შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყოფილი ტკივილი.

25-09-2020, 16:30
ნანახია 317

დიდი ხნის შემდეგ ისევ ისხდნენ ერთმანეთის პირისპირ კაფეში.ორი ცხოვრებისგან დაღლილი და ნატანჯი ქალი...დიახ,მე ვყვები ამბავს,რომელმაც დათესა ტკივილი და მიიღო უფრო დიდი...
ხმას არ ვიღებდი,ისიც დუმდა...ვერ ვიტყოდი,რომ დაძაბული აურა იყო ჩვენ შორის...თუმცა ორივეს თვალები ჰორიზონტზე იყო გაშტერებული.ჩემი მწვანე და მისი დიდი ჭაობისფერი ლამაზი თვალები.როგორ მიყვარდა მე ეს თვალები... წყლიანი დიდი თვალები.როგორ მიყვარდი მე შენ ჩემო მეგობარო...არა,ვტყუი...ახლაც მიყვარხარ...მაგრამ ჩვენი ტკივილები ისე ახლოს არის კანთან...ვერ შევაკავებთ...კვლავ გაიხსნება თუ კი ერთმანეთს შევეხებით.ვგრძნობ,რომ გიჭირს საუბრის დაწყება.ამიტომ ისევ მე ვიღებ საკუთარ თავზე.გახსოვს?როცა ვიკამათებდით,როგორ ვდგამდი ყოველთვის პირველ ნაბიჯს...ასე იყო,ჰო...ჩემო ბავშვობავ,ჩემო სილაღევ...მერე კი შენც მოდიოდი,როცა ხედავდი რომ მე ხელს გიწვდიდი...გახსოვს?ერთხელ შენთან სახლში ვიკამათეთ.ისე დავწექით ორივე გვერდიგვერდ ხმა არ ამოგვიღია.ვერ ვისვენებდი...ძილი არ მეკარებოდა.ვერ შევძელი შენზე ნაწყენს დაძინება...მიჭირდა,მაგრამ პატარა ბავშვივით მოგიცუცქდი და მოგეხუტე.შენ უკვე ჩაძინებული იყავი...შეცბი...არ მელოდი...მაგრამ გაგიხარდა...
ახლა მე ვხედავ ჩემ წინ როგორი ზიხარ.უკვე ქალი...ქალი რომელმაც ბევრი დაკარგა.ზოგჯერ ვფიქრობ...რა უფრო მტკივა ჩემი თუ შენი?ყოველთვის ეგოისტი ვიყავი...და ვირჩევდი შენსას,რადგან შენ იყავი სამყარო,რომელიც მე მაცოცხლებდა...აქ შევცდი ჩემო.როცა არ დავიტოვე არაფერი შენ გარდა...ვერ დავიტოვე.მაგრამ...ვერ გავუძელი მაშინ...და ჩემი უფრო მეტად მეტკინა ვიდრე შენი...მეტკინა,რომ შენ არ გეტკინა ჩემი...მაგრამ ეს უკვე წარსულია...საუბარს ვიწყებ:
_როგორ ხარ?...კარგად გამოიყურები...წონაში მოგიმატია.მოგიხდა...
_ჰო,მე მოვიმატე შენ კი ჩამოდნი...ახლა ჩვენ ერთი წონა გვაქვს.
ორივეს გვეღიმება ამ სიტყვებზე.მე ყოველთვის სრული ვიყავი,ჩემი მეგობარი გამხდარი.ყველაფერში საპირისპირო მხარე გვქონდა...წონაშიც კი.(ყოფილი მეგობარი ვერ დავწერე)
_კი ახლა ერთი წონა გვაქვს.
_შენც კარგად გამოიყურები...ძალიან შეცვლილი ხარ.
_ჰო შევიცვალე...ორივე შევიცვალეთ...აღარ ვართ ბავშვები...
ამ სიტყვების გააზრებაზე ყრუ ტკივილი გვაქვს გულში...ბავშვობა დასრულდა...და ყველაფერი ისიც რაც მასში იყო.
_ჰო,ასეა...დიდ ხანს ვფიქრობდი,როგორი იქნებოდა ჩვენი საუბარი ამდენი ხნის შემდეგ...
_და როგორი იყო შენი წარმოდგენა ამაზე...
ისევ მეღიმება და ჭინკები დამიხტის თვალებში.
_მე ვიცი,რომ ჩვენ ვერ შევძლებთ საუბარს იმაზე რაც მოხდა...
_მართალი ხარ.ვერ ვისაუბრებთ.ჩვენ ამას მხოლოდ ვგრძნობთ,მაგრამ ვერ ვისაუბრებთ.
_და არის კი საერთოდ საჭირო წარსულის იმ ნაწილს შეეხო,რომელიც ჭრილობებს გიხსნის?
_იცი...მხოლოდ ჭრილობების გახსნაზეც არაა...ჩვენ იმ დაკარგულ ოთხ წელს ვერაფერს ვუზამთ.დრო დაიკარგა.მე და შენ ისევ 19 წლის გოგოები ვერ გავხდებით.ახლა აღარ არსებობს "ჩვენ".
ამ სიტყვებს ვამბობ და ვაკვირდები მის რეაქციებს.ერთი შეხედვით არაფერი ემჩნევა.მაგრამ თვალები...მე ხომ ვიცნობ მის თვალებს.დასევდიანდა...
_კი...ვერ გავხდებით...
_ისევ გიყვარს?
ვეკითხები ამას და ვიყინები...
_მიყვარს...
როგორ მწარედ მეღიმება...მტკივა...მტკივა,რომ ცხოვრება გაინადგურა.
_ვწუხვარ...მაგრამ მიხარია,შენ მისგან გათავისუფლდი...
_ვიცი,მე მისგან გავთავისუფლდი.
_ყველაფერი კარგად იქნება.ცხოვრება წინაა...ლამაზი ქალი ხარ.ყველასთვის სასურველი...ნუ დაუყრი ღორებს მარგალიტს.მინდა იცოდე,რომ მე ყველაფერი გაპატიე...ადამიანი მაშინ სტკენს სხვას,როცა თავად სტკივა.მე ჩემ ტკივილს იმდენად ვეღარ გავუძელი,რომ შენი ვერ დავიტოვე...ჩვენ გადავრჩით.ცხოვრება თავზე დაგვემხო,მაგრამ გადავრჩით!ხომ ხედავ?როდისმე წარმოიდგენდი რომ ასეთს მნახავდი?
_ვერ წარმოვიდგენდი...
_ასეა...არც მე მეგონა.მაგრამ ტკივილი ტოვებს რაღაც ლამაზს ადამიანში.ტოვებს ძალას...ტოვებს რწმენას,რომ შენ შეგიძლია გაუძლო უფრო მეტსაც.არ მინდა იტანჯო იმის გამო,რომ შეცდი...მეც შევცდი...ორივემ ვიცით მე და შენ ვეღარ ვიქნებით ერთმანეთის სულის ნაწილი.მაგრამ ჩვენ ვერ ამოვიგლეჯთ ერთმანეთს გულიდან...სიყვარული...სიყვარული ვერ დასრულდება.ჩვენი მეგობრობის ათი წელი ვერ წაიშლება...არ მინდა მტკიოდე...მინდა რომ გვიხაროდეს.ჩვენ ცხოვრებამ ვერ გაგვაბოროტა...
გავჩუმდი...ისეთი ფართო ღიმილით გამეღიმა,ემოციებმა გული ამიჩქარა.იმ წუთას ისეთი ამაყი ვიყავი ჩემი თავით.მე გავიმარჯვე,მე გავთავისუფლდი.მე ერთ დროს ჩემი მტერი დღეს მოყვასად ვაქციე.მე შევუნდე მას,რომ ცხოვრება დამენგრა...მაგრამ ავაშენე თავიდან...დიდი წვალების ფასად,თუმცა ავაშენე....და მე მასაც შევუნდე,რომელმაც ორივე გაგვაუბედურა.ზოგ კაცს მხოლოდ იმიტომ ჰგონია თავი კაცად,რომ ქალი არაა...ორივემ იგემა ის,რაც დათესა.სხვის უბედურებაზე აწყობილი ბედნიერება ქარიან ამინდში ჩამოიშლება...ვუყურებ ჩემ მეგობარს და ვხედავ,რომ ის ყველაფერს ხვდება...და მე ის არ მძულს.
_ჰო,სილამაზე არც ერთს არ გვაკლია უკვე.
გულწრფელად გაგვეცინა ორივეს.
-ჩაი თუ ყავა...
_რა თქმა უნდა ყავა...
_ასეც ვიცოდი...
_ისიც ხომ იცი,რომ მე ნამცხვარს არ ვჭამ.ნუ მოგერიდება,თამამად შეგიძლია მიირთვა.
_მადლობა ნებართვისთვის.
ისევ გულწრფელი ღიმილი...ბედნიერი ვარ...

№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ფანტომასი - ნიღბების ოსტატი

ოდესღაც, იქნებ ყველგან და კონკრეტულად არსად, ცხოვრობდა შესანიშნავი ნიღბების ოსტატი..
თავდაპირველად ნიღბებს სხვებისთვის აკეთებდა, აკეთებდა ყველაფრისგან, ჩიტის კვერცხებით დაწყებული, ოქრო-ვერცხლით დამთავრებული.. გადიოდა დრო და უფრო და უფრო მეტი ადამიანი მოდიოდა მასთან..
უკვირდა ოსტატს, რაში სჭირდებოდა ხალხს ნიღბები, სანამ ერთხელ მასთან პრინცი არ მივიდა..
არნახული სილამაზის იყო ეს პრინცი და გაოცდა ოსტატი, მოწიწებით ჰკითხა:
- რაში სჭირდება მზეს ნიღაბი?!
პრინცმა ამაყად ახედა და გაიცინა:
- ნიღაბი ფარავს ჭეშმარიტებას.. და შთანთქავს ადამიანურ შეცოდებებს..
ოსტატმა ჩინებული ნიღაბი დაუმზადა პრინცს..
სამი დღე ღამე არ უძინია და არც უმუშავია..
ფიქრობდა პრინცის მიერ ზვიადად წარმოთქმულ სიტყვებზე, მერე კი გენიალური იდეა დაებადა..
მისი ერთერთი მეგობარი, მეფის პირისფარეში იყო..
გაშალა ნიღბების ოსტატმა ზღაპრული სუფრა, სულო და გულო, არაფერი დააკლო, დაიჭირა მაისის გველი, ქვევრში ჩაახრჩო და წავიდა მეგობრის დასაპატიჟებლად..
მეგობარმა გულთბილად მიიღო..
კარგად აქეიფა და რომ შერზარხოშდნენ, ნიღბების ოსტატმა უთხრა..
- ზენონ, ჩემო მეგობარო, ჩვენ აქ შევყევით, არადა შენს დასაპატიჟებლად მოვედი, რამდენი ხანია ჩემთან არ ყოფილხარ, რომ იცოდე რა ლამაზი საჩუქარი გაგიკეთეო - აბა ცუდი რა უნდა ეფიქრა ზენონს და გაჰყვა მეგობარს სახლში..
შინ მისულებს ზღაპრული სუფრა დაუხვდათ. მოქეიფე კაცი იყო ზენონი, კეთილი და გაუხარდა ასე რომ დაიხარჯა მეგობარი მისთვის, შეჰპირდა, ამ სიკეთისთვის მსახურთუხუცესის ლამაზ გოგოს გაგაცნობო..
ნიღბების ოსტატს სიხარული არ დაუფარავს..
დასხდნენ და კარგად იპურმარილეს..
- ჩემო მეგობარო - გაუღიმა ოსტატმა - აი ეს ღვინო, შენთვის ჩამოვატანინე ნანდიდან, ათწლიანი დაძველებისაა, აბა დამიგემოვნეო
- მაგაზე გაწყენინებ?! - გაიცინა ზენონმა - აიღო და სულმოუთქმელად გამოსცალა მთელი გრაფინი - ბოდიში, ამას ვერ გადაგიყოფ - ახითხითდა
- შეგერგოს - ჩაიცინა ნიღბების ოსტატმა..
- აბა, სადაა ჩემი საჩუქარი?! - გაიცინა ალალად..
ოსტატი გავიდა საჩუქრის მოსატანად.. ზენონს თავბრუ დაესხა..
- მაგარი ღვინო ყოფილა - გაიცინა სულელივით..
ოსტატი დაბრუნდა და ხელში მისი სახე ეჭირა..
- ეს.. რა.. - კითხვა ყელში გაეჩხირა უბედურ კაცს და თვალებიდან და პირიდან სისხლმა იფეთქა..
- ეს უკანასკნელია, რაც სიკვდილის მერე დაგჭირდება, მეგობარო - გაუღიმა ოსტატმა, ხელსაწყოები აიღო და საქმეს შეუდგა..
პირისფარეში დილით მეფის აბაზანაში წყალს უსხამდა მეფეს..
- დააგვიანე, ზენონ - არ მოუხედავს ხელმწიფეს.. - არ გჩვევია.. ღვინო დამისხი..
ღვინო უხმოდ მიუტანეს ასაკოვან გვირგვინოსანს და.. არც მისი ხრიალი გაუგონია ვინმეს...
შუადღისას, მეფემ დარბაზი იხმო..
ნიღაბი სახელმწიფო გერბად გამოაცხადა...
ყველგან ატარებდნენ..
ომში..
ბაზარში..
სახლში..
საწოლში..
პირველად სწორედ დედოფალმა შეიგრძნო ნიღბის გემო..
მასზე 15 წლით უფროს მეუღლეს ხომ რა ხანია აღარ აინტერესებდა ქალი..
ერთ მშვენიერ საღამოს კი დედოფალს უეცრად მეფის მობრძანება მოახსენეს..
ხელმწიფე ნიღბით იყო, მაგრამ დედოფალმა ვერ იგრძნო ის სითბო, რომელიც მისი მეუღლის სხეულს ასდიოდა ყოველთვის..
წელზე მოხვეულმა მკლავებმა და ვნებიანმა კოცნამ ერთიანად გადაავიწყა დაკარგული მეუღლე..
შემდეგ ნიღაბმა იგემა ტუჩები ყველა სეფექალისა..
ზოგი ბნელ დერეფნებში..
ზოგი მეჯლისებზე..
ზოგი სამეფო სარეცელზე..
მოწყვიტა ყველა ვისაც მისწვდა..
კლავდა..
ატყუებდა.
ღალატობდა..
ყველაფერს აკეთებდა რომ სასურველი მიეღო..
მაგრამ ნიღბების ძალა სხვებმაც მალე გაიგეს..
აღმოჩნდა რომ არც დედოფალს ეძინა მაშინ, როცა თავად სხვისით ტკბებოდა..
მიიხედ მოიხედა და ირგვლივ ვეღარაფერი დაინახა ნიღბების გარდა..
მოენატრა ადამიანი, მაგრამ თავადაც ნიღაბი იყო, უსახური..
შეიტყო რომ კენტერბერში ცხოვრობდა მასხარა, რომელიც უბრუნებდა ყველას ნამდვილ სახეს..
აიღო დიდძალი ოქრო და წავიდა კენტერბერში..
მასხარა მალევე იპოვა და დახმარება სთხოვა..
მასხარამ უთხრა..
- მომეცი ყველაფერი, რაც გაქვს და დაგიბრუნებ შენს ნამდვილ სახესო
ჩამოართვა ნიღბების შექმნის ნიჭიც..
სამეფოც..
ყველაფერი..
სამაგიეროდ ტყავის ტომსიკა და წერილი მისცა..
- ხვალ, გარიჟრაჟზე გახსენი ტომსიკა, და როცა სახეს დაიბრუნებ, წერილი წაიკითხე.. ოღონდ გახსოვდეს, უძველესი მაგია გარიჟრაჟამდე არ იმოქმედებს, თუ გახსნი ან ჯერ წერილს წაიკითხავ, შენს თავს დააბრალეო...
მთელი ღამე იწრიალა ოსტატმა და გარიჟრაჟზე ტომსიკა გახსნა..
ის ცარიელი იყო..
გახსნა წერილი და შიგ ეწერა..
ღმერთმა, ნიჭი გიბოძა და ბოროტად გამოიყენე..
შენ ყველაფერი გააკეთე რაც ადამიანს არ უნდა ექნა..
კლავდი..
მრუშობდი..
ცრუობდი..
სიმართლე ისაა რომ შენ არარაობა ხარ..
ასეთია შენი სახე..
სრულიად არაფერი..
ბევრი ეძება მასხარა გამწარებულმა, მაგრამ აბა მისივე შექმნილ ნიღბების სამეფოში, სად იპოვიდა?!

№2  offline წევრი მწერალი ქალი

ლაზარე 13

ლაზი...დიდი მადლობა...საოცრად გადმოეცი ყველაფერი.მადლობა რომ გესმის ჩემი და აქ ხარ.❤️❤️❤️

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent