შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეგზისტენციალური კრიზისი

30-08-2021, 14:43
ავტორი Nuki-rocks
ნანახია 314

"ვგრძნობ ვიღუპები და მიხარია", რაღაც შენული და სადაც ჩემეული. მისი ნათქვამი,ჟამს რეალობა.

-მიგეჩქარება?

-ძალიან!

-გული რომ დაგწყდეს?

-ამ ცხოვრების დედაც მოვ.ტყან! სულ მგონია აღარ გავიწირები, წამს არ მაკლებს ეს ახვ.არი!

-რას დაიბადე? ჩამკვდარიყავი!

-მეც ეგ არ მინდა,შე დალოცვილო?! სულ არ მინდოდა ეს დაფეხვილი.

-რას აპირებ?

-ლოდინს,ერთხელაც ბოლო ექნება.

-ერთხელ ცხოვრობ და არაფრისთვის!მებრალები, რა საწყალი ხარ.

-წა დი!დამტოვე მარტო, თორემ შენთან აუტანელია!

-უმადურო...

-თუ გიგრძვნია,როცა არაფერი გინდა,არაფერი გიხარია, არაფრისთვის იხარჯები, არც მართვის სადავეები გაქვს ხელთ და არაფერი გეკუთვნის ან არაფერს ეკუთვნი? მაინც გინდა ეს ნაგავი,შენთვის მიჩუქნია,მე შემეშვი!

-ხომ ვამბობ,უმადური ხარ!

-ვარ,ბატონო. ჯანდაბაც ვარ და დოზანაც.ახლა  ბედნიერი წახვალ.- განათება ათამაშდა.ხან ჩაქრა, ხანაც ინათა.-ოჰოო,ეშმაკები მიხმობენ მე ცოდვილს.-გულზე მიიბჯინა მარცხენა ცინიკური გამომეტყველებით.

-ჯანდაბის იქითაც გამგზავრებულხარ!

-კაი შორს მიშვებ,არ მოგენატრები?

-არასდროს!შენნაირი ეგოისტი არ მომენატრება.

-დამანებე თავი,ადამიანი არა ხარ?

-წყლის ნაყვაა,რა.

-მე გაგაფრთხილე და ტვინს მიბურღავ.სიცოცხლეს ვერ შემაყვარებ,მაინც ნეხვის გროვა იქნება.- ტუჩი ვითომ წყენით გადმოაბრუნა.

-კრეტინი ხარ, უკიდეგანოდ კრეტინი!

-გილოცავ,თუ შენ მანქანებით ჯლიგინი გირჩევნია ტრასაზე; საცობში დგომა საათაბით; ჭამა; სმა;სექსი და სულში ხმების ჩახშობა;თუ შეგიძლია მხოლოდ კარიერას მიხედო ან მხოლოდ ოჯახს და ვერ გრძნობდე თუ რა შორს დგახარ ამ სისულეებისგან; თავად უარესი კრეტინი გამოდიხარ. აბა,აჩუ აქედან. კარგად მეყოლე შენს უაზრო ცხოვრებასთან ერთად.

-რა?გააფრინე?ცუდად ხარ? რაებს ლაპარაკობ?რა აზრს ეძებ უბრალოდ გასაკეთებელში?

-შევე.ცი ურთიერთგაუგებლობას! ერთმანეთის უპატივცემულობას და სააქაოსაც. ფოთლების შრიალსაც და ქარის წუილსაც! თუ შენ ჩემი არ გესმის,შენივე თავს მოკითხე და მე მომეშვი!გიყვარდეს ათასი სისულელე,ათასი იდიოტიზმი..

-და შენ გესმის ჩემი?

-მაინც,მე არ ჩავრეულვარ შენს ხედვებში და არ მიიძულებია ჩემი გადაწყვეტილებებით გეცხოვრა. ბედნიერების ფორმულა ერთი არაა,რამდენი ინდივიდიცაა, იმდენივეა და ნუ მომთხოვ ვეძებო! მე უკვე აღარ ვვარსებობ! გავთავდი, დავმთავრდი და შეეგუე.

-თავს მომაკვლებინებს.

-შენ თუ მომკლავ,ჩემო თბილო, თორემ მაგის გამბედაობა სადა მაქვს?! თუ არ გამაგიჟეს,ისე რა გადამახტუნებს ამ ფანჯრიდან? არადა,რა შემაძრწუნებელი სანახავია დახეთქებამდე გაჩერებული გული;შიშისგან დაქაჩული თვალები და სისხლის წვეთები ირგვლივ.

ვგიჟდები!

-ავადმყოფო!

-ვიცოდი აქამდეც.

-როგორ მიხარია რომ არავინ გისმენს.

-მეც მიხარია,მაგიტომაც ხართ ერთიანად იდიოტები.-სიცილით ჩაიქნია ხელი.-მსოფლიო გამოშტერებულია, გამოდებილებული და იმბეცილი. გილოცავთ,ჯეკპოტი მოხსენით კაცობრიობამ. ჰომოსაპიანსი მანცვიფრებს.თქვენი მასკარადის კარგიც!

-ყველა ბრუნვაში გვაგინე,რაღა დაგრჩა!

-შეგერგოთ,გენაცვალე. ტრაგიკომედია დამილოცნია, თუ გაგახარებთ.

№1  offline წევრი widowed ellie

“-როგორ მიხარია რომ არავინ გისმენს.

-მეც მიხარია,მაგიტომაც ხართ ერთიანად იდიოტები.“

არ მითქვამს,მაგრამ ეს ნაწილი ფავორიტია:დდდ❤️თითქოს ძალიან უიმედოა,მაგრამ შენებური ქედმაღლობა მაინც გამოსჭვივის ნაპრალებში????❤️

№2  offline მოდერი Nuki-rocks

widowed ellie
“-როგორ მიხარია რომ არავინ გისმენს.

-მეც მიხარია,მაგიტომაც ხართ ერთიანად იდიოტები.“

არ მითქვამს,მაგრამ ეს ნაწილი ფავორიტია:დდდ❤️თითქოს ძალიან უიმედოა,მაგრამ შენებური ქედმაღლობა მაინც გამოსჭვივის ნაპრალებში????❤️

ახლა რომ მითხარი,მაგანაც "გაასწორა", ელ. საერთოდ,არ მეგონა თუ ვინმე გაიგებდა რამეს ჩანახატს. თუმცა, შენთვის წამის ამბავია,თან რომ იცი და გრძნობ...

მე და ქედმაღლობა?! არ ვიცი :დ,ან მიხდება ან არა და თუ ეგრეა, გამოდის მაგარ ცოდვაში ვარ )).

მადლობა,ელ❤❤. სულ რომ ჩემთან ხარ და გესმის.

№3  offline წევრი widowed ellie

Nuki-rocks

მუდამ შენს სამსახურში დდ❤️

№4  offline მოდერი Nuki-rocks

❤❤❤

№5  offline წევრი Life is beautiful

"ვგრძნობ ვიღუპები და მიხარია" ❤️
- კარგია. )))
"-კაი შორს მიშვებ,არ მოგენატრები? (მისი ხმა გავიგონე, თვალები დავინახე და არასიტყვის დონეზე..)

-არასდროს!შენნაირი ეგოისტი არ მომენატრება"
ამ სიტყვებმა, გული ამიჩუყა, აი მართლა, ჩემი მეგობარი და ჩემი მწარე ენა.
რა იქნება რომ არ მეთქვას, სინანული.. მაგრამ ამ ჩანახატში რა თქმა უნდა არა.
ან კი. სინანული ცხოვრების.

№6  offline მოდერი Nuki-rocks

Life is beautiful
"ვგრძნობ ვიღუპები და მიხარია" ❤️
- კარგია. )))
"-კაი შორს მიშვებ,არ მოგენატრები? (მისი ხმა გავიგონე, თვალები დავინახე და არასიტყვის დონეზე..)

-არასდროს!შენნაირი ეგოისტი არ მომენატრება"
ამ სიტყვებმა, გული ამიჩუყა, აი მართლა, ჩემი მეგობარი და ჩემი მწარე ენა.
რა იქნება რომ არ მეთქვას, სინანული.. მაგრამ ამ ჩანახატში რა თქმა უნდა არა.
ან კი. სინანული ცხოვრების.

როგორი რაღაცები დაგიჭერია,არადა არც მოველოდი რომ ვინმე გაუგებდა სათქმელს.რაღაც შეგრძნების დონემდე მოვიდა,შევამჩნიე.ძალიან გამიხარდა, გულწრფელად გეუბნები.შენთვის გაგიშლია, ჩაღრმავებიხარ და ჩემთვის სიგიჟეა.
მადლობა,რომ გამიზიარე შენი შთაბეჭდილება. მართლა არ ველოდი არც კომენტარს და არც მკითხველს აქ.

კარგია,რომ გამომეხმაურე❤.

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent