შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი თავის სიკვდილი მამცნეს...


5-03-2022, 11:37
ავტორი NiLLoIyA
ნანახია 352

შენ მითხარი რომ არ მომიწევდა უშენო დღეების შეყვარება,
მითხარი, რომ უშენობა საერთოდ არ შემაწუხებდა,
ჩემი ცოდვები არ დამამძიმებდა,
ყოველდღიურობა მხრებზე ლოდებივით არ ჩამომეკიდებოდა,
რომ ჩემს მხრებზე მხოლოდ გაზაფხულისფერი კაბა იქნებოდა მორგებული და ისიც ზედმეტად მსუბუქი
ახლა კი ქვიშაში ისე ვარ ჩაფლული რომ მხოლოდ თვალები მეხედება
ჩაწითლებული და წყლიანი, სიყვითლეშეპარული სახე და უფრო ავადმყოფური ფიქრები მაქვს.
უშენობის გაძლება რთული ყოფილა, იმდენად რთულიც კი რომ ზამთრის ცივ უმთვარო ღამეს სარკმლიდან ვუყურებ და ვფიქრობ აი ახლა გამოჩნდება მაცნე და შენს ან ჩემი თავის სიკვდილს მამცნობს.
ძალიან რთული ყოფილა იარების შეხორცება, თანაც ისეთი იარების ჯერაც რომ არ შეხსნილა ბოლომდე და ნელ-ნელა ხსნიან მერე რომ მარილი მომაყარონ და კიდევ უფრო გამიძლიერდეს ჭკუიდან შეშლილის ტკივილები.
შენ მითხარი, რომ საგიჟეთში კარგი ხალხი ცხოვრობენ, ცუდს არაფერს დამიშავებენ, რომ ისინი ყველაზე თბილები და ყველაზე კეთილები არიან, პირველად როცა აქ მომიყვანეს შემეშინდა, მერე რაღაც თეთრი ხალათი ჩამაცვეს და სხვადასხვაფერის ბურთულები მომცეს, მითხრეს ესენი უნდა დალიო და კარგად იქნებიო, არ მჯერა მათი რადგან მარტო ჩამკეტეს და არავის უშვებდნენ. სამი დღის წინ პირველად შემოვიდა ქალი და მითხრა, რომ ექთანი იყო, ვენაში რაღაც გამიკეთა და მერე არაფერი მახსოვს...
შენ მითხარი რომ ბაბუწვერები წერილს მომიტანდნე... შენს გამოგზავნილ წერილს,
არაფერი მოსულა...
არ ვიცი რამდენი თვე ან წელია რაც აქ ვარ მაგრამ ბაბუაწვერას არაფერი მოუტანია ჩემთვის.
მე პეპელას გამოვან წერილს ვიცი რომ ის არ მომატყუებს და ბაბუაწვერებივით არ დაკარგავს ჩემს წერილებს.
გუშინ ვიტირე...
ცრემლები ნიაღვერივით ჩამომდიოდა და ხმამაღლა ვკიოდი, თეთრხალათიანები შემოვარდნენ და რაღაცას უყვიროდნენ ერთამენთს, არაფერი მესმოდა ჩემი ხმის გარდა და ვერაფერს ვგრძნობდი მარილიანი ცრემლების გარდა.
მაშინდელივით რაღაც გამიკეთეს ვენაში და ისევ გავითიშე...
თვალები რომ გავახილე უკვე ღამე იყო, უმთვარო ზამთრის ცივი ღამე,
ჩემი ოთახის სარკმლიდან ვიყურებოდი და ველოდებოდი ველოდებოდი მაცნეს გამოჩენას...
შუაღამე გადადიოდა ცხენის ფლოქვების ხმა რომ მომესმა,
ჩემთვის გავიფიქრე 'მაცნე მოვიდა.'
ბევრი ხვეწნა მუდარის შემდეგ შემოუშვეს.
მოუსვენრობა ეტყობოდა, თვალებში რომ შევხედე მივხვდი რის თქმაც უნდოდა და რასაც ვერ ბედავდა რომ ეთქვა არ ვემეტებოდი ამ ტკივილისვის, ბოლოს ვეღარ მოვითმინე და ვკითხე რა უნდა ეთქვა.
ისევ სარკმელთან დავჯექი და არც შევრხეულვარ მხოლოდ თვალებიდან ჩამომიგორდა წყვილი ცრემლები, რადგან მაცნე მოვიდა და შენი არარსებობა მამცნო, მითხრა რომ შენ არასოდეს ყოფილხარ ნამდვილი, თურმე ჩემი ავადმყოფური ფიქრების ბრალია, რომ შენი არსებობა დავიჯერე.
მითხრა, რომ მხოლოდ მაშინ იქნება კარგად ყველაფერი როცა დავიჯერებ, რომ შენ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი ხარ და რომ ავადმყოფური ფიქრებით გამოგიგონე.



№1 სტუმარი მარგარიტა

მომეწონა, თან ძალიან .
გამოჯანმრთელებას ვუსურვებ…

 


№2  offline წევრი NiLLoIyA

მარგარიტა
მომეწონა, თან ძალიან .
გამოჯანმრთელებას ვუსურვებ…

უღრმესი მადლობა❣️

 


№3 სტუმარი Ana-maria

მომეწონა და გული მეტკინა. არ მინდა გამოგონებული სამყარო,მინდა ნამდვილი იყოს. მინდა ბაბუაწვერამ კარგი ამბავი მოიტანოს. წარმატებები

 


№4  offline წევრი NiLLoIyA

Ana-maria
მომეწონა და გული მეტკინა. არ მინდა გამოგონებული სამყარო,მინდა ნამდვილი იყოს. მინდა ბაბუაწვერამ კარგი ამბავი მოიტანოს. წარმატებები

მადლობა შეფასებისთვის❣️ ძალიან მიხარია ხოლმე კომენტარების მეშვეობით რომ მიფასებთ ნაშრომს, ბევრს ნიშნავს ❣️❣️

 


№5  offline წევრი Angel_tae

ძალიან კარგია!????

 


№6  offline წევრი NiLLoIyA

Angel_tae
ძალიან კარგია!????

მადლობა, მიხარია რომ მოგეწონა❣️❣️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent