შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ინსტიქტური ცდომილება ღამეში ერთხელ


27-11-2020, 21:41
ავტორი Katerina.
ნანახია 811

"ინსტიქტური ცდომილება ღამეში ერთხელ"

იდგა.
შავი,  ნიღაბი ეკეთა, რომელიც მხოლოდ პირს, ნიკაპსა და ცხვირს უმალავდა. მიეხედავად ქუჩაში არსებული სუსტი სინათლისა, ადვილად გამოარჩევდით მის შავ, უკუნეთივით ბნელ თვალებს. ხელში მომარჯვებული იარაღი, ავისწმომასწავებლად ელავდა ლამპიონების ყვითელ შუქზე.
ჩემს წინ იდგა. ათიოდე მეტრში, ქუჩის შესახვევთან.
იდგა და მიყურებდა რაღაც ამოუცნობი, ჟინით სავსე მზერით.
მიყურებდა თვალებში და ერთიანად მაჰიპნოზებდა.
რა მარტივად შეეძლო ესროლა, მოვეკალი...
ხელჩართულ ბრძოლას გამოქცეულს თან გამომყვა. მისმა მძიმე ნაბიჯებმა უნებურად შემაჩერეს.
როცა შევტრიალდი მაშინ დამაჰიპნოზა.
ალბათ რა ადვილი შესამჩნევი იყო ჩემი კანკალატანილი სხეული. მაგრამ არ მეშინოდა.
მისი არ მეშინოდა.
რაღაც ხდებოდა, არვიცი რა, მაგრამ ხდებოდა.
მან თვალები მოჭუტა.
ალბათ ჩაიღიმა.
სქელი, სწორი წარბები შეჭმუხნა და ორივე ხელში ჩაბღაუჯებული კალაშა გულ-მკერდზე მიიხუტა.
- რა გქვია?- უხეში, ბოხი ხმით მკითხა. საკმაოდ მაღალისთვის და ბრგესთვის შეუფერებლად უხეშით.
- ანა-ვუპასუხე უშიშრად.
- არ გეშინია?
- რისი უნდა მეშინოდეს?
- ჩემი მაგალითად.
- არ მეშინია!- ვთქვი მტკიცედ.
არ მეშინოდა.
მართლა.
იმ წამს ყველაფერი ფეხებზე მეკიდა.
ყველაფერი.
სულ ერთი იყო მესროდა თუ არა.
სულ ერთი იყო ის რომ მასთან, სრულიად უცნობთან ერთად მარტო ვიდექი.
თითქოს რაღაც უხილავ მუხტს შორის მოვექეცით.
მაღალი სხეული ჩემსკენ დაიძრა. თავდასაცავად უკან ნაბიჯის გადადგმაც კი არ გამიფიქრებია, არათუ გაქცევა.
ძალიან ახლოს მოვიდა.
ზედმეტად ახლოს.
მხოლოდ ის იყო, რაღაცის მოლოდინში გული საგრძნობლად ამიჩქარდა.
შორიდან ქაოსი, ხმაური ისმოდა.
ქუჩაში მხოლოდ ჩვენ, სამიოდე სუსტად მბჟუტავი ლამპიონი და დიდი სავსე მთვარე ვიყავით.
კაცმა ცალი ხელით პირსაფარი მოიხსნა.
სუნთქვა შემეკრა.
წარბები შეკრა.
ტუჩის კუთხე ჩაუტყდა.
მაგრამ იმ ამოუცნობ მზერას არ მაშორებდა.
ჩემი სახისკენ დაიხარა და  თვალები მილულა.
მისი სიახლოვისგან დაბნეულს არ ვიცოდი რა მეღონა.
ერთადერთი რაც იმ წამს შევძელი, ჩვენს შორის არსებული მილიმეტრები დავფარე და ბაგეებზე წამიერად შევახე ტუჩები და თვალები დავხუჭე.
საოცრად გავარვარებული ჰქონდა.
კაცმა ჩემგან მოუშორებლად ღრმად ჩაისუნთქა.
ხელებით ისევ იარაღი მიეხუტებინა.
კონტაქტი მხოლოდ სუნთქვით და ტუჩებით გქვონდა.
ვიგრძენი ძგერის საშუალო ტემპს გადამცდარი გული და მომინდა მისკენ უფრო ახლოს მივწეულიყავი, შემესრუტა მისი იდუმალება და გავმქრალიყავი.
უეცრად გულზე ტკივილი ვიგრძენი. ვიგრძენი როგორ ამტანა გამაგიჟებელმა კანკალმა.
მინაბული თვალები წამსვე გავახილე.
ელექტრო შოკის აპარატი პირადაპირ ჩემს გულს მოებჯინა.
მზერა ამემღვრა.
ჩემს წინ მდგარი კაცი ცივად, საშინლად ცივად მიმზერდა.
გულ- მკერდზე ტკივილი არ წყდებოდა.
არც შიგნით.
თურმე არ ყოფილა ყველაფერი სულ ერთი.
სხეულს ვერ  ვიმორჩილებდი.
ალბათ არც მიცდია ძალების მოკრება.
ზიზღმა ამიტანა.
სუნთქვა შემეკრა.
ცრემლებმა ღაწვები დამინამეს.
- არავის ენდო ანნა... არავის ენდო...- ჩაიცინა კაცმა, რაცია ამოიღო და ხმა ჩაწერა.
- მე მყავს!
მერე გავითიშე.



№1 სტუმარი Life is beautiful

ამას ექნება ალბათ ხო გაგრძელება როც არ ქონდეს ასეც ძალიან კარგია♥️♥️

აი მართლა მომეწონა თუ გააგრძელებ მართლა დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი♥️♥️

 


№2  offline მოდერი Katerina.

Life is beautiful
ამას ექნება ალბათ ხო გაგრძელება როც არ ქონდეს ასეც ძალიან კარგია♥️♥️

აი მართლა მომეწონა თუ გააგრძელებ მართლა დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი♥️♥️


მადლობა<333
გაგრძელებაზე ვფიქრობ

 


ისე დამთავრდა, უნდა გაგრძელდეს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent