შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გოლგოთამდე...


29-01-2022, 14:30
ავტორი NiLLoIyA
ნანახია 205

სათითაოდ ვკარგავ ადამიანებს, თითქოს ეტაპ-ეტაპ მტოვებენ და ასე ცარიელი და იმედგაცრუებული ვრჩები.
როგორი მძიმეა გოლგოთაზე მიმავალს გვერდით არავინ გედგას საკუთარი თავის გარდა და ისიც უკვე დაუძლურებული და დაცარიელებული იყოს, გაყიდული ოცდაათ ვერცხლად. მტკივნეულია იცოდე საბოლოო განაჩენი, იცოდე რომ შენი ბოლო სიკვდილია, რომელსაც ყოველთვის პატიოებენ და დავიწყება რომელიც მიუტევებელი ცოდვაა.
მიდიოდე გოლგოთაზე და იცოდე რომ იქ საკუთარი თავი დაგხვდება გამოსაგლოვი და დასატირებელი, მაშინ როცა დედაშენი და მამაშენი მშვიდად სხედან და არც იციან მათი შვილი რომ მოკვდა.
არავინ გედგა გვერდით მაშინ როცა გოლგოთაზე შენს თავს ტიროდი და იცოდი, რომ ისიც მოკვდა ვისი იმედიც ბოლომდე გქონდა და ახლა ხელებაპყრობილი თხოვ ღმერთს ცოდვები მოგიტევოს.

.

დღეები რომ გადის და ფანჯრიდან უყურებ როგორ კვდება შენს გარშემო ყველაფერი, როგორ ნაცრისფერდება ცა და ღრუბლები შავდებიან, როგორ გინდა კარგად იყო.
კვირებს რომ საკუთარ ნაჭუჭში ატარებ და არავის ელაპარაკები, საკუთარი თავი შეგჯავრდება და მერე სულ ერთი იქნება ყველაფერი, ფერ დაკარგული და გახუნებული.
ამბობენ რომ დემონებს დაუმეგობრდი და არავის ჯერა, შენ ხომ შენი ანგელოზი გყავდა, საკუთარი თავიც გყავდა და მათ მოგიკლეს, განა გოლგოთაზე მიმავალი ყოველ კვირა შავ კაბასა და თასაფარში გამოწყობილი მას არ გლოვობ?
ცხედარს სხეულით დაათრევ და არ გინდა დაჯერება...
არ გინდა დაჯერება რომ აღარ არის, რომ მოკვდა და სამუდამოდ დაგტოვა.
ღმერთო მაპატიე, ცოდვები მაქვს და ისე მრცხვენია, ლოცვისაც კი მერიდება.

.

ყოველ კვირა, რამდენიმე საათით მივდივარ და უსიტყვოდ ვუყურებ, ისიც ჩუმადაა, ან რა უნდა თქვას მეორე ნაპირიდან ხმას ვერ მაწვდენს და რამდენჯერმე როცა ლაპარაკი დაიწყო ვერაფერი გავიგონე.
მაშინ მივხვდით რომ სიშორის გამო კი არა ერთმანეთს ვერ ვუგებდით და ამიტომ იყო მისმა სიტყვებმა ჩემამდე რომ ვერ მოაღწია და სადღაც ქარში დაიკარგა, როგორც ის ბეღურა ჩვენი სახლის ფანჯრებთან რომ იჯდა ყოველ დილით და პურის მარცვლებს კენკავდა.
ჩვენმა ბეღურამაც იცოდა რომ სიკვდილს ყველას პატიობენ დავიწყებას კი - არავის.
იცოდა და ამიტომაც ვერ მაპატია. დაგვტოვა და დილით როცა ფანჯრებთან მივდივარ რამდენიმე დღის წინ დაყრილი პურის ნამცეცები ისევ ისე მხვდება როგორც დავტოვე,
ჩვენი ბეღურა ქარებში კი არ დაიკარგა ორი ქუჩის იქეთ რომ სახლია იმათ მოკლეს.
არ დამინახავს როგორ დაეცა მისი სუსტი სხეული ასფალტს მაგრამ ვიგრძენი, რომ მისი გული გასკდა იმ ტყვიისგან ჩემთვის რომ იყო გამზადებული წლების მანძილზე და როცა გაისროლეს მის გულთან ერთად ჩემი გული გასკდა და დაიფლითა ისე რომ ვერვინ გაამთელებს.
ჩვენმა ბეღურებამ იცოდა რომ დავიწყებას არასოდეს პატიობენ და ჩემთვის გამზადებულ ტყვიას თვითონ შეუშვირა გული.

.

გოლგოთაზე მიმავალი ისევ ჩემს თავს ვგოლოვობ, დავყურებ საკუთარ ცხედარს ჩემს თავში და ვხვდები, რომ ყველაფერს გაპატიებდი დავიწყების გარდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent