შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის მაწანწალა

6-03-2022, 13:05
ავტორი NiLLoIyA
ნანახია 340

მინანია...
იცი რამდენი რამ?
თუნდაც ის რომ ბოლო სიტყვის თქმა არ გადროვე და უკან მოუხედავად წავედი შენი ცხოვრებიდან,
ისე როგორც მოვედი და აგირიე ყველაფერი,
გაიძულე პატიება და სიყვარული.
იცი კიდევ რა მინანია?
უსიტყვოდ რომ დაგტოვე და შენც ვერაფერი გააკეთე ჩემს დასაბრუნებლად,
ალბათ არც გინდოდა...
მე იმდენჯერ გაგიცრუე იმედები,
ზუსტად ვიცოდი ვეღარ შეძლებდი კიდევ ერთხელ გეპატიებინა ჩემთვის.
იცი რამდენჯერ გამახსენდი?
რამდენჯერ მომენატრე და მერე მიტირია?
არა არ იცი, შენ ხომ ჩემთან არ ხარ,
ჩემთან მხოლოდ დიდი სიცარიელეა რომელიც ჭკუიდან შემშლის,
მერე კი როცა დამინახავენ ბავშვებს მომარიდებენ, შეეშინდებათ არაფერი დავუშავო.
ძალიან შემეშინდა რომ ჩემს თავზე მეტად შემიყვარდებოდი და შენ ამას ვერ გაიგებდი, ან არ ისურვებდი რომ გაგეგო და ჩემი სიყვარული დამტანჯავდა.
   ვნანობ...
თუმცა ახლა რა აზრი აქვს უკვე შორს ვარ შენგან და ისიც არ შემიძლია რომ მოგწერო,
გკითხო როგორ ხარ ან რამე ხომ არ გჭირდება,
ვერც ჩემს ამბებს გიყვები,
როგორც ამას მაშინ ვაკეთებდი როცა შენიდან წასვლას არ ვაპირებდი,
ახლა კი იმდენად მიმძიმს შენთვის ამის მოყოლა, რომ ლამისაა დავლეწო ყველაფერი და ჩემს თავს წასვლაზე ვეკამათო.
ყველაფერს ვნანობ, იმასაც მხოლოდ
ფრაგმენტებად რომ დაგიტოვე გულსა და გონებაში,
იმასაც ვნანობ უსიტყვოდ რომ წავედი და დღემდე არ მინახავს შენი თვალები, მაგრამ ეს კიდევ არაფერი ყველაზე მეტად ის ფაქტი მტანჯავს პირობას რომ ვერ გისრულებ.
მე ხომ დაგპირდი რომ "ჩვენს გვირილებს" ერთად შევხვდებოდით მერე შენ გვირგვინს დამიწნიდი და მე მას დაჭკნობამდე არ მოვიშორებდი თმიდან, ახლა კი ცალ-ცალკე ვხვდებით გვირილებს,
მე მას ფურცლებს ვაცლი და ვნატრობ ბოლო ფურცელი „მიყვარხარ" შემრჩეს,
შენ კი ალბათ მათ სხვისთვის კრეფ და სხვისთვის წნავ გვირგვინს.
იცი კიდევ რა მახსოვს?
თითები, რომლებიც ჩემს ხელისგულს ათბობდნენ,
შენი თვალები მახსოვს უფსკრულისკენ რომ მიმაქანებდა და სუსასრულოდ მითრევდა შიგნით.
ხანდახან იმდენად რეალურად გხედავ რომ მგონია ისევ შენთან ვარ და ისევ დამიწნი გვირგვინს და მე მას დაჭკნობამდე არ მოვიშორებ თმიდან, თუმცა არაფერი ცოცხლობს მარადიულად ამ ქვეყნად, ოდესღაც კი ისინიც დაჭკნებიან და თმინდა მოვიშორებ მაგრამ არ გადავყრი,
მე მათ ჩემი ფანჯრის რაფაზე დავდებ, მერე კი ერთად დაველოდებით შენს გამოჩენას.
    ახლა კი ვიხსენებ მთელ ჩვენს ისტორიას და ვნანობ, რადგან მე ვაიძულე საკუთარი თავი დამეტოვებინე,
თუმცა ამის თქმას ახლა აზრი არ აქვს,
რადგან შენთვის მხოლოდ "წარსულის მაწანწალა" ვარ.

-----------------------------------
ძველია, მაგრამ მაინც განსაკუთრებულად მიყვარს...

№1 სტუმარი Ana-maria

ძალიან მომწონს ეს თქვენი პატარა ჩანახატები,ძალიან ემოციური და ბევრს იტევენ. წერის სტილი რომ მომწონს უკვე გითხარით. წარმატებები და მე გელოდებით

№2  offline წევრი NiLLoIyA

Ana-maria
ძალიან მომწონს ეს თქვენი პატარა ჩანახატები,ძალიან ემოციური და ბევრს იტევენ. წერის სტილი რომ მომწონს უკვე გითხარით. წარმატებები და მე გელოდებით

უღრმესი მადლობა, თბილი სიტყვებისთვის. ❣️❣️

№3  offline მოდერი guroo

განწყობა აშკარად უფრო ექსპრესიულია, ვიდრე ტექსტი. ერთხელ და ორჯერ ამ ემოციებთან საზიარებლად აქ შემოჭყეტა ცუდი არ არის, მაგრამ მესამედ, ალბათ, ამის საჭიროებაც აღარ იქნება.
მომეწონა. იმიტომ, რომ ახლა ეს სევდა და დანაშაულის განცდა, დაშვებული შეცდომების აღიარება და გამოტირება მჭირდებოდა.
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ავტორს პოეზიასთანაც აქვს გარკვეული თანაკვეთა.
--------------------
გურამ თხაი რქაი
უჟმურ-ღვარძლიანი.
არაფერია საწყენი, ყველა სიტყვა გაივლის, ისედაც წამოცდენილია და იმიტომ :დ

№4  offline წევრი NiLLoIyA

guroo

პოეზიასთან დაკავშირებით მართალი ხართ, ხოლო რაც შეეხება სხვა დროს კიდევ წაკითხვას თუ არ გინდათ ნუ წაიკითხავთ არავის დაუძალებია. ????

№5  offline მოდერი guroo

NiLLoIyA

არა, არა. სხვანაირად გამიგეთ. მხოლოდ ის ვთქვი, რომ ამ ემოციებს პირველ და მეორე წაკითხვაზე დავჯერდები, მაგრამ ამის შემდეგ უკვე საკმარისი აღარ იქნება. ახლაც ამიტომ მომეწონა-მეთქი.

სხვა დროს არ-წაკითხვით არ დაგმუქრებივართ :)
--------------------
გურამ თხაი რქაი
უჟმურ-ღვარძლიანი.
არაფერია საწყენი, ყველა სიტყვა გაივლის, ისედაც წამოცდენილია და იმიტომ :დ

№6  offline წევრი NiLLoIyA

guroo
NiLLoIyA
guroo
განწყობა აშკარად უფრო ექსპრესიულია, ვიდრე ტექსტი. ერთხელ და ორჯერ ამ ემოციებთან საზიარებლად აქ შემოჭყეტა ცუდი არ არის, მაგრამ მესამედ, ალბათ, ამის საჭიროებაც აღარ იქნება.
მომეწონა. იმიტომ, რომ ახლა ეს სევდა და დანაშაულის განცდა, დაშვებული შეცდომების აღიარება და გამოტირება მჭირდებოდა.
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ავტორს პოეზიასთანაც აქვს გარკვეული თანაკვეთა.

პოეზიასთან დაკავშირებით მართალი ხართ, ხოლო რაც შეეხება სხვა დროს კიდევ წაკითხვას თუ არ გინდათ ნუ წაიკითხავთ არავის დაუძალებია. ????

არა, არა. სხვანაირად გამიგეთ. მხოლოდ ის ვთქვი, რომ ამ ემოციებს პირველ და მეორე წაკითხვაზე დავჯერდები, მაგრამ ამის შემდეგ უკვე საკმარისი აღარ იქნება. ახლაც ამიტომ მომეწონა-მეთქი.

სხვა დროს არ-წაკითხვით არ დაგმუქრებივართ :)

კარგით, გასაგებია

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent