შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნოემბრის ასული


19-01-2022, 17:00
ავტორი NiLLoIyA
ნანახია 286

მომიყევი,
შენი ზამთარი, როგორია?
ჩემთან ყველაფერი წვიმებმა წალეკა.
პეპლები გაქრნენ და ისეთი ყინვები დაიწყო ჩიტებმაც თბილ ქვეყნებს მიაშურეს.
არც დამემშვიდობნენ, ისე დაიქნიეს პაწაწინა ფრთები ერთხელაც არ გამოუხედავთ უკან.
ასე და ამგვარად დავრჩი მარტო.
ამიტომაც ვეღარაფერი გიპასუხე ბოლო თვეებში გამოგზავნილ წერილებზე.
თავის მართლებაში არ ჩამითვალო, რომ ვამბობ პეპლები გაქრნენ-მეთქი მართლა ასე იყო და წერილებსაც ვეღარავის გამოვატანდი.
არც ახლა მყავს პეპლები, მაგრამ მაინც ჯიუტი ბავშვივით თითქოს რაღაცამ მომიარა ვზივარ ახლა და გწერ, რომ ჩემთან ამინდები აირია, გარეთ კი არა ჩემ შიგნით ამინდებზე გეუბნები, გამოდარება აღარ მაღირსა და სათქმელი სიტყვებიც ისე სწრაფად გაიტაცა, ჩემთვის ვეღარაფრის დატოვება მოვასწარი.
მომიყევი, შენ შესახებ ყველაფერი მინდა ვიცოდე, წლებია არ მინახავხარ და მაინტერესებს როგორი გახდი, იქნებ ფოტოები გამოგეგზავნა, მინდა ვიცოდე შენს თვალებში ისევ თუ ციმციმებენ ვარსკვლავები, ან ის ბავშვური ღიმილი ახლა როგორი გახდა.
შენ ამბობდი, რომ თვალებით შემეძლო გაღიმება, მაგრამ ახლა თვალებით კი არა ტუჩებითაც ვეღარ ვიღიმი.
როგორია შენი ზამთარი?
დეკემბერის სიფრიფანა ფიფქები როგორია? ზამთარი არასოდეს მინახავს და არც ის ვიცი ფიფქები როგორები არიან.
ჩემი ყვითელი ფოთლები, ისევ სევდიანად ცეკვავენ და აღარ იციან სხვანაირად როგორ შემომიძვრნენ სულში.
შემოდგომა ყველაფერზე ლამაზი და ყველაზე სევდიანია.
ერთიანად მოგიცავს სევდით, დაგაცარიელებს, წარსულის იარებს გადაგიხსნის და მაინც სასიამოვნოდ და ტკბილად გაგახსენებს თავს ყოველ ახალ შემოდგომას.
ჩემი შემოდგომა არეული ამინდების, წვიმების, მიტოვების, მარტოობის, იმედგაცურებისა და სევდიანობის იყო, მაგრამ შემოდგომა და თავად ყვითელი ფოთლები სხვანაირები არც უნდა იყვნენ.
სევდიანი ცეკვით უნდა ეშვებოდნენ მიწის ზედაპირზე და ყოველ ახალ სეზონზე ჩვენი სიყვარულის ისტორიას თხრობდეს.
სადაც შენ როგორც ყოველთვის დეკემბრის შვილი, მისი პირმშო ხარ, მე კი ნოემბრის ასული, რომლებიც ერთმანეთს საუკუნეების წინ შეხვდნენ და ერთმანეთის სიყვარული ბოლომდე შეინახეს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent