შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მახინჯი


18-06-2021, 03:38
ავტორი გორგოძე
ნანახია 141

სიმახინჯეც ბუნების ხვედრია და ის ღმერთიდან მოდის, როგორც სილამაზე.
არასდროს არ ვიფიქრებდი თუ ჩემი გარეგნობა ასეთ დისკომფორტს შემიქმნიდა, თვალებს ვღაფავ, რომ ჩემს თავს არ შევხედო, არც მინდა, რომ ვინმემ დამინახოს რადგან თვლიან, რომ არვარ ის ადამიანი ვინც მათ გამოადგებათ.
ყველაფერს თავს დავანებებ მაგრამ შენ რატომ ვერგანებებ შეიძლება ულამაზოვარ დიდი ცხვირი მაქვს მაგრამ კარგი გული მაქვს, მე ვაჭარი ვარ შენს სილამაზეს ჩემს გულში გიცვლი და ვიმედოვნებ, რომ დაინახავ, მწარე რეალობაა, როდესაც გინდა შეიცვალო მაგრამ არ შეგიძლია რადგან ჯერ პირობები არგაქვს.????
ზაფხული იყო არემარეს მზის სხივები სნეულებასავით ედებოდა, ირგვლის სიცარიელოს შეგრძნება სუფევდა აი ისეთი სიცხემ რომ იცის, მეკი ჩემი ფართხუნა ცხვირით წყალზე მივაბიჯებდი ზოგადად მახინჯების სტილია ოღონდ ვინმე იყოს ბიღჟაზე და სიცხეშიც წავალ და სიცივეშიცო ჰაჰ ეს ისე ხუმრობით.
ამეთვისტოს გულსაკიდი ირეკლავდა სხივებს და თვალისმომჭრელად მიმშვენებდა ყელის მიდამოს, სიცხისაგან დაჭმუჭნული სახე მკაცრად შეკრული წარბები და სამიოთხზე გასული ცხვირი მტანჯავდა, ჩემი თავის წარმოდგენაც კი ალერგიას მაძლევდა და ჟრუანტელს მივლიდა.
ავაწიე წყალზე და უეცრად დავინახე ცენტრში მდგომი სახლის მოაჯირზე ხვეული ტიპი არემარე მიწყნარებული იყო მისგარდა არავინ იყო იქ ცოტა გამიტყდა წყალზე მისვლა რადგან დიდი ათიანი მქონდა წაღებული და მეთქი სირცხვილია რას იფიქრებს თქო.
ბოლოს დავასახიჩრე ჩემი ფიქრები და ვთქვი რატომ აყენებ შენთავს შეურაწყობას? ნუთუ სამარცხვინოს აკეთებ? მიდი და აავსე თუ ქალი ხარ ამიდუღდა ტვინი თქო!! ამომძახა გახევებულმა ქვეცნობიერმა. როგორც იქნა მივედი წყალი ავავსე და უკან დაბრუნებულმა გავხედე კიდევ, რაღაც დამაინტერესა ჩვენს სოფელში ისეთი არავინ მენახა ჩამოსული იყო ალბათ და მაინცდამაინც არვიცნობდი მათ.
სახლში ჩამოვედი და კიდევ ის მიდგა თვალწინ სახეზე არ შემიხედავს უბრალოდ თვალი მივავლე დამართლა ძალიან დავინტერესდი, მეორე დღეს სკოლაში სტაჟიან ბირჟელს ვკითხე ვინარისთქო ავუღწერე ხვეული საშუალო სიმაღლის ტიპიათქო, უი გოგო? ეგ ნიკაა ჩვენი ნიკუშაა რავერ იცანიო გაიცინა და გადასკდა სიცილით. მისი ფბ ვთხოვე ძვლივს მოძებნა ისე რთული უცნაურად საწერი გვარი ჰქონდა ვნახე მაგრამ დიდი ვერაფერი ლაწირაკობის ფოტო ედო ალბად პირველკლასში იქნებოდა ახლა კი დიდი ყოფილა ასე მითხრა ბირჟავიკელმა.
თავში სულელირი აზრები მომდიოდა ფიქრს არ ვწყვეტდი მასზე და გულშიჩავარდნილს ვავამსგავსებდი, რადგან ორდღეში სასიყვარულო ლექსებით რვეული გავავსე და თან ამ ადამიანის სახეც არვიცოდი. მერე გავიკითხე გამოვიკითხე და გავარკვიე სადაც ჩამოდიოდა, ვის სახლშიც, ტყუილად დავეხეტებოდი ზემოთ ქვემოთ იმის იმედით, რომ გადავაწყდებოდი მაგრამ უშედეგოდ. ლამის გადამეწურა ჩემი რადგან ვერსად ვერ ვნახულობდი თავის სახლს ჩავუვლიდი იქნებ დამენახა მაგრამ არაფერი მერე მარიმ მითხრა, რომ დედამისმა დაურეკა და თბიბილისში წავიდაო მართლა მეწყინა.
გავიდა წელიწადი და კიდევ დადგა ახალი ზაფხული რომ ვგეგმავდი იქნევ ახლა ვნახავთქო აბსურდი აღმოჩნდა, დედამ დედულეთში გამაგზავნა იქ ჭირდებითო მეც რა გზამქონდა წავედი ის წელიწადიც უიმედო აღმოჩნდა მისი ფბ ჩემს ნახვას ვეღარ აუდიოდა სულ ვათვალიერებდი ახალი ფოტო ხომარდაუდიათქო მაგრამ თავიც კიარ შეუწუხებია, გოიმს მივაძახებდი და გამოვიდოდი მისი ექაუნთის გვერდიდან. ასე გრძელდებოდა დიდხანს უკვე 11 კლასში გადავედი სექტემბერი იყო მობეზრებული მქონდა სკოლაში პირველდღეს ეს სასიყვარულო დღე ყველა ერთმანეთს რომ ნახულობდა და სახლში ადრე წამოვედი ჩემთვის არხეინად ფორმის კაბაში შკოლნიკი მოვდივარ და გვერდით გადაყენებულ მანქანაში ზის ეს შევცბუნდი მართლა დავიბენი თმებით ვიცანი და გიორგის დაძახებული მისი სახელით, გულში, რაღაც განმიახლდა და აფორიაქება ვიგრძენი მეტყველების უნარი წამერთვასავით ერთი გავიხედე და დაბდურასავით უმალვე მოვწყდი ადგილიდან და შეუჩერებლად გამოვიარე თან მერე ვიჯავრე სახეზე მაინც ვერ დააკვირდითქო, ნუ მოკლედ ბევრჯერ გადამეყარა მას შემდეგ მაგრამ თვალს ბინდი გადამეკრობოდა ავნერვიულდებოდი და ვერ ვახერხებდი შეხედვას ეს მენტალობას დავაბრალო თუ რას არვიცი მაგრამ ძალიან დავიღალე მისი გაცნობა სიცოცხლეზე მეტად მინდოდა.
გადავწყვიტე შემექმნა ისეთი ფეისბუკი სადაც მეგობრობას დამიდასტურებდა და ყველაფერს ავუხსნიდი ასეც მოვიქეცი დავიმატე მეგობრებში და, როდესაც დავინახე თქვენ მეგობრები ხართო ძალიან გამიხარდა დავდექი და მივწერე ასე
მე- მიცანი? (ფეიკ ფბ იყო)
ის - ვერა ვინ ხარ ?!
მე- არაკვირდები ვიღაც, რომ გათვალიერებს წყალზე?
ის-არა ეგ რატო უნდა მაინტერესებდეს?
მე- იმიტომ, რომ მომწონხარ!
ის- ვინ ხარ?
მე- ჩემს ინიციალებს გეტყვი( ნუმოკლედ გვარის და სახელის პირველი ორი ასოები მივწერე)
ის - კარგი მითხარი! შენ შემთხვევით ის გოგი ხომარხარ ხვეული თმები რომაქვს?
მე- არა ცხოვრებაში არ მქონია ეგეთი თმები!
ის- და ან ძმა გყავს?
მე - არა ( სინამდვილეში მყავდა და ჩემს ძმასთან მეგობრობდა თავიდან შემეშინდა არ მიხვდესთქო)
ის- ინიციალები მითხარი!
მე-........ ნუ იმედი მაქვს მიხვდები ეს ინიციალებია!
ის - ვა საინტერესოა აბა ძმა არ მყავსო?!
მე- მიცანი?
ის- კი!
მე- ვინ ვარ??
ის- აუ ......... აჰა ესადა ეს ხარ გიცანი
ის- მერე ამთქმას რა აზრი ქონდა?
მე- უბრალოდ შენმა სამყარომ მომიცვა და დამაინტერესა თან ძაან მომეწონე შენ და შენი კერძო ხასიათი
ის- შენრაიცი როგორი ხასიათი მაქვს მე?
მე- დამიჯერე ვიცი ჩემს ძმას არაფერი უთხრა არმინდა ჩემზე წარმოდგენა შეეცვლოს არაფერს არ ვნანობ, რომ მოგწერე ან რამე უბრალოდ ჩვენში დარჩეს.
და დავბლოკე ის ფბც გავაუქმე გულში რაღაც ჩამწყდა დავსევდიანდი და თავი გაუფასურებულად ვიგრძენი, როდესაც მითხრა მაგ თქმას რა აზრი აქვსო ჩემი გარეგნობა წარმოვიდგინე და შევწუხდი ის ზედაც არ შემოგხედავსთქო ვთქვი მერე სარკეში მივედი და თვალიერება დავიწყე გრძელი სახე მქონდდა ქერა თმები მხრებზე გახუმებულად გამოიყურებოდა, პატარა წარბების ქვეშ ლურჯ თვალებს მოკლე წამწამებში ვაპაყურებდი და ზედ თვალის მუცელი მქონდა დადებული, ფართო ძვლიანი ფართო ცხვირის დანახვაც არმინდოდა ვარდისფერი დიდი ტუჩები თუ მიხარებდა მხოლოდ გულს საშუალო სიმაღლის გოგო ვიყავი 16 წლის და უკვე სულიერად დაღლილი, სიყვარულის ნაკლებობა მტანჯავდა და თავში გავლებული უხეშობა ,, მაგ თქმას რა აზრი ქონდა'' მას შემდეგ აღარმინახავს, თუმცა გული ჩვეულებას არიშლიდა და მაინც მეუბნებოდა ნახე ფბ გაკითხე ჩამოსული ხომარარისო მეც დებილივით ვუჯერებდი გულს ამაყი გონება კი არ მემორჩილებოდა ორიდღე გამებუტებოდა და ისევ გულის პოზიციებს მიემხრობოდა. 2020-ში პანდემია დაიწყო და მე და ჩემს დას მოგვიწია მარტოხელა ბებიასთან წასვლა იმერეთში სულ ვწუხდი რომ მთელი წელი იქ გავატარე და ისე კი მეშინოდა მასთან გადაყრა იმ მიმოწერის შემდეგ რა რექცია ექნებათქო და გული დამშვიდებული მქონდა შორს რომ ვიყავი, თუმცა მერე მარიმ, რომელიც მიხვდა, რომ მომწონდა ეს ბიჭი მწერდა, რომ სოფელში იყო ჩამოსული და ზაფხულიც და მთელი კარანტინიც აქ გაატარა.
გზები ჩაკეტილი იყო ვერ მოვდიოდით მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ გაიხსნა გარკვეული მიზეზების გამო ვერ ჩამოვედით სექტემბრამდე არადა უკვე ის წავიდოდა თბილისში რადგან სტუდენტი გახდა მასზს ყველაფერს ვნახულობდი და კითხვა კითხვით ინფორმაციასაც ვაგროვებდი, ღმერთმა იცის ბევრჯერ ვიტირე, რატომღაც მონატრებას ვგრძნობდი მერე მინდოდა დამევიწყებია აღარაფერს აღარ ვნახულობდი და ვეკარებოდი მასთან დაკავშირებით მის სახელსაც კი არ ვიყენებდი მაგრამ ამან დიდხანს არ გასტანა და ძველ ყოფას დავუბრუნდი.
ბოლოს ჩამოვედი სახლში 12 კლასში გადავედი და სკოლაში მივედი თავთან შეთანხმებული ვიყავი, რომ აბიტურიენტი ვარ და მასზს ფიქრის დრო არ მქონდა. მერე მასწავლებლებთან დავიწყე სიარული მასზს აზრები რომარ მომწოლოდა ბევრს ვკითხულობდი დღედაღამ ისტორიის წიგნს არ ვაგდებდი ხელიდან რომ აზრები შემეცვალა, უძილარმა ღამეებმა ჯანმრთელობის პრობლემა შემიქმნა, რაღაც პერიოდში დავიწყებული მყავდა აღარ ვფიქრობდი მთელი წელი სწავლაში გავატარე ახლა 18 ის გავხდი და გამოცდებისათვის ვემზადებოდი და მოულოდნელად რომარ ველოდებოდი წყალთან გადავაწყდი ქარი იყო ცოტა სიცივე უბერავდა ივნისში მაგრამ კარგი იყო რადგან თბილად მეცვა და რთულად საცნობი ვიყავი, გული ამიჩქარდა შემეშინდასავით მაგრამ ვთქვი, რომ ყველაფერი მორჩა და გავრისკე წყლის ასაღებად მივედი ის მანქანაში იჯდა და გაშტერებული მიმზერდა არაფერი უთქვამს სანამ წყალი არავავსე მიყურებდა და თვალს არ მაშორებდა მეკი არც გამიხედავს არადა მკლავდა ინტერესი როგორი ოყო მისი მზერა უცბად შევამჩნიე და მეგობარმაც მითხრა, რომელიც წყალზე იყო მოსული რატო გიყურებს ასეო ხმაარ გამიცია ავავსე ნახევრად ჭურჭელი და სწრაფად წამოვედი გული მიცემდა ჩქარა სახლში რომ ჩამოვედი დედამ მითხრა რატომ ხარ გაფითრებულიო სარკეში რომ ჩავიხედე მართლა მუმიის ფერი მედო მაგრამ მალევე მოვეგე გონს და ვთქვი, რომ მასთან საქმეს აღარ დავიჭერდი და აღარაფერს ვნახავდი თუმცა ძველებურები დამეწყო მისი პროფილს ვათვალიერებდი იქნებ ახალი დადო რამეთქო მაგრამ შედეგი ნული იყო მასზე ფიქრები შემომაწვა და კვლავ მომიცვა თან მაშინ, როდესაც ეროვნულები წინ მაქვს და დიდი სადარდებელო მაქვს მაგრამ ის ჩემსთავში იყო ჩაფლული მტვერდადებული, რომელიც გადაიწმინდა და ისევ ახლად ანათებს???? ახლა არვიცი რავქნა ბევრგან მხვდება უკვე რადგან ზაფხულია და აქეთ არის მეკიდებ ყოველჯერზე გული მიჩქარდება რა გავაკეთო მისი მოშტერებული მზერაც კი ყოველ შეხვედრაზე იმედს მიჩენს....
როგორ ფიქრობთ რასურჩევთ ამ გოგონას ღირს იმ ბიჭისათვის ბრძოლა თუ შეეშვას და მასზე აღარ იფიქროს? ან როგორფიქრობთ? ფიქრობს ის ბიჭი ამ გოგოზე?
ანსაერთოდ ეს სიყვარულია??
და ბოლოს რასურჩევთ ამ 18 წლის გოგოს იქნებ და დაბნეულია არიცის რაუნდა ????




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent