შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხილული უჩინარობა


13-12-2021, 23:14
ნანახია 222

ვერ ვსუნთქავ, ვერაფერს ვხედავ, ნუთუ არსებობა ყველაფერმა შეწყვიტა? სად ვარ? რატომ ვარ აქ? რა მოხდა? თითქოს მტკივა, მაგრამ ვერ ვხვდები რა მტკივა! საკუთარ სხეულს ვერ ვხედავ, ვერ ვმოძრაობ, მინდა ქარი მაინც ვიგრძნო, თუმცა ვერც ქარს ვგრძნობ. რა ხდება? ჩემი გულის ბაგა-ბუგი ყურებში მკაფიოდ ჩამესმის, თუმცა პულსს ვერ ვგრძნობ. ამ სიბნელეში პატარა სინათლე მოჩანს, რა არის? ვერ ვარჩევ. პატარაა, ხელის გულზე დამეტევა. რა ფერია? რა ფორმა აქვს? რა უნდა აქ? ნელ-ნელა მიახლოვდება. რატომ მიახლოვდება? თითქოს მეშინია, ცივი ოფლი მასხავს. რატომ ხდება ეს? ხელის გულს გაუაზრებლად ვშლი და ისიც ხელის გულზე მაჯდება, თბილი შეგრძნებაა. ახლა მივხვდი, რომ თურმე ვიყინებოდი. ფირუზის ფერი ყოფილა ეს ნათება. ვუყურებ და ვერ ვხვდები ჩემგან რას მოელის.
-გამომყევი-ჩამესმის სადღაც შორიდან, ძალიან ნაზი ხმაა. ნათებამ ფრენა დაიწყო. გზას მიჩვენებდა. მივყვებოდი. თავისუფლად და მსუბუქი ნაბიჯებით, არადა რამდენიმე წამის წინ ვერც კი ვგრძნობდი ჩემს სხეულს. თითქოს გვირაბის ბოლოს გავედით, მზის სხივებს ვხედავდი, მაგრამ ვერ ვგრძნობდი, ქარი ქროდა, მაგრამ ვერ ვგრძნობდი. ადამიანები საუბრობდნენ, მაგრამ არ მესმოდა. ფირუზის ფერი ნათება გაქრა.
-შენი წასვლის დროა ლილი-უკნიდან ხმა მესმის, შევკრთი, მივიხედე და ულამაზესი ქალი დავინახე, ფრთები ჰქონდა იმ ნათების ფერი
-დედიკო სადაა?-ვეკითხები შიშით. ჩემი დათუნია ძირს გდია, აღება მინდა და ვერ ვიღებ.
-წამომყევი ლილი-მიღიმის და ხელს მიწვდის. გრძნობა მაქვს, რომ ის კარგია, მის ხელს ვეჭიდები და მივყვები
-დედიკოს ვნახავ?
-მოგვიანებით ლილი-ზევიდან გადმომხედა და პატარა კარისაკენ მიმითითა
-იქ რა არის?
-შენი დათუნია-ისეთი ლამაზია. ელოდება სანამ შევალ.
მე იქ შევედი.



№1 სტუმარი თომა

ეს იყო აღბრთოვანება, არ ვიცი როგორ ვთქვა, ღრმა აზრის მქონე, ორაზროვანი, მკითხველს ითრევს, პატარ თუმცა შემაშფოთებელი. მაგარია რა, ძაან მომეწონა

ძალიან მომეწონა, ვისიამოვნე

 


თომა
ეს იყო აღბრთოვანება, არ ვიცი როგორ ვთქვა, ღრმა აზრის მქონე, ორაზროვანი, მკითხველს ითრევს, პატარ თუმცა შემაშფოთებელი. მაგარია რა, ძაან მომეწონა

ძალიან მომეწონა, ვისიამოვნე

დიდი მადლობა შეფასებისთვის♡♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent