შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აგვისტოს ოცდაერთი


9-01-2022, 17:21
ავტორი NiLLoIyA
ნანახია 242

აგვისტოს 21 თენდებოდა მე შენს სანახავად უნდა წამოვსულიყავი, უკვე მთელი კვირაა ჩვენს შეხვედრაზე ვფიქრობ, მაინც რამდენი წელი გავიდა რაც ერთმანეთი არ გვინახავს. ბოლოს მაშინ გნახე როცა მზემ თავისი სხივებით დაიკაწრა სახე, იმ დღეს უჩვეულოდ ცხელოდა ჩვენ კი ორივე ფოთლებთან ერთად ვცეკვავდით და არ გვახსოვდა, რომ შეიძლება გამვლელებს გიჟები ვგონებოდით. მახსოვს როგორ გავიცანით ერთმანეთი. შემოდგომა იწურებოდა და ჰაერში თოვლის თეთრი პაწაწინა ფიფქები ირეოდნენ. მაშინ არ იცოდი, რომ შემოდგომის მიწურულს ყოველვის გარეთ გამოვდივარ და ფოთლებთან ერთად ვცეკვავ, ასე ვემშვიდობები ყოველ წელს შემოდგომას. არ მახსოვს საიდან მოდიოდი ან რამდენი დღე გქონდა გავლილი, მაგრამ მახსოვს, რომ სიცილი დაიწყე როცა ფოთლებთან მოცეკვავე დამინახე, შეიძლება მაშინ გიჟი გეგონე, მაგრამ ახლა ხომ იცი რომ გიჟი არ ვარ. შენ მხოლოდ ერთი წამით გაჩერდი ჩემთან და მალევე გამეცალე. მეორე დღესაც იმავე ადგილას დაგხვდი და ისევ ფოთლებთან ერთად ვცეკვავდი, ახლა უფრო დიდხანს გაჩერდი და ბოლოს იმდენად დიდი ხანი გაატარე ჩემს გვერდით, რომ ჩემთან ერთად ცეკვავდი მომდევნო წლის შემოდგომას... ჩემთან და ცეცხლისფერ ფოთლებთან ერთად. გახსოვს ზამთრის პირველ ფიფქებს ხელისგულებით როგორ ვიჭერდით? მერე კი როცა ენძელები ჩვენს სანახავად მოდიოდნენ, მათთან ერთად ვუხრიდით თავს ფიფქებს, მერე ისინიც გვტოვებდნენ, როგორც შემოდგომის ფოთლები და ზამთრის ცივი ფიფქები. ზაფხული ძალიან გიყვარდა, ერთხელაც, რომ გკითხე რატომ გიყვარს ზაფხულითქო, მიპასუხე, რომ არაფერი არ სჯობს ”უცოდველი” , ყვითელგულების ნახვას, თეთრი ხელებით რომ გიხუტებენ ციცქნა გვირილები და თითქოს გეუბნებიან რომ შენს ცოდვებს თავად დაიწყობენ გალეულ მხრებზე. მერე ისევ შემოდგომა დგებოდა და ჩვენც ფოთლებთან ერთად ვცეკვავდით. ჩვენი ბოლო ცეკვის დღიდან დიდი დრო გავიდა და ყველაფერთან ერთად შენც გადაიკარგე, ისევ არ ვიცი რამდენი დღე გაირე ან კიდევ რამდენს გაივლი, მაგრამ მე ყოველი წლის შემოდგომას გელოდები ფოთლებთან ერთად. იცი როგორ ენატრები შემოდგომას? გასულ წელს, რომ არ მოხვედი და არ იცეკვე ჩვენთან ერთად ძალიან ბევრი იტირა, თავიდან უფერული ცრემლები სდიოდა, მერე თანდათან სახესთან ერთად ცრემლებიც გაუწითლდა და ბოლოს ცეცხლისფერი დაედო მასაც და მის პაწია ცრემლებსაც. როცა ერთმანეთი გავიცანით მაშინ დამპირდი, რომ აგვისტოს 21-ში მოხვიდოდი ჩემთან შესახვადრად, მე კი ყოველთვის როცა აგვისტოს 21 თენდება შენთან შეხვედრაზე ვფიქრობ და ახალგაღვიძებული ვდგები საწოლიდან, აბურდული თმით, წლიანი შემოდგომისფერი თვალებით და არეული ფიქრებით, ვდგები იმის იმედით, რომ ახლა მაინც მოხვალ ჩემს შესახვედრად და სექტემბრის პირველ დღეებს ერთად შევხვდებით. იმ იმედით, რომ შენ ისე მოხვალ მე არ მეცოდინება საიდან მოდიოდი ან რამდენი დღე გქონდა გავლილი, მაგრამ შენ არასოდეს მოდიხარ შენი შემოდგომისფერი თვალებით და არ ცეკვავ ჩვენთან ერთად. არ მოდიხარ და არ ვიცი რამდენი დღე გაიარე ან საიდან მოხვედი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent