შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აქ რომ იყო ქეთ...


7-03-2022, 12:53
ავტორი NiLLoIyA
ნანახია 202

მინდა ის ჩანახატი გაგიზიაროთ რომელიც ჩემი ცხოვრების ტკივილებს შორის ყველაზე დიდ ტკივილს ეხება.
მეგობარს რომელიც სამი წლის წინ გარდაიცვალა და რომელიც დღემდე ვერ მომინელებია, თითქოს განაჩენივით ჟღერდა ქეთი აღარ არის-ო. ისეთი შეგრძენება მაქვს თითქოს გული მეშლება ნაწილ-ნაწილ და დამერწმუნეთ ყველაზე მძიმეა ამ ტკივილით ცოვრება.
თუ თავი მოგაბეზრეთ მომიტევეთ.
-----------------------------------------------------------

ქეთ სად ხარ?
ქეთ...
ქეთ გესმის?
მომენატრე
სად ხარ?
გული მტკივა ყველაფრის გამო, როგორ მინდა ერთხელ მაინც მქონდეს შანსი შენთან ლაპარაკის, რამდენი რამ მაქვს სათქმელი ქეთ...
10 მარტია...
ხომ გიყვარდა მარტი?
მეც მიყვარს, შენგან დატოვებული სიყვარულით მიყვარს და ეს სიყვარული იმხელაა აქ რომ იყო ორივეს გვეყოფოდა,
აქ რომ იყო...
უძლური ვარ და ჩემი სისუსტე იმდენად მაშინებს აღარ შემიძლია, ვეღარ ვუძლებ ამდენ ტკივილის, ამდენ მონატრებას...
ხომ გაგიგია ყველაზე მწარე წამსვლელი ადამაიანის ნაბიჯების ხმაა-ო.
შენი ნაბიჯები ყველაზე მწარე იყო, ყველაზე ტკივილიანი და სევდიანი.
სიცოცხლით სავსე იყავი და მიკვირს როგორ მოხდა რომ  ასე სწრაფად გვაქციე ზურგი და მხოლოდ მხრებს ვხედავდი, შენსას კი არა იმ ადამიანების მხრებს ვისაც ცივი, საზიზღარი და საძულველი... ტკივილიანი კუბო ქონდათ მხარზე და შენი ცხედარი იმ მხარეს მიქონდათ საეთ გახედვაც ყველაზე მეტად არ გიყვარდა...
ქეთ სად ხარ?
მენატრები გესმის...
ქეთ...
მინდა რომ აქ იყო და მაგრად ჩაგეხუტო...
მარტო მე კი არა ყველას ენატრები, არასოდეს ვლაპარაკობ არ ვამბობ რომ მენატრები არ მინდა ვინმე ამ ტვირთის შემსუბუქებას შეეცადოს და თუ გამოუვა შენი თავის დავიწყებაზე გადავიდეს...
ვერ გადავიტან ქეთ...
შენს წასვლაზე მეტად იმას ვერ გადავიტან შენი დავიწყება რომ მომთხოვონ.
მენატრები...
მესამე წელი სრულდება და მგონია რომ სადღაც ისევ ხარ და შენთან რომ მოვიდე ოთახში ჩამოკიდებული ფოტოს ნაცვლად თავად შენ შემომეგები კარებში.
ამ ფიქრებით ვიძინებ და ვიღვიძებ უკვე სამი წელია და ვერ ვიაზრებ რომ ჩემი ფიქრები რეალობა არაა.
მარტი ხომ გიყვარდა ქეთ?
მეც მიყვარს სიგიჟის თვე...
ისეთი სიყვარულით მიყვარს აქ რომ იყო ორივეს გვეყოფოდა ქეთ...
აქ რომ იყო...
სად ხარ ქეთ?
მენატრები...
ნეტავ იყო...
ნეტავ ჩემთან იყო და არ მიწევდეს ბალიშს ჩახუტებული ვგლოვობდე უშენობას...
ნეტავ იყო და...
ეჰ როგორ მენატრები ქეთ...
როგორ მენატრები...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent