შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოიცადე!


20-01-2021, 21:58
ავტორი ჰებე
ნანახია 850

სანამ კარში შემოხვიდოდე, სუფთა ჰაერი ღრმად ჩაისუთნქე, რადგან როცა შემოხვალ, შეიძლება ოთახში გამეფებული ტკივილისგან გაიგუდო.
მე უკვე ცუდად ვარ.
შენ კი დაიგვიანე, ისევ ისე საშინლად დაიგვიანე.
რა მოხდა, ისევ საქმეებს გადაყევი? თუ სხვა ქალებთან ფლირტაობაში დრო გაგეპარა?
მე, შენი მომლოდინე, მრავალნაგემმა უშენობით აღსავსე ღამემ გადამთელა ძვირფასო.
მერე ზურგზე ტვირთად დამაწვა რეალობა, რომელსაც გონებაში ფიქრადაც არ ვივლებდი.
წასვლა დავაპირე, მაგრამ შებღალული აწმყოსგან დამცირებული ბედნიერი მოგონებებით აღსავსე წარსულმა შემაჩერა.
მომინდა მხოლოდ ერთხელ ჩამეხედა შენს მატყუარა თვალებში და მეკითხა.
"რატომ?"

ვიცოდი, შენ, მოღალატე არ ღირდი ჩემს ცრემლებად.
მაგრამ მეც ხომ ადამიანივარ?
ტკივილმა მძლია.
გათელილი ღირსებისგან, უფსკრულში თვალდაუხამხამებლად გადაგდებული სიყვარულისგან, დამსხვრეული თავშეკავებისგან და შენი უარაფრო, დაცარიელებული სხეულისგან, რომელიც ვინ იცის როდიდან ბილწავდა  იმ სიწმინდეს, რასაც ცოლ-ქმრობა ერქვა...
ავქვითინდი.

რა იყო? შეგეშინდა?
რისი? ჩემი წასვლის?
ნეტავ მაშინ არ გეშინოდა როცა თავად გამიშვი?

ახლა რაღა მოხდა?
ასე გვიან რატომ დაბრუნდი?
ისევ სამსახურის საქმეებს შეყევი?
თუ საყვარლებთან გართობაში გაგეპარა დრო?

სანამ კარში შემოხვიდოდი სუფთა ჰაერი ხომ ღრმად ჩაისუნთქე?
ხედავ ჯერ კიდევ შენზე ვდარდობ: მიდი, ფანჯარა გამოაღე, შეძლება ჩემიდან გადმოღვრილმა ტკივილმა და იმედგაცრუებამ გაგგუდოს.



№1  offline წევრი ნანა73

კარგია!!!
კაცობრიობის არსებობის მწარე სინამდვილე...
❤️❤️❤️

 


№2 სტუმარი saga

katerina, nu maoceb xolme ase dzlier!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent