შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერებას უტოლდება მისი არსებობა


12-01-2022, 21:57
ავტორი NiLLoIyA
ნანახია 309

მინდა ხოლმე გულში ჩავიკრა და ვუთხრა, რომ მიუხედავად ჩემი სიყვარულისა მაინც შემიძლია მისი მეგობარი ვიყო, შეუძლია მენდოს და თუ მოუნდება მისი ტკივილები გამიზიაროს. მითხრას, რომ სტკივა და მეტი აღარ შეუძლია. უფლებას მივცემ ჩემს მხრებზე თავჩამოდებულმა გულამოსკვნით იტიროს და თუნდაც ტირილისას თავი ვერ გააკონტროლოს და გაუჩერებლად იყვიროს მხრებზე ხელს შემოვხვევ და ვეტყვი: რომ ძლიერია და ყველაფერს შეძლებს.
უფლებას მივცემ გაცეცხლებული, რომ იქნება მოვიდეს და ბოლო ხმაზე იყვიროს, ვიცი ჩემი მისამართით არ იქნება მისი სიტყვები და ისიც ვიცი თუ რამეს ცუდად მეტყვის აუცილებლად ინანებს და მერე შუაღამე, რომ გადავა ჩემს ოთახში შემოვა და მეტყვის, რომ წუხს და ზედმეტი მოუვიდა.
ასეთია, განსხვავებული და ყველაზე განსაკუთრებული.
დიდი მხრები აქვს და როცა ატირებულს მეხვევა და აქეთ-იქეთ მარწევს დასამშვიდებლად, სიტყვასაც არ ამბობს ისე ვწყნარდები.
ვერ იტანს დასამშვიდებელ სიტყვებს, ვერ იტანს, რადგან იცის, რომ არაფერი არ გაივლის და ფარსი სიტყვები იქნება.
დიდი მხრები აქვს და ისე მამწყვრევს საკუთარ მხრებ ქვეშ, რაც არ უნდა მოხდეს არ მეშინია.
არასოდეს უთქვამს, რომ ვუყვარვარ ყოველთვის ერჩია საქმით დაემტკიცებინა სიყვარული და მეც აღარასოდეს მითქვამს, რომ მიყვარს.
ის შეუბლზე მკოცნის მე ხელებზე და ასე ვეუბნებით ერთმანეთს, რომ ჯერ კიდევ გვიყვარს ერთმანეთი და კიდევ დიდი ხნის მანძილზე შევძლებთ ერთმანეთის მეგობრობას მიუხედავად ჩვენი სიყვარულისა.
ზრუნვა უყვარს, მაგრამ პირდაპირ არაფერს აკეთებს, სიტყვებით არაფერს ამბობს. უბრალოდ, როცა მხედავს, რომ მცივა მოდის და თბილად მეხუტება.
ესეც ხომ ზრუნვაა.
გამოიტანს ხოლმე აივანზე თბილ ჩაის და უკვე აკანკალებულს მეუბნება, რომ გამათბობს.
მერე როცა ჭიქას თითებს შემოვხვევ ამბობს, რომ ყველაფერზე მეტად ელამაზება ჩემი თითები, ერთი პატარა ბეჭდით და ყველაზე მეტად ეთბილება, როცა ასე მაქვს ჭიქაზე შემოხვეული.
ყველანაირი ვუყვარვარ და ყველანაირს მიგებს.
მე კი მხოლოდ ისეთი მიყვარს, როგორიც რეალურად არის და კიდევ კარგი გადამეტებული ზრუნვით და სიყვარულით თავს არ მაბეზრებს.
ასეთია... უბრალო და თავისებური.
ხშირად მეუბნება, რომ ვენატრები და ერთი სული აქვს როდის მნახავს, მერე როდის ჩავეხუტები ჩემებურად და მას რომ უყვარს.
ჩახუტება უყვარს.
ასეთია, ჩვეულებრივი, სხვებისთვის არაფერს ნიშნავს, მაგრამ ჩემთვის მთელი სამყაროა.
მეც არ ვნიშავ სხვებისთვის არაფერს, მაგრამ მისთვის, როგორც თვითონ ამბობს ყველაფერს ვნიშავ.
ახლა მიყურებს და მაკვირდება, როგორ ვწერ მასზე და მისთვის.
არაფერს ამბობს, მაგრამ ვიცი ინტერესი კლავს, როდის წავიკითხავ.
ჩემი ნაწერები უყვარს, თვალებზე ცრემლ მომდგარი მეუბნება, რომ ყოჩაღი ვარ და მაფრთხილებს სხვებზე არასოდეს არაფერი დავწერო, რომ ჩემი ნაწერები მთლიანად მასზე იყოს და მისთვის იყოს.
ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ბიჭია, მაგრამ ეს სხვებისთვის, ჩემთვის ბედნიერებას უტოლდება მისი არსებობა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent