შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაიმახსოვრე ფოთოლცვენა


4-03-2022, 08:22
ავტორი NiLLoIyA
ნანახია 195

დიდი დრო არ გასულა იმის შემდეგ რაც დაღამდა, ხალხიც აღარსად ჩანდა, მხოლოდ რამდენიმე გამვლელს თუ დაინახავდით ისიც შორიდან.
მდინარის პირას კი ორნი ისხდნენ, გოგონა და ბიჭი, ორივეს თვალი ჰქონდა გაშტერებული, მაგრამ არა ერთმანეთზე არამედ სივრცისთვის და თითქოს ცდილობდნენ რაღაც ისეთი ამოეკითხათ რაც სულ ოდნავ მაინც მიახვედრებდა მათ რომ რა შეცდომაც არ უნდა დაეშვათ მაინც ვერ შეძლებდნენ ერთმანეთისგან შორს ყოფნას.
გოგონა შეირხა, ბიჭისკენ გაიხედა და დალაპარაკება სცადა, მაგრამ ხმა ვერ ამოიღო, უნდოდა პატიება ეთხოვა,
ამის მაგივრად კი უცნაური ბგერები ამოუშვა პირიდან და ბიჭს აიძულა მისთვის შეეხედა. გოგონა ტიროდა ამდენი ხნის ნაგროვებ ცრემლებს ერთიანად აფრქვევდა, ამის დანახვაზე ბიჭს სახე შეეცვალა, დიდი ტკივილი იგრძნო მისი ცრემლების დანახვისას.
გოგონამ თავისი ცრემლიანი თვალებით შეხედა ბიჭს და ძლივს გასაგონად ამოიკნავლა „მაპატიე".
გოგონა ხვდებოდა, რომ მეტს ვეღარ გაუძლებდა, ამიტომ სწრაფად წამოდგა ფეხზე და სირბილით დაუყვა ლამპიონით განათებულ ქუჩას, ბიჭი კი ამ ხნის განმავლობა გახევებული იჯდა და მხოლოდ იმას ხედავდა თუ როგორ გარბოდა გოგონა, ვერ გადაეწყვიტა დადევნებოდა თუ ადგილზე დარჩენილიყო.
მთელი გზა ტიროდა გოგონა.
სახლს რომ მიუახლოვდა მხოლოდ მაშინ შეიმშრალა ცრემლები.
კარი შეაღო და პირდაპირ თავის ოთახში ავიდა, აქ კი ნამდვილად ვეღარ შეძლო ცრემლების შეკავება, საწოლზე დაემხო, თავი ბალიშში ჩარგო და მწარედ ატირდა, მთელი ღამე ტიროდა, დილით კი როცა დედამ მიუკაკუნა გოგონამ ოთახიდანვე გაძახა:
-დეე, ცუდად ვარ და დღეს სკოლაში წასვლას ვერ შევძლებ,
მაგრამ არ ინერვიულო შენ წადი სამსახურში.
-კარგი... მაგრამ არაფერი გჭირდება?
-არა.-უპასუხა დაუყოვნებლივ.
ქალი დიდი ყოყმანის შემდეგ მოშორდა კარს.
გოგონა არც კი წამომდგარა საწოლიდან, თვალები საშინლად ეწვოდა ტირილისგან, შესაძლებელი რომ ყოფილიყო ბუდეებიდან ამოიღებდა და არც დაფიქრდებოდა ისე მოისვრდა ჯანდაბისკენ.
მეგობარსაც ვერ შეაწუხებდა არ უნდოდა ვინმეს მის გამო ენერვიულა, ყველაფერს მოგვიანებით მოუყვება.
თითქმის ერთი კვირა გავიდა იმ ამბის შემდეგ, ყველამ ყველაფერი გაიგო და ცდილობდნენ დახმარებოდნენ, მაგრამ გოგონა ოთახში იყო ჩაკეტილი და კარს არავის უღებდა.
თუმცა ბიჭი გარეგნულად არაფერს იმჩნევდა შინაგანად ძალიან ცუდად იყო, ღელავდა, მაგრამ უნდოდა გოგონა დაევიწყებინა ამიტომ ყოველ დღე სვავდა და კლუბებში ათენებდა და აღამებდა, ამის მიუხედავად კი ვერა და ვერ ამოიგდო თავიდან ან როგორ შეძლებდა მის დავიწყებას, მას ხომ უყვარდა, სამყაროზე და საკუთარ თავზე მეტადაც კი.

***
   არაფერი იცვლებოდა იმის გარდა, რომ დღითი დღე ყველაფერი უარესდებოდა, ერთი წამით მაინც რომ შეგეხედათ მისთვის ძალიან შეგეცოდებოდათ, ახლა მართლა  არავინ ისურვებდა მის ტყავში ჩაძვრომას.
   თენდებოდა ახალი დღე, ყველას ცხოვრებაში იცვლებოდა რაღა, მაგრამ მათი ცხოვრება ჩვეულ კალაპოტს ვერა და ვერ დაუბრუნდა.
   გადიოდა დღეები, კვირეები, თვეები და თითქმის მთელი წელი გავიდა იმ ამბის შემდეგ, გოგონა დეპრესიაში ჩავარდა და სულ რაღაც ორი თვის წინ გამოაბიჯა ოთახიდან, მაგრამ ქუჩაში ჯერ არ გასულა, რადგან არ უნდოდა შეხვედროდა ბიჭს რომელიც სიცოცხლეზე მეტად უყვარდა, მაგრამ არსებობდა ერთი კითხვა:„რას გრძნობდა ბიჭი? “
თუმცა უაზრო კითხვების მოშორება აიძულა მეგობარმა და ერთ მზიან დღეს გარეთ გაიყვანა.
ძალიან უჭირდა, მაგრამ მეგობარსაც ვეღარ დაკარგავდა თავისი სიჯიუტის გამო, ეს იყო მიზეზი იმისა, რომ იდგა მის გვერდით და სახლის ზღურბლს აბიჯებდა.
   იმედი ქონდა, რომ დღეს მაინც ვერსად ნახავდა, თუმცა სწორედ ასეთ დროს არის ცხოვრება სიურპრიზებით სავსე.
   ფიქრებში გართულმა ვერც კი შეამჩნია, როგორ მივიდნენ პარკში.
-აი აქ დავსხდეთ–უთხრა მეგობარმა და პირველი თვითონ დაჯდა.
-ლამაზი ადგილია–და გოგონამ პირველად გაიღიმა ამ ხნის მანძილზე.
-ჰო, ძალიან მიყვარს აქ ყოფნა. გვიან შემოდგომაზე ანუ ახლა ყველაზე ლამაზია აქაურობა.
ასე საუბრობდნენ რამდენიმე საათი უკვე წასვლას აპირებდნენ, ზურგს უკან რომ ნაცნობი ხმა გაიგონა გოგონამ.
ძალიან სწრაფად მიაბრუნდა თავი იმ მიმართულებით საიდანაც ხმა მოდიოდა, თუმცა რომ ვერავინ დაინახა იფიქრა, რომ მოეჩვენა და თავის თავს ეუბნებოდა 'ახლა ყველაგან უნდა მოგეჩვენოს?' მაგრამ სულ რამდენიმე წამში დარწმუნდა, რომ ნათლად ხედავდა
ბიჭს, რომელსაც ამ ხნის მანძილზე გაურბოდა.
ბიჭს, რომელიც ეგონა გადაიყვარა,
მაგრამ გაიგონა მისი ხმა და შიშისგან დააჭყიტა თვალები.
დაინახა და ისევ ისე ძლიერად აუძგერდა გული.
   უკვირდა, როგორ შეეძლო ამ ბიჭს ამდენი ხნის შემდეგაც ემოქმედა მასზე.
უყურებდა და თვალს ვერ აშორებდა...
უყურებდა და ხვდებოდა, რომ ისევ უყვარდა...
უყურებდა და მონატრებას გრძნობდა...
უყურებდა და მზად იყო გაქცეულიყო, ჩახუტებოდა და დაევიწყებინა ყველაფერი...
მზად იყო ეპატიებია...
    მაგრამ არსებობდა ერთი დიდი კითხვის ნიშანი,
'რას გრძნობდა ბიჭი?' 
'ისევ უყვარდა გოგონა?'
'შეძლებდა ეპატიებია ყველაფერი?'
ფირივით ატრიალებდა ამ კითხვებს გონებაში და პასუხები ჯერ კიდევ არ იცოდა.
მაგრამ არსებობდა ადამიანი, რომელმაც მხოლოდ კითხვები კი არა, პასუხებიც იცოდა ამ კითხვებზე. ეს ადამიანი კი ნელ-ნელა უახლოვდებოდა გოგონასა და მის მეგობარს.
   ბიჭს უნდოდა, რომ დალაპარაკებოდა.
ეთქვა, რომ ყველაფერი აპატია მას და საკუთარ თავსაც და რომ ისევ ძალიან უყვარს.
უნდოდა ეთქვა, რომ მთელი ეს დრო მხოლოდ მასზე ფიქრში გაატარა.

-გამარჯობა–ძლივს გაბედა ბიჭმა ამ ერთი უბრალო სიტყვის თქმა.
და მხოლოდ ამ ერთი უბრალო ცხრა ასოიანი სიტყვით მოახერხა, რომ გოგონა ადგილზე გაეყინა და გული აეჩქარებინა.
-გამარჯობა–მიესალმა გოგონას მეგობარი და აფორიაქებულ გოგოს გახედა და ანიშნა მისალმებოდა.
-გამ... გამარჯობა–ძლივს ამოთქვა გოგონამაც.
-შეიძლება? –და სკამზე ანიშნა.
ეკითხებოდა შეეძლო თუ არა მის გვერდით დამჯდარიყო.
-კი, კი დაჯექი... ჩვენ უკვე მივდივართ და შეგიძლია დაჯდე–ნერვიულად გახედა მეგობარს.
-არა–სწრაფად წარმოთქვა ბიჭმა–მოიცადე მინდა, რომ ვილაპარაკოთ.
გოგონა დაიბნა არ იცოდა რა ეთქვა–დღეს და ამ ადგილას?
-ჰო, თუ პრობლემა არ გაქვს დღეს, ამ მომენტში და სწორედ ამ ადგილას მინდა, რომ ვილაპარაკოთ.
-კარგი?–კითხვასავით გაისმა გოგონას ხმა.
-თუ შეიძლება... მარტო–გოგონას მეგობარს გახედა.
-ოჰ, რა თქმა უნდა... ერთ საათში გამოგივლი–დაიძახა უკვე წასულმა და ფეხს აუჩქარა.
    პირველი სიტყვის თქმა ისევ ბიჭმა გაბედა.
ეს სიტყვები კი იყო:'როგორ ხარ?'
-კარგად
-მატყუებ–უთხრა ბიჭმა და პირდაპირ თვალებში ჩახედა.
-არ გატყუებ...მართლა კარგად ვარ–და სახე აარიდა.
-კარგი რა, იმაზე კარგად გიცნობ, ვიდრე შენ ცნობ საკუთარ თავს. ამიტომ ჩემთან მსგავსი ტყუილები არ გაგივა.–და ისევ ბიჭმა განაგრძო.
-იმ დღის მერე, როცა შენ ჩემს თვალწინ ბოლოჯერ იტირე და გაიქეცი თავს ძალიან ცუდ ადამიანად ვგრძნობ...
-გთხოვ... არ გვინდა იმის გახსენბა რაც უკვე მოხდა. მე უკვე დავივიწყე.
-არა, ბოლომდე მათქმევინე.
თქვიდან ძალიან მინდოდა შენი დავიწყება, მაგრამ რომ ვერ შევძელი, გესმის? ვერ შევძელი რომ დამევიწყებინე... იცი რატომ? იმიტომ რომ ყოველ დღე მოვდიოდი შენთან, მინდოდა მენახე და გელაპარაკა, მაგრამ როცა მოვდიოდი მეუბნებოდნენ, რომ სახლში არ იყავი.
მე კი ყოველ ღამე მესმოდა შენი ტირილისგან ჩახლეჩილი ხმა, მესმოდა როგორ ტიროდი და ღმერთს ეხვეწებოდი დაგვიწყებოდა ყველაფერი.
მესმოდა ეს ყოველივე და კიდევ უფრო ვტყდებოდი, შიგნიდან მჭამდა ის აზრი, რომ ვერასოდეს ვეღარ დაგიბრუნებდი.
     გოგონას ბიჭის სიტყვები და ცხელი ცრემლები უსველებდნენ სახეს.
-ჩემთვის არავის უთქვამს, რომ ჩემს სანახავად მოდიოდი–ისე ამოირჩურჩულა გოგონამ რომ ბიჭის ყურამდე მიეღწიათ სიტყვებს.
-ვიცი, მაგრამ სანამ სამუდამოდ დავშორდებით მინდა, რომ რაღაც გითხრა.
თუ ახლა არ გეტყვი მერე მთელი ცხოვრება ვინანებ და ძალიან გთხოვ არ გამაწყვეტინო.
-კარგი... გისმენ–უპასუხა გოგონამ და ცრემლები შეიმშრალა.
-მზად ვარ დავივიწყო ყველაფერი რაც ამ ერთი წლის მანძილზე მოხდა, დავივიწყო ის ცრემლები, ის ტკივილი და ღამეები რაც შენს ფანჯრებთან ტირილში გავატარე. (ბევრი ამბობს რომ ბიჭებს არ შეუძლიათ ტირილი და გრძნობების ამ გზით გამოხატვა მაგრამ ნუ შეცდებით და დაიჯერებთ ამ სისულელეს. არსებობენ ისეთი ბიჭებიც რომელთანც შეუძლიათ ტირილი.)
მზად ვარ გაპატიო ყველა წყენა თუ დამიბრუნდები. მე ყველაფრისთვის მზად ვარ თუ ვერ მაპატიებ გაგიგებ და წავალ შენი ცხოვრებიდან... სამუდამოდ.
-არ მინდა რომ წახვიდე.
-ყველაფრისთვის მზად ვარ... რადგან ეს მე დავიმსახურე.
-კარგი–ახლა მე მომისმინე–პირველ რიგში არ მინდა, რომ წახვიდე.
შენ ყოველთვის იმ დღემდე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ნათელი წერტილი იყავი და მინდა, რომ დღეიდან ისევ ისე გაგრძელდეს, როგორც წარსულში იყო.
მინდა,რომ როცა დილით თვალებს გავახელ უშენობა არ მტკიოდეს.
მინდა, რომ ზაფხულზე გვირილის გვირგვინს მიწნიდე.
შემოდგომაზე კი პირველ და უკანასკნელ ფოთოლცვენას ერთად ვუყურებდეთ და ვიმახსოვრებდეთ რომელი ფოთელი ჩამოვარდა პირველი და რომელი ბოლო.
მინდა, რომ ზამთარში თბილ ოთახში ვისხდეთ და მიკითხავდე უკვე მრავალჯერ წაკითხულ „პატარა პრინცს“.
გაზაფხულზე კი ენძელას კონით ხელში მოდიოდე ჩემთან და მიწისფერ თმაში მიბლანდავდე მათ.
აი სულ ესაა რაც მინდა, გესმის?!
მინდა, ყველაფერს ისე ვაკეთებდეთ როგორც წარსულში.  
     და როგორც იქნა პირველად შეხედა ყველაფრის მერე ბიჭის შემოდგომისფერ თვალებს და მიხვდა, რომ ამ თვალების გამო ყველაფერს დათმობდა.
    ბიჭმა ვეღარ გაიგო ამ სიტყვების შემდეგ რა შეიძლებოდა გაეკეთებინა და გოგონა ჩაიხუტა, ისე ძლერად, რომ სუნთქვაც კი შეეკრა.
-ისევ ერთად?–კითხა ბიჭმა.
-ისევ ერთად.
     და აი ბოლო ფოთელიც ჩამოვარდა.
-დაიმახსოვრე?–კითხა ბიჭმა და გოგონას ზემოდან დააცქერდა.
-დავიმახსოვრე–უპასუხა გოგონამ და კიდევ უფრო ჩაეკრა მონატრებულს.



№1 სტუმარი Ana-maria

პატარა და ლამაზი ისტორია. დიდი სიყვარული რომ დაიტია ისეთი ისტორიაა. კარგი იყო. საერთოდ კარგად წერთ. წარმატებები

 


№2  offline წევრი NiLLoIyA

Ana-maria
პატარა და ლამაზი ისტორია. დიდი სიყვარული რომ დაიტია ისეთი ისტორიაა. კარგი იყო. საერთოდ კარგად წერთ. წარმატებები

მადლობა ამ სიტყვებისთვის ბევრს ნიშნავს❣️
მიხარია, რომ მოგწონთ ჩემი შემოქმედება????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent