მგზავრი
დღის ბოლოა...ტრადიციულად სამსახურიდან ძალიან დაღლილი ჩავდივარ მეტროში,რომ წავიდე სახლში და დავისვენო.ვჯდები სკამზე და ვიწყებ ადამიანების თვალიერებას. გქონიათ შემთხვევა როცა აურით იცანით თუ რას წარმოადგენდა ერთი კონკრეტული პიროვნება?მე მქონია... არ მახსოვს რომელ გაჩერებაზე,თუმცა ამას არც აქვს არსებითი მნიშვნელობა,შემოვიდა ერთი ბიჭი.ძნელი მისახვედრი არ არის ალბათ,რომ ჩემ მოპირდაპირე მხარეს ჯდება და მიხვდები მკითხველო,რომ თავიდანვე იქცევს ყურადღებას ეს ახალგაზრდა.ძალიან თავისუფლად შემიძლია აღვწერო მისი გარეგნობა.... პირველ რიგში რასაც ვხედავ მისი თვალებია.ულამაზესი თაფლისფერი დიდი ბრიალა თვალები.ამბობენ თვალები სულის სარკეაო.ასე ცხადად ამ სიტყვების ჭეშმარიტება არასდროს მიგრძვნია.ამ ბიჭის თვალებში მზე იყო...იმდენად დიდ სიკეთეს და სისპეტაკეს ასხივებდა,რომ ცოტა მომერიდა დაჟინებით ყურება...გაშლილი,გრძელი წარბები.წაბლისფერი სწორი, შუბლზე ჩამოყრილი ოდნავ მოზრდილი თმა...მაგრამ ხელები...ულამაზესი,გრძელი და მოვლილი თითები.კაცში ყოველთვის გამორჩეულად ვარკვირდები ხოლმე ხელებს.თუმცა ახლა მე მასში ამ კუთხით არ ვიყურებოდი. ვგრძნობდი,რომ მისი მზერაც ჩემკენ იყო მომართული...ამაზე ძალიან მეღიმებოდა...კიდევ კარგი პირბადე ფარავდა სახეს...მაგრამ ალბათ მაინც მეტყობოდა როგორ მიწვრილდებოდა ღიმილისგან თვალები...ალბათ მიცნო მანაც...და როგორ გავიბერე ბედნიერებისგან,რომ მე ის დავინახე მასში,რაც არც ერთ მგზავრს არ ჰქონდა .სუფთა იყო ეს ბიჭი...იმდენად სუფთა,რომ ასხივებდა... შესაძლოა მკითხველმა იფიქროს,რომ მე მასში ვიზუალმა აღმაფრთოვანა...გარკვეულად ასეც არის.მას მხოლოდ თვალები უჩანდა,მაგრამ ცალსახა იყო,რომ ძალიან სიმპათიური ბიჭი იქნებოდა. თუმცა,იმ გაყოლებაზე რომელზეც ეს ახალგაზრდა იყო,ყველა მამრი იჯდა და არანაკლებ კარგი მონაცემების.მაგრამ,მათ ის არ ჰქონდათ რაც ამ ბიჭს...ძალიან დადებითი აურია მოდიოდა მისგან...გამორჩეული იყო...საოცრად უბოროტო... იყო მომენტები,როცა ჩვენი თვალები ერთმანეთს ეფეთებოდა და ჩვენ ვიცოდით რატომ ხდებოდა ეს...ჩვენ ვიცანით ერთმანეთი.მზეები... არასდროს დამავიწყდება ეს ემოცია.ასე მძაფრად არასდროს დამინახავს ადამიანის ბუნება.ამდენად დიდი სიკეთე არასდროს მიგრძვნია ადამიანის თვალებში.ჩემი გაჩერება მოდიოდა და მე უნდა ჩავსულიყავი...იგრძნო მან,რომ ახლოვდებოდა ჩემი წასვლის დრო.მომაჩერდა...ჰო,მე ვტოვებდი...ვტოვებდი,მაგრამ ბედნიერი ვიყავი.მეღიმებოდა,რადგან ჩვენ ამოვიცანით ერთმანეთი. ვინ არის ადამიანი?რას წარმოადგენს?რას ტოვებს ჩვენში?...რას ვითხოვთ ერთმანეთისგან?.. სიკეთე... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.






თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.