შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ჩვენი"...


4-02-2022, 10:52
ავტორი NiLLoIyA
ნანახია 255

თუ ოდესმე ქუჩაში შევხვდებით ერთმანეთს მე თვალს აგარიდებ ან ისეთი სახით შემოგხედავ თითქოს არ გიცნობ, თითქოს ვერ ვიცანი შენი თვალები ან ის მზერა ვერ ვიცანი დაჟინებით ყურება, რომ იცოდა...
არ შეიმჩნიო... უფრო მეტიც შენც ასე მოიქეცი და როცა გვერდით ჩამივლი ნუ მეტყი, რომ მიცანი ან გახსოვარ...
ნურც იმას მეტყვი, რომ ჩემი თვალები მოღალატენი არიან და ყველაფერი ერთი მზერით გითხრეს.
არ მინდა მითხრა, რომ მოგენატრე,
არც იმის გაგონება მინდა, რომ ჩემი ჩახუტება გინდა და რომ ასე ძლიერად და ასე თბილად არავინ ჩაგხუტებია...
საერთოდ არაფერი მითხრა, ისე გაიარე არც შემომხედო ასე უფრო მარტივი იქნება ყველაფერი...
როცა ჩამივლი ჩემს მხრებს უკანაც ნუ გაჩერდები და ნუ ამიწვავ ზურგს გამჭოლი მზერით, პირიქით იმდენი ხანი იარე სანამ ისეთ ვინმეს არ იპოვი ვინც ჩემზე განსხვავებული იქნება და ვინც მოგცემს უფლებას ისე იცხოვრო როგორც გინდა, არ დაგაძალებს რომ აპატიო და მეორე შანსი მისცე.
მოგცემს უფლებას ის სახელი დაუძახო რაც არასოდეს არავის დაუძახია მისთვის.
და მაინც მგონია, რომ ასე უფრო მარტივი იქნება ყველაფერი,
მინდა შემეძლოს და წლების გასვლის შემდეგაც ასე მოვიქცე, გვერდით ჩაგიარო და ისეთი მზერა შეგავლო თითქოს პირველად დაგინახე, ნეტავ ვინმე იქნებოდეს შენს გვერდით ისეთი ვინც ბედნიერს გაგხდის... მეც სიხარულით შევხვდებოდი ამ სიახლეს და მაინც როცა შემომხედავდი თვალებში ორივეს გვეცოდინებოდა, რომ შენი ბედნიერება იპოვე.
შეიძლება არაჩვეულებრივი მეგობრობა გვქონდა და გიჭირს მიხვდე მიზეზს თუ რატომ ვიქცევი ასე, მაგრამ დამიჯერე, რომ არ ვიცოდე ეს არის სწორი გზა არასოდეს გავაკეთებდი მსგავს რამეს.
შეიძლება 'ჩვენს' კაფეშიც შევხვდეთ ერთმანეთს, მაგიდებს შორის რომ გავივლით სხვადასხვა მიმართულებით და არა ერთად დაინახო, რომ ჩვენს მაგიდასთან აღარ დავჯდები და არ დაველოდები შენს მოსვლას, არც სამეგობროდან დაველოდები ვინმეს... სხვა მაგიდასთან მჯდომი სხვა ადამიანს დაველოდები ისეთს ვინც არასოდეს მინახავს და მაინც მიცნობს, მაგრამ ჯერ ეგეთიც არავინ გამოჩენილა... მხოლოდ ერთ ფინჯან ჩაის შევუკვეთავ ორი შაქრით და შენ კაფის კუხიდან მომზირალს გეცოდინება, რომ ჩაის ორი კოვზი შაქრით დავლევ მაშინ როცა ბოლომდე გაცივდება.
'ჩვენს' კაფეში 'ჩვენი' ძველი ადგილი არ მიყვარს, რადგან იქ ჩვენი აღარაფერია რამდენიმე მოგონების და იმ თვალების გარდა სხვადასხვა მაგიდიდან, რომ უმზერენ ერთმანეთს.
იმ სანაყინესთანაც ჩავივლი და შოკოლადის ნაცვლად ვანილის ნაყინს შევჭამ. ის ბაბუა კი თბილი თვალებითა და გაყინული ხელებით აღარ დამხვდება, როცა ვიკითხავ მეტყვიან, რომ მაშინ მოკვდა, როცა მე ამ წერილს ვწერდი.
და მაინც თუ ოდესმე ქუჩაში შევხვდებით ერთმანეთს მე მზერას აგარიდებ ან ისეთი სახით შემოგხედავ თითქოს არ გიცნობ, თითქოს ვერ ვიცანი შენი თვალები ან ის მზერა ვერ ვიცანი დაჟინებით ყურება, რომ იცოდა...
ის ადამიანი ვერ ვიცანი რომელიც შენ იყავი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent