შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქალი სამყაროსფერი თვალებით


11-01-2022, 13:54
ავტორი NiLLoIyA
ნანახია 8 396

დეკემბერი იდგა, ზამთარი ნელ-ნელა იღვიძებდა და აშიშვლებდა ხეებს.
უკვე ბნელოდა ალბათ შვიდის ნახევარი იქნებოდა ქუჩაში რომ გამოჩნდა ქალი, წელში გამოყვანილი შავი კაბა ეცვა და იმავე ფერის ქურთუკი ლამის კოჭამდე წვდებოდა.
ქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა და სწრაფი ნაბიჯით მიდიოდა.
ქმარი ომში დაღუპვოდა შავოსანს და იმის მერე სამგლოვიარო ტანსაცმლით დადის მუდამ.
ერთი ვაჟი დარჩა უბედურს, მამა არც ახსოვსო ბავშვს იტყვის ხოლმე, მხოლოდ ფოტოებიდან და ჩემი მონათხრობიდან იცის რომ გმირი იყოო მამამისი.
სულ რაღაც ოცდაათიოდე წლის არის ახლა, ულამაზესი სამყაროსფერი თვალები აქვს და გრძელი, თლილი თითები.
რაც ქმარი დაეღუპა გულიდან წამოსული ღიმილი აღარავის უნახავს მის სახეზე, სიცილზე ხომ საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი. არა და ვიდრე გვერდით ყავდა ქმარი მისი კისკისი მთელ ქალაქს ესმოდა, უყვარდა და სულ ეცინებოდა, სულ ეღიმებოდა და სულ ებედიერებოდა.
სიყვარულს ადამიანის ჭკუიდან გადაყვანა შეუძლიაო ამბოდნენ ხოლმე, ეს ქალიც გადაიყვანა ალბათ ჭკუიდან, მაგრამ სიყვარულმა კი არა იმ ადამიანმა ვინც უყვარდა, თავისმა ქმარმა, ნეტა ეცოცხლა და ჭკუიდან გადასვლას ვინღა წუხდა.
მახსოვს როგორ დადიოდნენ ხოლმე ერთად ხელი-ხელ ჩაკიდებულნი და როგორ სიყვარულით უციმციმებდათ თვალები, სიცილ-კისკისით დადიოდნენ სულ და გარშემომყოფებს აბედნიერებდნენ.
წლები იყვნენ ერთად, დიდ ხანს ძალიან დიდ ხანს და მერე რომ დაქორწინდნენ მთელი ქალაქი მათზე ლაპარაკობდა, ყველას უნდოდა ეგეთი ქმარი და ეგეთი ცოლი.
ქორწინებიდან ძალიან მალე გაიგეს რომ მშობლები უნდა გამხდარიყვნენ და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღე მათ ცხოვრებაში მაშინ დადგა როცა პატარა ბიჭუნა დაიჭირეს ხელში, ისე სასაცილოდ იქნევდა ხელ-ფეხს და აცმაცუნებდა ლამაზ ტუჩებს წამში შეუყვარდა ორივეს მთელი გულით.
ბედნიერი ექვსი კვირა გაატარა მამამ შვილთან, რადგან ომი დაიწყო და გაიწვიეს.
დატოვა საყვარელი მეუღლე და ექვსი კვირის შვილი, იმ პირობით რომ აუცილებლად ცოცხალი დაბრუნდებოდა და ცოლთან ერთად გაზრდიდად სასახელო შვილს.
გავიდა კვირეები, თვეები და ერთი წელიც მიიწურა. ომი დამთავრდა კაცები ოჯახებს უბრუნდებოდნენ მაგრამ ის არსად ჩანდა.
ომის დამთავრებიდან ალბათ ორ კვირაში წერილი მიიღო სადაც ეწერა, რომ დიდ მწუხარებას გამოთქვამდნენ შავოსანის ქმრის დაღუპვის გამო. წერილში ისიც ეწერა რომ ქალი რომელიც დაქვრივდა გმირი ქმარი ყავდა, რადგან სხვების სიცოცხლის სანაცვლოდ საკუთარი გაიღო.
ასე დაქვრივდა ოცდაორი წლის ქალი და დარჩა შვილი რომელიც მისმა ქმარმა მხოლოდ ექვს კვირამდე იცოდა როგორი იყო და არაფერი იცოდა ამ რვა წელიწადში როგორი გაიზარდა.
არ ახსოვდა მამა მაგრამ იცოდა რომ გმირი იყო.
მიდიოდა ქალი სამყაროსფერი თვალებით ქუჩაში და თავისი ქმრის სიყვარულს ატარებდა. სამყაროსოდენა სიყვარულს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent