ბინდისფერი
არასდროს ყოფილა "დასაწყისი" ასეთი რთული. არასდროს დამიწყია ამბის თხრობა სიტყვით "არასდროს" არასდროს მქონია ასე მძაფრად გაშიშვლების მოთხოვნილება. საღამო იყო, ბინდისფერი დაისი ეფარა სამყაროს თავზე და აქა იქ შემორჩენილ დღის სხივებსაც გარდაუვალი შთანთქვით ემუქრებოდა სიბნელის პირას მყოფი ღამის მეუფე. წვიმდა. ძალიან არა მაგრამ იმდენად მაინც თავისი კვალი რომ წარუშლელად დაეტოვებინა ადამიანთა სხეულებზე. მაგრამ სად იყვნენ ადამიანები? არსად! სინამდვილეში ყველგან მაგრამ ამავდროულად არსად! ჰუმანურობა დაკარგა დედამიწამ, კომერციულობა შემოვიდა მოდაში. ვერაფერს იტყვი შესანიშნავი დრო დაუდგა გრძნობებამოგლეჯილ ადამიანებს. უმეტყველო თვალები. ცივი მზერა და არაფრისმომცემი ფიქრები. არაჯანსაღი ფსიქიკა და რაც მთავარია სრულიად ცარიელი თავები. ცარიელი ყველაფრისგან, ფიქრისგან, აღქმისგან, შეგრძნებისგან, გრძნობებისგან, სიყვარულისგან. - გრძნობები რა არის? - საცოდავო. - ძალიან მომინდა ამომეგლიჯა ჩემში არსებული მე. - სიყვარული რა არის? - არ მოკეტავ? - არ მინდოდა მაგრამ ამეტირა. ზუსტად ის დრო იყო სრულად რომ შთანქა ღამემ ჯერ კიდევ შემორჩენილი დღის სხივები, ზუსტად ის დრო იყო უკვალოდ რომ გაქრა ჩემში ჯერ კიდევ არსებული ყოველი წვრილმანი. წვრილმანი ღირებულებები. წვრილმანი განცდები. წვრილმანი მოგონებები არც თუ ისე შორეული წასრულიდან. ბინდისფერ ნისლს არეული ნაბიჯებით გამოეყო ნაცნობი სხეული, ახლაც ისევ ისე შემეკრა სუნთქვა როგორც პირველად, როგორც მესამედ და როგორც მეათედ როცა კი შევხვდი, როცა კი მზერა გავუსწორე მის ღამისმაგვარ, ბინდისფერ თვალებს, თვალებს სამყაროს რომ ერთ წერტილში აქცევდა და წარმოდგენაც არ მქონდა ამას როგორ ახერხებდა. - მოხვედი. - როგორ მინდოდა პასუხის გაცემა თუმცა არც ერთი სიტყვა არ მომაგონდა და მხოლოდ თვალები დავხარე დარცხვენილმა. - ისევ მოხვედი. - სულაც არ იყო მისი ხმა ტკბილი. მონოტორული სუსხიანი ნოტები თავისდაუნებურად სწყდებოდა ხორხიდან და ყოველგვარი მორიდების გარეშე მაფრქვევდა წვიმით დაცვარულ სახეზე. - ხელებზე რა გჭირს? - ღამე გადამქონდა ტილოზე. - გაეღიმა და დასვრილ თითებს დახედა ჯერ კიდევ რომ აჩნდა საღებავის ღრმა კვალი. - მე როდის უნდა დამხატო? - შენ უკვე დაგხატეს ზევით. - თითი ზეცისკენ გაიშვირა და ღიმილით დაამატა. - კორექტირება რა საჭიროა. - მინდოდა მეთქვა საჭიროა-მეთქი მაგრამ თავი შევიკავე. წვიმდა. ძლიერად არა მაგრამ იმდენად მაინც სიცივეს რომ ავეტანე. - გცივა. - კითხვა არ იყო, ახლაც ჩემს გარეშე გადაწყვიტა რომ მციოდა. სულ ასე ხდებოდა. მან უკეთ იცის, ჩემზე უკეთ იცის კომერციულ სამყაროში, გრძნობების გარეშე დარჩენილ ადამიანთა შორის, ჯერ კიდევ გრძნობაშემორჩენილი, ჯერ ისევ სულშემორჩენილი ადამიანი რომ ვერგე წილად. ადამიანების შინაგანი სამყარო ჯოჯოხეთს ჰგავს მხოლოდ იმ განსხვავებით რომ ჩვენ ცოცხალ ქმნილებებს ჩვენი წილი ჯოჯოხეთი ყველგან თან დაგვაქვს, ძილის დროსაც კი ვერ ვთავისუფლდებით მისგან და იძულებულები ვართ ზავი დავდოთ მასთან, ვკვებოთ ჩვენივე ემოციებით და წყურვილიც მოვუკლათ საკუთარი ფიქრების გაზიარებით. წვიმამ უმატა, ზუსტად ისე როგორც ბინდმა. უფრო უხილავი გახდა სამყარო ვიდრე მანამდე, უფრო უხილავი და პირქუში ვიდრე ატანა შემეძლო. - რამდენი ხანია რაც უხმოდ მივდივართ? - არ ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს. - არც კი მიყურებს, მხოლოდ იღიმის და ისევ გზას განაგრძობს. - არ გინდა მესაუბრო რა გაწუხებს? - იქ სიცარიელეა. - ვიცი არ სურდა მაგრამ გული მატკინა მისმა სიტყვებმა. - ადამიანს შეუძლია ყველაფერს გაუძლოს მხოლოდ თუ სული ცარიელია, ყოფის აუტანლობა პიკს აღწევს და ამ დროს ისმის კითხვა. რისთვის ვცხოვრობ? ცხოვრება ისეთი არ არის როგორიც გვგონია, არც ადამიანები არიან ისეთები როგორადაც თავს გვაჩვენებენ. ყოველ ადამიანში ცხოვრობს არა ერთი არამედ ბევრი. სურვილი… შინაგანი სიჩუმე… ბობოქარი სული… ძლიერი მე და სუსტი მეობა… პატივმოყვარე, ამბიციური ლიდერი… ორ სამყაროს შორის გახლეჩილი საკუთარ თავს და სურვილებს ამაოდ ვებრძვი. გგონია ვიცი რას ვებრძვი? - წამოდი. - ღიმილით ჩავავლე ხელი თუმცა არ დამანება. ბინდისფერი თვალები მომაპყრო და გაიღიმა. - სად მივდივართ? - ღამე გადავიტანოთ ტილოზე. - იყო იქ სადაც ხარ და ამავე დროს არ იყო-ეს ძალიან რთულია. დრო მტაცებელია და ის ჩვენზე ნადირობს. ყოველთვის გაუსწორე ცხოვრებას თვალი და ისეთი დაინახე როგორიც არის და ბოლოს რომ გაიცნო გიყვარდეს ისეთი როგორიც არის და მერე.... გაუშვი... - გეყოფა გთხოვ. - არ მომეწონა მისი საუბარი. - ორივემ ვიცით რომ შენმა წარმოსახვამ შემქმნა, ორივემ ვიცით რომ მე არ ვარსებობ, ორივემ ვიცით რომ სადღაც, შენი გონების რომელიღაც უჯრიდან შემთხვევით გადმოვვარდი. უნდა გამიშვა გესმის? უნდა გამიშვა რომ დანახვა შეძლო, უნდა გამიშვა! - და თუ არ მინდა? - როცა გგონია ყველაფერი დასრულდა სწორედ იმ წამს იწყება სრულიად ახალი, ცხოვრებაში უკვე ბევრჯერ იყავი სუფთა ფურცელი და ბევრჯერ დაიწერა ამ ფურცლებზე სხვადასხვა ისტორია. - მაგრამ ყველას ფინალი ერთია... - ათას ნიღაბს მორგებული წლებია საკუთარ თავს გარედან აკვირდები და მის შესწავლას ცდილობ. - გაეღიმა და მზერა გამისწორა. - გახსოვს ის დღე შიში პირველად რომ შემოუში შენში? - თორმეტი წლის ვიყავი, მისი სახის გახსენებას ამაოდ ვცდილობ. ფრაგმენტებად ქცეული დროის ის მწირე მონაკვეთი, რაც ერთად გაგვიტარებია, წლებთან ერთად უფრო გაქცეული ხელით შექმნილ ტილოს ემსგავსება, მისი სახე უფრო და უფრო შორდება შემორჩენილ მეხსიერებას და როგორც არ უნდა შევეცადო ძალიან ღრმად ჩაკეტვას, რომ ვერავინ გადარეცხოს მისი ხატება, დრო თავის საქმეს მაინც შესანაშნავად ართმევს თავს, ყოველდღირად უფრო და უფრო მეტ ფრაგმენტს აფერკმრთალებს მისი სახიდან. - ის თუ გახსოვს პირველად რომ იხილე ზღვა? - საკმაოდ მოზრდილი ვიყავი. მახსოვს ის გაოცება, რასაც უკიდეგანოდ გადაჭიმული წყ/ის მთელი ეს მარაგი იწვევდა ჩემში და გემო, რომელიც ინტერესის გამო გავუსინჯე. ვინ მექაჩებოდა.. - გამეღიმა. - მთელი საღამო პირღებინებით ვკვდებოდი. ორ დღეში კი მზემ ისეთი კრემაცია გაუკეთა ჩემს სხეულს, ზაფხულის არდადეგების ბოლომდე, მძიმე დამწვრობებით ვიტანჯებოდი. ალბათ ამიტომაც არ მიყვარს ზღვა. ცუდ მოგონებებს აღძრავს ჩემში. წვიმდა, წვიმდა ისე თითქოს სრულად აპირებდა სამყარო ადამიანთა მიწიდან აღგვას, თითქოს მათი არსებობით დაღლილმა დამსახურებული შვებულების აღება გადაწყვიტა. შვებულება ყველა სულიერისგან შორს. ჰუმანურობა დაკარგა დედამიწამ, კომერციულობა შემოვიდა მოდაში. ვერაფერს იტყვი შესანიშნავი დრო დაუდგა გრძნობებამოგლეჯილ ადამიანებს. ადამიანებს წვიმის რომ ასე ეშინიათ. - გეცივდები. - სახით ზეცისკენ შებრუნებულს ისევ სუსხით სავსე ნოტები მომწვდა და გამეღიმა. - ეს უნდა იგრძნო. - მე ვგრძნობ რომ ჭკუიდან იშლები. - იცი ჩემი ფსიქოლოგიც ამას ამბობს. - არ მინდოდა მაგრამ გამეღიმა. - აბა როგორ არ იქნები შეშლილი და საცოდავი იმ სამყაროში რომლის არც ერთ მიზანსა და ფიქრს არ იზიარებ?! - უნდა გამიშვა. - ვიცი. - თვალები დავხუჭე და ღრმად ამოვისუნთქე, წვიმა შეუბრალებლად მანადგურებდა მაგრამ არ მადარდებდა. - წადი. - მივდივარ. - პაუზას სევდით გაჟღენთილი ამოსუნთქვა მოსდევს თან და შემდეგ მძიმე ნაბიჯების ხმა, რომელიც ნელნელა მშორდება. წარმოედგენა არ მაქვს რამდენ ხანს ვიარე წვიმის თანხლებით, გრძელი გზის დასასრულს ჩემი სახლიც გამოჩდა და მხოლოდ მაშინ მივხვდი ზუსტად იქ აღმოვჩნდი სადაც ყველაზე ნაკლებად მსურდა ყოფნა. ცხოვრება წრეა, აქ ყველაფერი მეორდება. მისი საფლავის წინ მარტო ვიდექი და მომღიმარ სახეს ვუცქერდი, რატომ არის ყველა საფლავის ქვა მომღიმარი უკანასკნელი პორტრეტის გამომხატველი. იშვიათად თუ შეხვდებით კოპებშეკრული ადამიანის გამოსახულებას... საფლავიდან კენჭები ავიღე და ჯიბეში ვუკარი თავი. ერთხელ კიდევ შევავლე მის მომღიმარ სახეს თვალი, როგორც ყოველთვის ახლაც უამრავმა პასუხგაუცემელმა კითხვამ ჯოჯოხეთურ ცეცხლში გადამაგდო, მზერა ჰორიზონტს მოვავლე, არაფერია, გარდა ტრიალი მინდორისა და საფლავებისა. მშობლები, ძმები, დები, ბიძაშვილები, დეიდაშვილები, მამიდაშვილები, შვილებიც კი. აქ ცალკე სახელმწიფოა, ყველა გვარის ყველა ასაკის წარმომადგენელი. მე კი მხოლოდ სტუმარი ვარ, მათ სახელმწიფოში დროებით შეჭრილი, მგზავრი და სხვა არავინ. შუაღამე იყო, ბინდისფერი წყვდიადი ეფარა სამყაროს თავზე და აქა იქ შემორჩენილ ვარსკვლავებსაც გარდაუვალი შთანთქვით ემუქრებოდა. წვიმდა. ისე ძალიან აღარ მაგრამ იმდენად მაინც თავისი კვალი რომ წარუშლელად დაეტოვებინა ადამიანთა სხეულებზე. მაგრამ სად იყვნენ ადამიანები? არსად! სინამდვილეში ყველგან მაგრამ ამავდროულად არსად! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.