შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სანამ ცოლად მოგიყვან სიარული უნდა გასწავლო


2-03-2022, 18:57
ავტორი NiLLoIyA
ნანახია 609

ვფიქრობ როცა ქორწინდებიან მათ ცხოვრებაში რაღაც უნდა შეიცვალოს,
ქალი ყოველდღიურებისგან არ უნდა იღლებოდეს, არ უნდა ითვლიდეს იმას თუ რამდენჯერ მოუწია ჭურჭლის გარეცხვა, რამდენჯერ დაგავა იატაკი.
არ უნდა უწევდეს ყოველ წუთს იმაზე ფიქრი თუ რა საჭმელი გააკეთოს საღამოსთვის რომ მოუწონონ.
ღამით ზურგისა და წელის ტკივილი არ უნდა აწუხებდეს,
როცა დასაძინებლად დაწვება, თავისთვის ერთ მხარეზე არ უნდა იყოს მოკუნტული და ქმარს იმას არ უნდა უყვებოდეს,
რამდენჯერ დარეცხა ჭურჭელი,
სარეცხის მანქანა მარჯვნიდან მარცხნივ ბრუნავდა თუ პირიქით მარცხნიდან მარჯვნივ.
როცა ქორწინდებიან ყოველდღიურობას არ ეჩეხებიან,
ქალზ არ ტკივა ზურგი და როცა დასაძინებლად წვება ქმარს უყვება იმას რომ კიდევ უფრო შეუყვარდა ის როცა მისგან გაგზავნილი გვირილები მიიღო,
გააბედნიერა იმან რომ საღამოს გარეთ გაისეირნეს, მაშინ როცა თოვდა და შუა ქუჩაშიც იგუნდავეს.
მერე კი როცა სახლში დაბრუნდნენ ბუხრის წინ დასხდნენ და მოგონებები გააცოცხლეს, გაიხსენეს ის თუ როგორ გაიცნეს ერთმანეთი, მერე როგორ შეუყვარდათ, რამდენი დაბრკოლება გადალახეს რომ ერთად ყოფილიყვნენ და ბოლოს მათი ყველაზე ბედნიერი და ემოციური დღე, როცა ერთმანეთს სიკვდილამდე ერთგულება შეჰფიცეს და ცოლ-ქმრად გამოაცხადეს. როგორ უხაროდათ რომ არ გავდნენ მათ ვინც ყოველდღიურობით იტანჯებოდა.
უფრო კარგად რომ გავიგოთ და შევაფასოთ მათი ისტორია მოდი ჩვენც გავაცოცხლოთ მოგონებები მათთან ერთად.
თოვდა... ქალაქი თეთრ ქურთუკში გახვეულიყო. გოგონა ხვეული თმით ბიბლიოთეკისკენ მიდიოდა, ჭაობისფერი კურტკა ეცვა და იმავე ფერის ნაქსოვი ქუდი ეხურა, საყვარელი თბილი ოდნავ ქუსლიანი შუზები, შავი შარვალი და იმავე ფერის დიდი ზომის ზედა.
ყურსასმენებში სასიამოვნოდ ისმოდა სერგი გვარჯალაიას artificial love. ეს მისი სულის სიმღერა იყო.
Don’t you think that it’s a kind of artificial,
Artificial love,
You gave to me..
Time will come
I will prove
How keen was my love, how keen was my love
ტელეფონმა დარეკა და სანამ ჯიბიდან ამოიღო, ფეხი დაუცდა და რომ არა ვიღაცის ძლიერი ხელები ისე დაეცემოდა, რომ ხერხემლის რომელიმე მალას მაინც გაიტეხავდა.
ერთი შეკივლა და შიშისგან თვალები დახუჭა, ორიოდე წამში როცა უკვე მიხვდა რომ ვიღაცამ დაიჭირა და არ დაცემულა, ჯერ ცალი თვალი გაახილა მერე მეორეც და ვიღაცის წყლიან მწვანე თვალებს შეეჩეხა, აფართხალდა და ბიჭიც მიხვდა რომ წამოყენებაში უნდა დახმარებოდა და წამოაყენა კიდეც.
-ვაიმე დიდი ბოდიში, როგორ ამიცდა ფეხი... მადლობა რომ გადამარჩინე...-შერცხვენილი სახით ძლივს შეხედა.
-ხომ კარგად ხართ? ხომ არაფერი დაგიშავდათ?
-არა, მადლობა თქვენი წყალობით კარგად ვარ... - თავისი შემოდგომის ფერი თვალები მიანათა და მადლიერების ნიშნად ოდნავ გაუღიმა.
-ხო მართლა, ანდრია, ანდრი მოდებაძე...
-სასიამოვნოა, ნიტა ჯაფარიძე...
-სასიამოვნოა-ოდნავ ჩაიღიმა.
-ამ... კარგი წავედი... ბიბლიოთეკაში მეჩქარება.
-მეც ბიბლიოთეკაში მივდივარ... იქნებ ერთად წავსულიყავით? - შესთავაზა ღიმილიანი სახით შეხედა და პასუხის მოლოდინში მზერას არ აშორებდა.
ნიტა ცოტა ყოყმანებდა, მაგრამ მაინც დათანხმდა და ერთად გაუყვნენ გზას ბიბლიოთეკისკენ.
გზაში ბევრ რამეზე ისაუბრეს, ბევრი წიგნი განიხილეს და შეხედულებები გაუზიარეს ერთმანეთს.
ბიბლიოთეკაში რომ შევიდნენ, შუახანს გადაცილებული საყვარელი ქალი შეეგებათ, ნიტა რომ დაინახა სიხარულით თვალები გაუნათდა და გულში ჩაიკრა გამხდარი საყვარელი გოგონა...
-ნონა დეიდა როგორ ხართ? იცი როგორ მომენატრეთ თქვენც და ეს ადგილიც?
აი ეს წიგნები წავიკითხე და დიდი მადლობა რომ მირჩიეთ ძალიან მომეწონა.
-მიხარია ჩემო ძვირფასო, რომ მოგეწონა.
-ანდრია? ასე უნდა დაკარგვა? რა წაიკითხე აბა ბოლოს?
-ბოდიში, ნონა მას, გპირდები აღარ განმეორდება.
ბოლოს კი აი ეს წიგნი წავიკითხე, ნუ მოკლავ ჯაფარას მართლაც საუკეთესო ხარ წიგნების არჩევაში.
-და თქვენ საიდან იცნობთ ერთმანეთს?
-ხო, ჩვენ... დღეს გავიცანით ერთმანეთი... შემთხვევით.
-შემთხვევით?
-ჰო... ფეხი ამიცდა და დაცემას გადამარჩინა.
ქალბატონმა ნონამ ეშმაკური სახით გახედა საყვარელ მოსწავლესა და მკითხველს და მზერა ანდრიაზე გადაიტანა.
-ყოჩაღ ანდრი... - ახლა ისევ ნიტაზე გადაიტანა ყურადღება-ძალიან კარგი ბიჭია ჩვენი ანდრია, საუკეთესო მოსწავლე იყო.
-კარგით რა ნონა მას, გვეყო ჩემზე ლაპარაკი. იქნებ რამე კარგი წიგნი გვირჩიოთ მე და ნიტას.
-კარგი... აქეთ წამოდით... ანდრია შვილო მოდი შენ წიგნები დამიჭირე გადმოვაწყობ.
რამდენიმე წიგნი გადმოუწყო ახალგაზრდებს ესენი იყო: სამოსელი პირველი, ომი და მშვიდობა, სიამაყე და ცრურწმენა, წითელი და შავი და კიდევ რამდენიმე სხვა წიგნიც.
მაგიდასთან მივიდნენ და პირისპირ დასხდნენ,
-რომელს წაიკითხავ? - კითხა და თვალებში შეხედა ანდრიამ.
-არ ვიცი... ალბათ სიამაყე და ცრურწმენას ავიღებ. შენ?
-მე სტენდალი მაინტერესებს ძალიან... წაკითხული გაქ?
-კი და ძალიან მომწონს, სხვანაირი ხედვა აქვს რაღაც საკითხებზე, დიდი ხანია რაც წაკითხული მაქვს მაგრამ თუ კარგად მახსოვს, მოსამსახურე ბიჭს თავისი ბატონის ცოლი უყვარდება რომელიც მასზე ასაკით უფროსია და თანაც შვილები ყავს, მოკლედ აღარ გავაგრძელებ თორე ვეღარ გავჩერდები-ჩუმად ჩაეცინა გოგოს და კუთვნილ წიგნს დაწვდა რომ კითხვა დაეწყო.
რომ გითხრათ ანდრიამ წიგნი იკითხა და ნიტასთვის არც შეუხედავსთქო მოგატყუებთ, ნახევარი საათი კითხულობდა მხოლოდ და დანარჩენი ერთი საათი უბრალოდ გადაშლილი ქონდა და ნიტას ვერ აშორებდა თვალს, უბრალოდ ისეთი ლამაზი იყო ამ დროს, თმა ზოგგან ჩამოშლოდა, თვალები გაფართოებოდა და გაფაციცებით კითხულობდა წიგნის შუა მონაკვეთს,
წარბებს ხან მაღლა აზიდავდა ხოლმე და ხან პირიქით შეკრავდა... დაჰიპნოზებული უყურებდა ანდრია ამ საყვარელ და მეტად უცნაურ გოგოს, რომელიც უკვე ძალიან მოსწონდა.
ნიტამ დაამთავრა თუ არა კითხვა ანდრიას გაშტერებულ თვალებსა და ღიმილიან სახეს გადააწყდა, ბოლოს რომ ვერაფერი მოუხერხა და უკვე უხერხულად იყო მისი მზერის გამო ხელი აუქნია და ასე მოახერხა მისი გამოფხიზლება.
-დაამთავრე?
-არა, ჯერ არა, მაგრამ ბევრი აღარ დამრჩა... სამწუხაროა რომ დრო აღარ მაქვს... რამდენიმე დღეში გამოვივლი და წავიკითხავ. ხო მართლა შენ რას შვები? მოგწონს?
-კიი ძალიან მომწონს, მართლა ყველასგან გამორჩეულია.
-მიხარია რომ მოგეწონა...-მთელი გულით გაუღიმა და ფეხზე წამოდგა.-გამეხარდა ანდრია შენი გაცნობა იმედი მაქვს კიდევ შევხვდებით, კარგად.
-მოიცა უკვე მიდიხარ?
-კი უკვე გვიანია...
-ჰო, მართალი ხარ... მეც წამოვალ.
-კარგი
ქალბატონ ნონასთან მივიდნენ და თხოვეს წიგნები შეენახა და როცა მოახერხებდნენ აუცილებლად მივიდოდნენ.
-კარგი, გამეხარდა თქვენი ნახვა ჩემო პატარებო...აუცილებლად გამოიარეთ... აბა თქვენ იცით.
-დროებით ნონა დეიდა
-ნახვამდის მას.
გარეთ გამოვიდნენ და ცოტა სახე აუწითლდა სიცივისგან ნიტას... ცოტა გაიარეს და კვლავ აუცდა ფეხი და ისევ ანდრიამ გადაარჩინა, უკვე მეორედ...
-ვაიმე ღმერთო რა მჭირს? მადლობა დღეს უკვე მეორედ გადამარჩინე...
-არაფერია... მოდი დამეყრდენი და აღარ დაეცემი.
ნიტა შეყოყმანდა და გაოცებულმა შეხედა...
-არაფერს დაგიშავებ... გპირდები უბრალოდ არ მინდა რომ დაეცე.
ხელი გაუწოდა რომ დაყრდნობოდა და თან შეხედა, ნიტამ როცა ანდრიას ხელს დახედა გაოცდა როგორ შეიძლებოდა ასეთ გამხდარ ხელებს ამხელა ძალა ჰქონოდათ.
ბოლოს ფრთხილად დაეყრდნო და გზა განაგრძეს. სხვადასხვა გზით წასვლა მოუწიათ, ვიდრე დაშორდებოდნენ ანდრიამ უთხრა რომ გაეხარდებოდა თუ შემდეგ საღამოსაც მივიდოდნენ ბიბლიოთეკაში და მერე სადმე ცხელ ჩაის ან ყავას დალევდნენ.
-კარგი? კითხვასავით გაისმა ნიტას პასუხი.
და ერთმანეთს დაემშვიდობნენ.
შემდეგ საღამოსაც შეხვდნენ ერთმანეთს ჯერ ბიბლიოთეკაში შემდეგ კი დაპირებულ ყავაზე წავიდნენ.
გავიდა რამდენიმე თვე, ანდრია უკვე ყურებამდე იყო შეყვარებული ასეთი კარგი გოგო კარგა ხანია რომ არ უნახავს.
თანდათან დაახლოვდნენ,
უფრო მეტი სალაპარაკო გაუჩნდათ.
ნიტას მოსწონდა მაგრამ თან რაღაცები აშინებდა, ყველაზე მეტად კი ის რომ ანდრიაზე უფროსი იყო, უჭირდა გადაწყვეტილების მიღება, არ იცოდა მისი მშობლები რას იტყოდნენ ან თვითონ როგორ უნდა ეცხოვრება თავისზე თითქმის ხუთი წლით პატარა ბიჭთან ერთად, ნიტა ხომ რამდენიმე თვეში 27წლის გახდებოდა ანდრია კი 22წლის იყო, ექვს თვეში კი 23წელი შეუსრულდებოდა.
ეს ყველაზე მეტად აშინებდა, ეშინოდა იმის რომ თავისზე პატარაზე თუ დაქორწინდებოდა სხვები ჭორაობას დაიწყებდნენ.
ერთ გაზაფხულის დილას ჩვეულებისამებრ ანდრიას ესემესმა გააღვიძა რომელიც წერდა:
ანდრი
„დილამშვიდობისა ხუჭუჭა ბიბლიოთეკაში გელოდები ორზე“
ხუჭუჭა
„დილამშვიდობისა, კარგი ორზე შევხვდეთ“
ცოტახანში ფეხზე წამოდგა და წასასვლელად დაიწყო მზადება, პუნქტუალობით დიდად ვერ დაიკვეხნიდა, ასე რომ დღესაც ცოტა დააგვიანა. ანდრია ყოველთვის ბიბლიოთეკის წინ ხვდებოდა ხოლმე და ერთად შედიოდნენ ბიბლიოთეკაში, მაგრამ ახლა არავინ დახვედრია გარეთ, ცოტა ეწყინა კიდეც, თუმცა მაინც შევიდა, რაღაც უცნაურად გამოიყურებოდა ბიბლიოთეკა, ხალხი საერთოდ არ იყო, მხოლოდ თაროებს შორის დალანდა ნაცნობი ფიგურა რომელიც მისკენ მიდიოდა ნელი ნაბიჯებით... მიუახლოვდა, ხელი ჩაკიდა და უთხრა:
-ნიტა, მინდა რაღაც გითხრა და გთხოვ ბოლომდე მომისმინე...
გაოცებული იყო ნიტა, დაახლოებით ხვდებოდა რაც უნდა ეთქვა ანდრიას მაგრამ მაინც აცადა სანამ არ დაამთავრებდა.
თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს და როგორც იქნა ათასი ნერვიულობის და მილიონჯერ სიკვდილის შემდეგ როგორც იქნა ხმა ამოიღო ანდრიამ:
ნიტა, პირველად როცა ერთმანეთს შევხვდით, ბიბლიოთეკისკენ მოდიოდი შენც და მეც, ფეხი აგიცდა ყინულზე და მე დაცემისგან გადაგარჩინე, მაშინ როცა შენი თვალები დავინახე მივხვდი რომ სამყაროს სადაც მხოლოდ ჩვენ ვიქნებოდით სხვა თვალებში ვერ დავინახავდი ასე კარგად, მერე როცა ბიბლიოთეკაში მოვედით, შენ სიამაყე და ცრურწმენა აიღე წასაკითხად მე კი წითელი და შავი, მხოლოდ რამდენიმე გვერდი წავიკითხე და დარჩენილი ერთი საათი შენ გიყურებდი და ემოციებს ვაკვირდებოდი, ძალიან მომეწონე, მეორე დღესაც შევხვდით და ყავაც დავლიეთ კაფეში.
ჩვენი ბიბლიოთეკაში შეხვედრა თანდათან ყოველდღიურობად გადაიქცა და შენ, შენი უბრალოებით, თავშეკავებულობით ჩემში მხოლოდ მოწონება კი არა ყველაზე სპეტაკი და წმინდა გრძნობა გააღვიძე... - აქ ცოტა შეჩერდა-გაზაფხულთან ერთად ჩემში შენდამი სიყვარული გააღვიძე.
ვიცი, რომ ლამაზი სიტყვები სულაც არაა და შეიძლება ხვალ აღარც გახსოვდეს, მაგრამ მინდა იცოდე რომ მიყვარხარ, ყველაფრის და მიუხედავად მიყვარხარ, არ მაინტერესებს ვინ რას იტყვის იმაზე რომ თითქმის ხუთი წლით უფროსი ხარ ჩემზე, ხელს სულაც არ მიშლის ეს ფაქტი რომ მიყვარდე, არ ვიცი შენ რას ფიქრობ ამაზე ან საერთოდ გრძნობ თუ არა რამეს ჩემს მიმართ მაგრამ მე ნამდვილად აღარ შემეძლო მეტხანს შემენახა ეს გრძნობა გულში.
-არ ვიცი რა უნდა გითხრა...
-შემიძლია დაგელოდო... სიცოცხლის ბოლომდეც კი...
-მოდი ყველაფერს ნუ გავართულებთ დატოვოთ ისე როგორც არის... არ მინდა ვინმემ იჭორაოს..-ანდრია როგორ არ მოსწონდა, მაგრამ ის აშინებდა მასზე ხუთი წლით უფროსი რომ იყო, ვერ იღებდა გადაწყვეტილებას, არ იცოდა რა უნდა ექნა. ანდრისაგან შეიძლება ითქვას ელოდა ამ სიტყვებს, აბა რა ეგონა, რომ ეპრანჭებოდა, რა იცოდა თუ მასზე უნცროსი აღმოჩნდებოდა.
-კარგი, მაგრამ იცოდე რომ არავის მივცემ უფლებას არც ახლა და არ მომავალში, რომ ჩვენზე რამე ზედმეტი თქვან... ჩემთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ის რომ შენ ჩემზე უფროსი ხარ...
-ნონა დეიდა სად არის?-ეცადა თემა შეეცვალა, რომ დაძაბულობა აღარ ეგრძნო.
- ცოტახნით გასულია.
-აამ... კარგი, მაშინ მე წავალ და გთხოვ ყველაფერი ისე დავტოვოთ როგორც არის, შეიძლება შენთვის არ არის პრობლემა ის რომ შენზე უფროსი ვარ, მაგრამ ჯერჯერობით მიჭირს გადაწყვეტილების მიღება.
-გინდა გაგაცილებ? თან ყავაზე გეპატიჟები...
-არ გეწყინოს ანდრი მაგრამ ახლა ფიქრი მჭირდება.
-გასაგებია... ნახვამდის.
უკან მოუხედავად დატოვა ბიბლიოთეკა, ნიტა კი გაშტერებული დატოვა და როცა საერთოდ გაქრა მისი თვალთახედვის არიდან მხოლოდ მაშინ ჩამოუგორდა ორი წყვილი ცრემლი, ხელიც კი ვერ გაანძრია რომ ცრემლები მოეშორებინა,
თავის თავს ეუბნებოდა: ნიტა ეს რა გააკეთე? რატომ ეპრანჭებოდი, ხო იცოდი რომ გულს ატკენდი, რატომ არ შეიცოდე? როგორ ხარ ასეთი სასტიკი?
რატომ არ შეგიძლია ერთხელ მაინც დაივიწყო რას ფიქრობს ხალხი და ბედნიერი იყო?
როგორც იქნა იპოვა საკუთარ თავში ძალა, რომ ცრემლები შეემშრალებია და გარეთ გასულიყო. ბიბლიოთეკიდან გამოვიდა, თვალები სიცივემ აუწყლიანა და აუწვა. თავადაც წუხდა რომ გული ატკინა ანდრიას, მოსწონდა, ძალიან მოსწონდა მაგრამ თან ეშინოდა, რომ რაც წლები გავიდოდა და ასაკი მოემატებოდა ანდრიას აღარ ეყვარებოდა, მობეზრდებოდა და მიატოვებდა. გავიდა ერთი კვირა, ყოველ დღე ბიბლიოთეკაში მიდიოდა იქნებ იქ ყოფილიყო და დალაპარაკებოდა, ნიტას ხომ არ უთქვამს საერთოდ აღარ მინდა შენთან რამენაირი ურთიერთობაო?
ერთხელაც არ გამოჩენილა ბიბლიოთეკაში, ერთხელაც არ მოუკითხავს, არ მიუწერია არადა როგორ ელოდა რომ მიწერდა.
მთელი ექვსი თვე ისე გავიდა რომ ერთხელაც არ დაუნახავს სადმე, როცა ენატრებოდა ხოლმე ფოტოებს ნახულობდა ტელეფონში და ასე იქარვებდა მონატრებას.
ანდრიას გაუჩინარების შემდეგ ბევრი რამე შეიცვალა ნიტა ჯაფარიძის ცხოვრებაში, თუნდაც ის რომ დაფიქრდა და მიხვდა, თუ ის მწვანე თვალება ბიჭი, რომელიც ხუჭუჭას ეძახდა მის გვერდით არ იქნებოდა არ ექნებოდა მის ცხოვრებას აზრი, მერე რა რომ მასზე უფროსი იყო, სანამ ანდრია იყო მის ცხოვრებაში საერთოდ აღარ ახსოვდა რომ მასზე უფროსი იყო, იმდენად განსხვავებული იყო ეს ოაზისისფერ თვალებიანი ბიჭი, რომ გონებიდან ვეღარ იგდებდა მის სიტყვებს, ახსოვდა ყველა მისი გამოხედვა, ყველა ემოცია, გაღიმება და ის სიტყვები... როგორ დაავიწყდება ის სიტყვები სიყვარული რომ აუხსნა.
ბოლოს როცა იმედი გადაეწურა, მეტროში ჩასულს ესკალატორზე საპირისპირო მიმართულებით მიმავალი შეხვდა, თვალებს ვერ უჯერებდა, ერთი ორჯერ მოისრისა და ჩუმად მკლავზეც კი იბწკინა, ნეტავ სიზმარში ხო არ ვარო, მაგრამ როცა იგრძნო რომ ცხადში ხდებოდა ყველაფერი, ცოტაღა აკლდა სიხარულით რომ არ ეკივლა, ქვემოთ ჩამოირბინა და ეცადა ანდრიას წინ დახვედროდა მაგრამ ხალხის ბრბოში ისევ დაკარგა, გული ეტკინა, უნდოდა ენახა და მაგრად გაელანძღა მთელი ექვსი თვე რომ არ გამოჩნდა. რაღას იზავდა ისევ ესკალატორს მიუბრუნდა მაგრამ უცებ ვიღაცას შეეჩეხა და ლამის დაეცა, რომ კვლავ ძველებურად გადაარჩინეს,
სანამ სახეზე შეხედავდა ვინ იყო მისი მხსნელი, ხმა გაიგონა: “ხუჭუჭა სანამ ცოლად მოგიყვან სიარული უნდა გასწავლო“
-რა?-თვალები დაქაჩა გოგონამ, ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა თუ მის წინ ის ბიჭი იდგა რომელსაც წყლიანი მწვანე თვალები ქონდა, შავი თმა და რომელიც ხუჭუჭას ეძახდა, ვერ იჯერებდა თუ მის წინ ანდრია იდგა, ის გიჟი და გადარეული ანდრია, რომელსაც გამხდარი, მაგრამ ძლიერი ხელები ქონდა, ვერ იჯერებდა თუ იმ ბიჭს ხედავდა რომელმაც ასე ძალიან შეაყვარა თავი და დაავიწყა ყველაფერი, დაავიწყა ისიც რომ მასზე თითქმის ხუთი წლით დიდი იყო.
-ანდრია?
-გისმენ ნიტა
-პირობა შეასრულე?
-კი პირნათლად ვასრულებ... - ოდნავ ჩაეღიმა.
-სალაპარაკო გვაქვს... იქნებ დამეხმარო და წამომაყენო.
წამოაყენა თუ არა ნიტამ ხელი ჩაავლო და იმ ქუჩისკენ გააქცუნა სადაც პირველად შეხვდნენ ერთმანეთს.
-ანდრია რამდენიმე თვის წინ შენ მითხარი რომ გიყვარვარ და ასაკი არ შეგიშლის ხელს ჩემს სიყვარულში, მაგრამ ასაკი ჩემთვის ხელის შემშლელი აღმოჩნდა... მაპატიე, რომ მეც იგივეთი ვერ გიპასუხე... მეშინოდა, რომ რაც ასაკი მომემატებოდა მოგბეზრდებოდი და ყველაფერი გაფუჭდებოდა, მაგრამ ახლა არ მაღელვებს ვინ რას იტყვის რადგან შენ ამ 22წლის ბიჭმა რაღაც ისეთი სენი შემყარე რასაც მთელი ცხოვრება ვერ მოვიშორებ და არც მინდა რომ ამ სენისგან განვიკურნო... ეს სენი კი სიყვარულია... მეც მიყვარხარ ანდრია.
მერე იყო ყოველი ერთად გატარებული წამი, ბიბლიოთეკაში ერთად ისხდნენ და ერთ წიგნს კითხულობდნენ მოკლედ მშვენიერ დროს ატარებდნენ ერთად.
ერთ დღეს ანდრიამ უთხრა რომ მისი მშობლების გაცნობა უნდოდა და აირჩიეს დღე, რესტორანში შეხვდნენ ერთმანეთს, ძალიან მოეწონათ ნიტას მშობლებს ანდრია... ცოტა ილაპარაკეს, ნიტას ბავშვობაზე მოუყვნენ და ვიდრე რესტორანს დატოვებდნენ ანდრიამ თქვა რომ რაღაც ქონდა სათქმელი,
-მინდა რომ თქვენ ბატონო დავით, რაღაც მნიშვნელოვანი გკითხოთ-ცოტა ნერვიულობა დაეტყო-თქვენ იცით რომ მე და ნიტას ერთმანეთი გვიყვარს და მინდა ეს სიყვარული უფრო ოფიციალური გავხადო, ასე რომ-რაღაცის ძებნა დაიწყო-მინდა თქვენი ქალიშვილის ხელი ვითხოვო, თუ რა თქმა უნდა ნიტა თანახმა იქნება,
-ნიტა გამომყვები ცოლად?
ნიტამ ტირილი დაიწყო, უკვე ზლუქუნებდა, ძლივს დაწყნარდა და ცალ მუხლზე დაჩოქილ ანდრიას ხელი ჩაკიდა და წამოაყენა, კიდევ წამოუვიდა ცრემლები და ახლა უკვე ანდრიამ შეუმშრალა და თან ჩუმად უთხრა: “სანამ ცოლად მოგიყვან ტირილს უნდა გადაგაჩვიო“. გაუღიმა და კიდევ ერთხელ კითხა-თანახმა ხარ?
-თანახმა ვარ.
-ჩემი თანხმობა სულაც აღარაა საჭირო.
- გილოცავთ. - ერთ ხმად თქვენს ნინომ და დავითმა.
ორ თვეში ქორწილიც გადაიხადეს და ყველაზე ემოციური მომენტიც დაიმახსოვრეს თავიანთ ცხოვრებაში.
ეს მომენტი კი მაშინ დადგა როცა საქორწინო აღთქმა დადეს და სიკვდილამდე ერთგულება შეჰფიცეს ერთმანეთს.
ეს დღე იყო ყველაზე ნათელი და ბედნიერი მათ ცხოვრებაში და იმ დღიდან ყოველი დღე ბედნიერი და სიყვარულით სავსე ქონდათ.
იხსენებდნენ ამ ყოველივეს და კიდევ უფრო უყვარდებოდათ ერთმანეთი.
რაც მთავარია არ უწევდათ იმაზე ლაპარაკი რომ მობეზრდათ ყოველდღიურობა და არც იმას ითვლიდნენ რამდენჯერ დარეცხა ჭურჭელი ქალმა, ან როგორ გააბრაზეს სამსახურში ქმარი, არ უკვირდებოდნენ სარეცხის მანქანა მარჯვნიდან მარცხნივ ტრიალებდა თუ პირიქით მარცხნიდან მარჯვნივ, რადგან არ უწევდათ ყოველდღიურობისთვის გაძლება.



№1 სტუმარი Ana-maria

მომეწონა ეს ჩანახატი,თითქოს ანდრიას და ნიტას მთელი ცხოვრება დაიტია. წარმატებები და ველი ახალ ჩანახატებს.უფრო დიდ ისტორიებსაც სიამოვნებით დაველოდები

 


№2  offline წევრი NiLLoIyA

Ana-maria
მომეწონა ეს ჩანახატი,თითქოს ანდრიას და ნიტას მთელი ცხოვრება დაიტია. წარმატებები და ველი ახალ ჩანახატებს.უფრო დიდ ისტორიებსაც სიამოვნებით დაველოდები

უღრმესი მადლობა❣️
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გითხრა, რომ ჩემი რომანის რომელიც ჯერ წერის პროცესში პირველი და მეორე თავები არის ატვირთული და შეგიძლია ჩემს გვერდზე ნახო თუ სურვილი გექნება❣️

 


№3 სტუმარი Ana-maria

წავიკითხავ აუცილებლად. წარმატებები

 


№4  offline წევრი NiLLoIyA

Ana-maria
წავიკითხავ აუცილებლად. წარმატებები

კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა❣️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent