შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე


27-09-2020, 09:01
ნანახია 300

დაღლილი სამსახურიდან სახლში დავბრუნდი...სხეული ენერგიის დეფიციტს არ განიცდის,მაგრამ გონება გადაღლილია.არ არის მარტივი მთელი დღის მანძილზე ათასი წარმომავლობისა თუ აზროვნების ადამიანს ესაუბრო და მათგან ყველა დადებითი განწყობით გაუშვა უკან...მითუმეტეს ჩემთვის.ადამიანისთვის,რომელსაც ღლის ბევრი კონტაქტი საზოგადოებასთან.ჩანთას დივანზე ვაგდებ,ვიხდი ფეხსაცმელს,გზაშივე ტანსაცმელს და ვემზადები სააბაზანოში შესასვლელად რათა პაემანზე შევხვდე წყლის ღმერთს...შემდეგ ვიცვამ ყველაზე ფარფარა და კომფორტულ ტანსაცმელს რაც კი ხელში მხვდება...ვაღიარებ,მიყვარს როცა თავისუფლად ვარ სახლში და არაფერი მბოჭავს,მათ შორის ტანსაცმელი...ვალდებულების მიზნით ვჭამ საჭმელს და ველოდები როდის გამზადდება ყავა,რომ საკუთარ თავთან დავრჩე სრულიად მარტო და მივიღო სიამოვნება სიმშვიდისაგან.მე ასე ვივსები...ზოგიერთს ეს არ ესმის,თუმცა კი ეს არ მაღელვებს.ზოგს შეიძლება ხასიათის ადამიანიც ვეგონო.იფიქრონ,რომ მხოლოდ მაშინ ვარ საყვარელ ადამიანთან როცა ეს მაწყობს.რა სისულელეა...ასეთ ადამიანს უბრალოდ არ ესმის ჩემი და არ გრძნობს იმას რასაც მე...როცა გონების განიავებას ვცდილობ ფინჯანი ყავით და ჰაერით აივანზე...როცა საკუთარ თავს ვაძლევ ფიქრის საშუალებას,ვმშვიდდები.ეს ჩემი პირადი სამყაროა სადაც მხოლოდ მე ვარ რათა დავუბრუნდე საკუთარ თავს.არის მომენტები როცა მხოლოდ საკუთარი თავის ატანა შეგიძლია და ეს არ ნიშნავს იმას,რომ საყვარელ ადამიანებს ზურგს აქცევ.ადამიანი არ არის რკინა...რესტარტი სჭირდება ისევე როგორც სმარტფონს...ასეთ დროს ყავა საუკეთესოდ იგებს იმას,რასაც მე სიტყვით ვერ გადმოვცემ.გულში ვსაუბრობ...გონება კი განაბული ისმენს ყავასთან ერთად.ასეთ დროს ყველაზე მეტად არის ადამიანი თავისი თავის უფალი...პირადი სივრცე რომელიც ყველას სჭირდება არ უნდა დაირღვეს.როდესაც ყავა სრულდება შევდივარ აივნიდან სახლში და სხეულსაც ვასვენებ.მშვიდად ვარ,რადგან ვიცი რა მინდა და ისიც ვიცი თუ რა უნდა გავაკეთო იმისთვის,რომ მივიღო ის, რაც მინდა.დილა გათენდება და ახალი დღე დაიწყება.ახალი ძალებით,ახალი ენერგიებით და მოტივაციით...მოტივაციით,რომ ეს ერთი შეხედვით პატარა გოგო ყველაფერს შევძლებ.მიწაზე მყარად ვიწყებ დგომას...და ხალხი?ხალხი ბრბოა...ვიღაც მაინც გამოჩნდება ისეთი ვინც დაგმობს შენს შეხედულებებს და გადაწყვეტილებებს...მარტივად გეტყვით...ჯანდაბაში გაუშვით ყველა,ვინც წარმატებისკენ გზაზე გეღობებათ.



№1 სტუმარი მარგარიტა

ძალიანნ მომეწონა! მგავს ეს პერსონაჟი:)))

 


№2  offline წევრი მწერალი ქალი

მარგარიტა
ძალიანნ მომეწონა! მგავს ეს პერსონაჟი:)))

დიდი მადლობა❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი ანმეე

ბანოიეეეე

ვუაიმეეეჰ რა კაიაააა heart_eyes heart_eyes heart_eyes
ხო ვამბობ ე გოგო ნიჭიერიათქო და ჰეეე ამტკიცებს და ამტკიცებს laughing kissing_heart kissing_heart ყველაფერი რო უხდება ნწ ნწ

წარმატებებიი kissing_closed_eyes relaxed

 


№4  offline წევრი მწერალი ქალი

სტუმარი ანმეე
ბანოიეეეე

ვუაიმეეეჰ რა კაიაააა heart_eyes heart_eyes heart_eyes
ხო ვამბობ ე გოგო ნიჭიერიათქო და ჰეეე ამტკიცებს და ამტკიცებს laughing kissing_heart kissing_heart ყველაფერი რო უხდება ნწ ნწ

წარმატებებიი kissing_closed_eyes relaxed

მადლობა ანჩუ საყვარელო❤️❤️❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი ანმეე

ჰო ისა აბზაცი არ დაგვასებია მარაა...მაინც კაი იყო smirk relaxed

 


№6  offline წევრი მწერალი ქალი

სტუმარი ანმეე
ჰო ისა აბზაცი არ დაგვასებია მარაა...მაინც კაი იყო smirk relaxed

მაგაზე ფიქრის ფიქრი არ იყო:D

 


№7  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ადამიანმა ღრუბლებშიც რომ დაიძინოს, უსიხარულოდ..
ვერ მოისვენებს..
თსუში ჩემი უცხოელი მეგობარი მიყვებოდა ერთხელ...
- ხომ იცი, მაესტრო, ხშირად ვმოგზაურობ ზაფხულში სხვადასხვა ქალაქებში - ქართულად პირველად ჩემი ლექსები წაიკითხა და მაესტრო დამარქვა - ჰოდა, უელსში ყოფნისას ერთ სასტუმროს წავაწყდი, რომლის შესასვლელ კარებზეც ასეთი რამ ეწერა: "მოგესალმებით სასტუმრო "სამოთხეში", ჩვენთან სუფთა ჰაერია, მშვიდი გარემო და კარგი ადამიანები ცხოვრობენ.. თუ აქაც ვერ დაისვენეთ, ესე იგი სინდისი გაწუხებთო"
ადამიანისთვის ადამიანი მზეა... ალბათ მეგობრობაზე დიდი არაფერი შეუქმნიათ ადამიანებს.. მახსოვს, ჩემს ბავშვობაში, მამა ხშირად მოდიოდა ხოლმე და კარგი ადამიანების სანახავად დავდიოდით..
ერთ ლამაზ, მზიან საღამოს, სახლში მოვდიოდით, როცა მამიკო მიბრუნდა და ჩქარი ნაბიჯით გაეშურა უცნობი ქუჩისაკენ.. ოჯახის წევრები, პატარა გოგონას შემოხვეოდნენ, რომელსაც ფერი არ ედო, ლამაზ, მწვანე თვალებში შიში და ტკივილი ჩასდგომოდა და კუნწულა ცრემლები ჩამოსდიოდა სახეზე.. ღაბუა იყო და ბავშვივით პატარა ხელები ჰქონდა..
მახსოვს, მამა მივიდა მასთან და შუბლზე აკოცა.. გოგონამ უეცრად გაგვიცინა, მწვანე თვალები შემოგვანათა და მამიკოს მიეხუტა დარცხვენილი..
უხმოდ დავტოვეთ იქაურობა..
მას შემდეგ, კიდევ რამდენჯერმე შევუარეთ მოულოდნელ ნაცნობს..
სულ მიკვირდა რომ ასეთი კეთილი თვალების მქონე პატარა ასე იტანჯებოდა..
მამას არაფერი უთქვამს და მეც არ მიკითხავს რამე..
გავიდა დრო..
დიიდი დრო გავიდა მას შემდეგ..
მე გავიზარდე..
თავად ვირჩევდი საკუთარ პრიორიტეტებს...
მამა არასოდეს ბრაზობდა..
არც მაშინ გაბრაზებულა როცა ისე გავიზარდე რომ მისი აღარ დავიჯერე...
ბოლო ორი წელი სუიციდზე ვფიქრობდი ხშირად..
მამაც იშვიათად მოდიოდა...
უფრო სწორედ ვიცოდი, ჩემთან იყო, მაგრამ ჩემს თვალებს აღარ ჰქონდათ მადლი მის დასანახად..
ერთ მშვენიერ დღეს კი ძამიკო მესტუმრა მამასთან ერთად..
მითხრეს რომ თუ სისულელეებზე აღარ ვიფიქრებდი მეგობარს მაჩუქებდნენ..
დავთანხმდი და..
ასე გავიცანი მწვანე თვალები..
იმიტომ რომ იბ ბუთხუზა გოგოსგან მხოლოდ მწვანე თვალები და პატარა თითებიღა დარჩენილა..
ხომ ამდენი დრო გავიდა, მაგრამ ისეთივე კეთილი თვალები აქვს როგორც მაშინ..
ეხლაც კეთილია, მაგრამ უკვე ბევჯერ გულმოკლული..
ოცნებების აღარ სჯერა..
არც იმ ბაქი ბუქის სჯერა, მე რომ ზემოთ მოგიყევით..
ჩემთან რომ გევლოთ, არ დამავიწყდებოდითო ასე ამბობს..
ჩემს მამიკოს საალერსო სახელს ეძახის...
ხანდახან უბრალოდ შარზეა და მერე საკუთარ თავსვე ებუტება, მაგრამ მის ღიმილში ისევ მთელი სამყარო ჩაეტევა..
ჩვენს მეგობრობაზე ჩემივე სიყვარული ეჭვიანობს..
სიყვარულს უხდება მესაკუთრეობა, ამას კიდე ყველაფერზე ეცინება და ეხუმრება..
უხარია რომ როგორც იქნა სიყვარულიც ვიპოვე და ცხრა საათი მარტოობაზე აღარ ვეწუწუნები, ვარჯიშისთვის მეტი დრო რჩება და ყავასაც სუფთა ჰაერზე ხვრიპამს..
უფრო ხშირად ანიავებს გონებას, ყველაფერი უხარია, რომ მივახარე ჩემი ბედნიერება სიხარულისაგან ტრენაჟორიდან აყირავდა და ლამის გადასაწყობი გაგვიხდა..
ახლაც, ზის კითხულობს ამას მწვანე კეთილი თვალებით და შეგადაშიგ ბუზღუნებს..
არსადაც არ ყოფილხართ...
არაფერსაც არ ვეძახი ვაა...
უიმეე.. რა ტუტუცი ხარ რაა, ეჭვიანობს არა ის კიდე, რაა აქ საეჭვიანო..
მააშ, ჩემით გადმოვხტი, ვოტ..
და მაინც ბავშვივით გამებუტება, ჩემს სიყვარულს გასაოცარს რომ დავუწერ რასმე და იქამდე აბრდღვიალებს კეთილ თვალებს სანამ მასაც არ ვაჩუქე რაიმე ლამაზს..
ჰოდა..
ასე ვცხოვრობ მნათობთა ფერად, ზღაპრულ სამყაროში და თუ ეს არაა უკვდავება, მაგარ კურორტზე მოვხვედრივარ...
ახლა კი, წავედი, კაცს სიყვარულის უფრო მეტი მართებს ჩემო მეგობარო..
თორეემ.. თუ გამებუტაა..
ჩასულია ჩემი მზეც, ჩემი დღეც და ჩემი მთვარეც sweat_smile

 


№8  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ლაზი სხვისია sweat_smile მარა მიხარია რო გაგახარე, ადამიანი ადამიანისთვის მზეა heart_eyes

 


№9  offline წევრი მწერალი ქალი

ლაზარე 13
ლაზი სხვისია sweat_smile მარა მიხარია რო გაგახარე, ადამიანი ადამიანისთვის მზეა heart_eyes

ჩემია ისე როგორც უკეთესია☺️

 


№10  offline წევრი Shoshia Imereli

როგორ მიყვარხართ რო იცოდეს ძაან ბედნიერი ვარ რომ გაგიცანითმეამაყებით

 


№11  offline წევრი მწერალი ქალი

Shoshia Imereli
როგორ მიყვარხართ რო იცოდეს ძაან ბედნიერი ვარ რომ გაგიცანითმეამაყებით

ჩვენც ძალიან გვიყვარხარ და გვიხარია.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent