრელი ბუნებაა, იქ ყველაფერი სხვაგვარადაა, იქ ყველაფერი სასწაულია!



დღეს გიორგი შაქარაშვილის სიკვდილიდან ორმოცი დღე გავიდა, ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს. ეს უკვე საშინელებაა! მერამდენე სიცოცხლით სავსე მოზარდი შეიწირა უყურადღებიბამ, უგულობამ. განსაკუთრებული გამძლეობა შვილ მკვდარ დედებს. ჯოჯოხეთური ტკივილია სულის ნაწილის დაკარგვა, იბზარები, ტყდები ისე, რომ ვერასდროს ვერავინ შეგაკეთებს.



№1  offline წევრი marriammo

ამ ისტორიას პოსტს თუ არვიცი რა ვუწოდო მესმის მეც მიმძიმს ასეთი ახალგაზრდა რომ გარდაიცვალა ვისურვებდი რომ ასე არ ყოფილიყო მაგრამ მე დავწერე დისლაიქი და მინდა ავხსნა რატომ და უბრალოდ არ გამეტარებინა, არ შემეძლო, წავიკითხე ეს ისტორია კარგი რომ განიცდი მისაღებია და ეს საზოგადოთაც რომ დაწერა კაი მაგრამ რას ვერვხვდები იცი ამ ბიჭის სიკვდილი თამაშია? ფანტაზიაა? თუ რახდება ეს მოგონილი ისტორია კიარარის რომ უცებ გარდეაცვლილი დაღმერთი აალაპარაკო ან მათი თვალთახედვა დაწერო მე არასწორად მიმაჩნია ეს ყოველივე, არვიცი შეიძლება გაბრაზდეთ გეწყინოთ ან არამკითხე მოამბედ ჩამთვალოთ მაგრამ რომარ დამეწერა არშემეძლო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent