შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფიფქების ცეკვა


8-02-2022, 18:39
ავტორი NiLLoIyA
ნანახია 242

ყველაფერს მივცდემდი იმ გზას რომ გამოვყოლოდი რომელითაც შენ მიდიოდი და არ მაინტერესებდა არც ერთი წყენა, არც ერთი მიტოვება. იმასაც აღარ გავიხსენებ თოვლში რომ ჩამაგდე და მე ყველაზე მეამიტ და ბუტია გოგოს მეწყინა.
ნეტა შემძლებოდა და ყველა დღე რაც აქამდე უერთმანეთოდ ვიარეთ ერთად გვევლო.
რთული ყოფილა ადამიანის მონატრება, მიტუმეტეს მაშინ როცა საპასუხოდ ვერაფერს იღებ.
ჩემი სიტყვები ყოველი ბაგის გახსნისას ასაკოვანი ქალის აღსარებას გავს, რომელმაც თავისი გზა უკვე გაიარა და იმ შეცდომებზე ლაპარაკობს რაც დაუშა.
ნანობს რომ იმ გზით არ წავიდა სადაც იცოდა რომ არავინ ელოდა, თუმცა მაინც იქეთ მიუწევდა გული.

.

თოვდა მარტის პირველი რიცხვები იყო, შენ ქუჩას მიუყვებოდი და უძირო დარდი ჩაგდგომოდა თვალებში.
როგორც წესი უქუდოდ იყავი და წაბლისფერი ოდნავ მოზრდილი თმა ქარში გეშლებოდა.
ერთიდაიგივე ქუჩას მივუყვებოდით ოღონდ სხვადასხვა მიმართულებით და მე მონატრებისგან დამზრალს, მონატრების ტკივილები მტანჯავდა, ყოველ ღამით სანამ დავიძინებდი და ყოველ დილით ვიდრე საწოლიდან წამოვდგებოდი.
დარდებით სავსეს შეგხვდი პირველად მე მონატრების ქუჩიკენ მივდიოდი შენ კი როცა თვალებში შემოგხედე ვერაფერი ამოვიკითხე. უემოციო და ჩაქრალი თვალებით შემომხედე თითქოს შენს წინ საერთოდ არავინ არ იყო და უსიტყვოდ ჩამიარე.

.

აღარც კი მახსოვს სად დაიწყო ჩვენი ამბავი...
არ ვიცი რიცხვი და არც ის თუ რომელი დღე იყო,
მხოლოდ ის შემომრჩა მეხსიერების ღრმა კუნჭულში, რომ ყინავდა და სევდისფრად თოვდა, ყოველი ფიფქი შენს სახეზე ცეკვავდა და სათითაოდ მიჰქონდათ შენი დარდები.
ისეთი ცხოვრების გზა განვლე, მე თვითონაც მიკვირს როგორ შევინარჩუნე პირვანდელი სახე და როგორ არ დამიწყდა სიმებივით ნერვები.
დავდიოდი ხოლმე ქუჩებში დიდი სამოსით და ვაკვირდებოდა მათ ვინც ჩემზე ჩურჩულებდა და ამბობდა რომ გავგიჟდი და სულ მალე ფსიქიატრიულში წამიყვანენ.
ერთს ჩავიღიმებდი და გზას ვაგრძელებდი, იქამდე დავდიოდი ვიდრე შენ არ შეგხვდებოდი, იქნებ ერთხელ მაინც შეგემჩნიე მე და არა ჩემი რამდენიმე ზომით დიდი ტანსაცმელი.

.

წერილებს რომ გოგო გიტოვებდა კართან მე ვიყავი, მახსოვს ყოველი ახალი წერილის დანახვისას მომღიმარი შედიოდი სახლში იმის მოლოდინით როდის გახსნიდი და წაიკითხავდი რა მოგწერე, მე კიბის ქვემოდან ვიცქირებოდი და სახე გაბადრული მივუყვებოდი სახლის გზას მას შემდეგ რაც დავინახავდი რომ წერილი უკვე შენს ხელში იყო.
წლები გავიდა და ახლაც ისევ ისე კარგად მახსოვს როგორ დაგინახე პირველად, ფიფქებისთვის სახე მიშვერილი დარდიანი თვალებით მოდიოდი და სულ არ გაწუხებდა ვინმეს თუ გიჟი ეგონებოდი.
ერთ ქუჩაზე მივდიოდით მაგრამ სხვადასხვა მხარეს და როცა თვალებში შემოგხედე ვერაფერი ამოვიკითხე, უემოციო და ჩამქრალი თვალებით ჩამიარე ისე თითქოს შენს წინ არავინ არ იყო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent