შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოგისმენ ყველანაირს


3-03-2022, 10:47
ავტორი NiLLoIyA
ნანახია 8 820

მოგისმენ ყველანაირს...
თუნდაც, ბოლო დონეზე გაბრაზებული მოხვიდე და დაამტვრიო ყველაფერი, მაინც წყნარად დავჯდები, დაველოდები, როდის დამშვიდდები და როდის გადაგივლის სახეზე სიწითლე.
მოგისმენ ყველანაირს...
ატირებულიც რომ მოხვიდე, დაგამშვიდებ და მერე გეტყვი, რომ შეგიძლია მენდო...
მენდო ყველანაირს...
შეგიძლია მესაუბრო ყველანაირ საკითხზე.
ვიცი როგორ გიყვარს მანქანის საბურავების ღრჭიალის ხმა და თუ სურვილი გაქვს, შეგიძლია მანქანებზეც მესაუბრო...
მითხრა ყველაფერი მე კი თვალებანთილი მოგისმენ და ხელს არ შეგიშლი.
მაგრამ, როცა დაამთავრებ გეცოდინება, რომ საერთოდ ვერ მივხვდი რა მითხარი და შენთვის ჩაგეღიმება.
მერე, მოინდომებ, რომ სპანჯბობი ვიყუროთ.
მე ეს მულტფილმიც არ მიყვარს, მაგრამ მაინც დიდი ინტერესით შევხედავ ეკრანს რადგან
მინდა, რომ გაგახარო.
ფეხბურთსაც სიამოვნებით ჩავუჯდები...
წინ დავიდებ
პოპკორნით ავსილ პატარა თასს და ტელევიზორის ეკრანს შევხედავ
შენ კი ისე იქნები ჩართული თამაშში რომ ჩემს უაზრო კითხვებსაც კი ვერ გაიგონებ,
მანამ, სანამ არ გკითხავ ‘ჩვენ ვის მხარეს ვართ?’
შენ გაფართოებული თვალებით შემომხედავ, მერე კი, ბოლო ხმაზე გადაიხარხარებ,
‘ამდენ ხანს ნეტა რას გებულობდიო?’
მკითხავ და ლოყებს გამიწელავ.
‘მეტკინა, საზიზღარო’ გპასუხობ მე და ვიბუტები.
ამაზე კიდევ უფრო გეცინება და ფეხბურთს თავს ანებებ.
დგები და ცდილობ მე წამომაყენო მაგრამ კიდევ უფრო ვჯიუტდები,
შენ თავს მანებებ და მიდიხარ.
თუმცა ჩემი საყვარელი შოკოლადით ბრუნდები უკან და მეც იმ წამსვე მავიწყდება გაბუტული რომ ვიყავი.
გპირდები რომ მოგივლი და ყურადღებას მოგაქცევ ყველანაირს.
აი მაშინაც კი არ წავალ შენგან როცა ხელჯოხით ხელში სავარძლამდე მოსვლა გაგიჭირდება,
მხარში ამოგიდგები როცა მხედველობა აღარ გექნება და სიარულს ვერ შეძლებ,
არ მიგატოვებ მაშინაც კი როცა გავიგებ რომ დრო სულ ცოტა დაგრჩა,
როცა გავიგებ რომ მავნე დაავადება გჭამს და ბოლოს გიღებს,
არ დაგანახებ ჩემს ცხელ ცრემლებს,
შენს გამო რომ დავღვრი,
არ მინდა რომ კიდევ უფრო განერვიულო,
იცი?
არც მაშინ მიგატოვებ როცა უკვე ბოლო სიტყვების თქმაღა დაგრჩება,
არც მაშინ დაგტოვებ როცა გავიგებ რომ მარტო დამტოვე,
თვალებდახუჭულს და გაყინულსაც არ მიგატოვებ შენს ახლოს დავჯდები და მწარედ ვიტირებ,
იმიტომ არა რომ მიმატოვე,
შენი ტანჯვის ყოველდღე ყურებას ალბათ მაინც ასე სჯობდა.
ვიტირებ იმის გამო რომ მოგონებები მრჩება საგზლად და მეტი აღარაფერი...
საერთოდ არაფერი...
ვიტირებ ჩვენი სიყვარულის გამო...
და ბოლო გზაზეც არ დაგტოვებ, მიგაცილებ გაყინულ მიწასთან და აზლუქუნებულს უკან წამოიყვანენ.
არ მიგატოვებ სანამ სიარული შემიძლია სანამ ხელჯოხი მიჭირავს და სანამ ცოტა ძალა მაქვს ხელებში ეტლის ბორბლების გადასატრიალებლად.
მაგრამ როცა დამავიწყდება ვინ ვარ
და აქ რა მინდა მაშინ მემახსოვრება სწორედ შენ სახელი და ისიც თუ როგორ გამშვიდებდი სიწითლემდე გაბრაზებულს,
როგორ ვიჯექი შენს გვერდით და ვუყურებდი სპანჯბობს,
მერე კი ფეხბურთს და გისვამდი ათას უაზრო კითხვას,
შენი სიცილიც მემახსოვრება ლამის ტირილამდე მისული.
შეიძლება დამავიწყდეს ჩემი თავი და ის თუ ვინ ვარ და რა მქვია მაგრამ ვერასოდეს დაგივიწყებ შენ და შენს ნალაპარაკევს მანქანაზე რომლის ბორბლების ღრჭიალის ხმაც გიყვარს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent