შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღმერთო ჩემი შვილი დამიბრუნე!


8-03-2022, 11:05
ავტორი NiLLoIyA
ნანახია 218

გაიხსნე ყველა დავიწყებული სიტყვა და ემოცია და თავიდან განიცადე, მიხვდები რომ თანდათან ცოცხლდები.
გააცოცხლე შენს თავში ის ვინც დიდი ხნის წინ დამარხეს და მიატოვეს,
ჩუმად ილოცე და ცრემლები სიტყვებს ამოაყოლე და თქვი რომ ბევრჯერ დაეცი, თქვი რომ იგრძენი როგორ გკრეს ხელი და უფსკრულისკენ გიბიძგეს,
გამოტყდი რომ გატეხილი ხარ და ის ბავშვი მოგიკლეს რომელიც შეიძლებოდა შენ ყოფილავი ან იმდენად დაგმსგავსებოდა რომ ვერ აგეტანა,
შეგშინებოდა რომ სახელსაც წაგართმევდა და საკუთარ თავსაც.
გაიხსნე და ღმერთს უთხარი როგორ გიჭირდა როცა ზურგი შეგაქციეს და აღარაფერი დაგრჩა რომ ჩავეჭიდებოდი.
გაიხსენე როგორ  გეშინოდა თვალებში ჩახედვის,
ვფიქრობდი თუ თვალებში ჩაგხედავდი ჩემი ანარეკლის ნაცვლად სულ სხვა გოგოს დავინახავდი და მივხვდებოდი რომ თვალების მიღმაც კი აღარ დარჩებოდა ადგილი რომელიც მხოლოდ ჩემი იქნებოდა.
  
.

გაიხსენე როგორ კიოდა ქარი და ჩემი ყელიდან წამოსული ყოველი სიტყვა შენგან შორს მიქონდა.
მე მინდოდა რომ ხმა მომეწვდინა და ჩემს სიტყვებს ისეთივე ძალა ქონოდა როგორც იმ ლოცვის ბოლოს წარმოთქმულ ამინს პირველად რომ დავხარე თავი და თვალებ დახუჭულმა ლოცვა დავიწყე„ღმერთო გეხვეწები ჩემი მზე არ ჩავიდეს, არ დაბნელდეს მისი თვალები, იქნებ ფსკერზე მაინც დავინახო საკუთარი თავი და იმან მაინც მიცნოს, მიყუროს დაჟინებით და არ შეეშინდეს რომ ჩემს თვალებში მის ანარეკლს ვერ დაინახავს. ღმერთო გეხვეწები ჩემი მზე არ ჩაესვენოს მის თვალებში... ღმერთო იქნებ მიცნოს და გამიხსენოს, დაინახავს რომ მის თვალებში ვცოცხლობ... ღმერთო! ოღონდაც მიცნოს! ამინ"

.

წვიმა იყო და შენს თმაზე ცეკვავდა
ყურში კი მთელი ძალით ჩაგყვიროდა რომ გაგეხსენებია ყველაფერი...
საკუთარი თავიდან დაწყებული მისი თვალებით დამთავრებული დავიწყების უფსკრულიდან ამოგეთირა და სახეში შეგეხედა,
იქნებ გიცნოს კიდეც და შენს თვალებში საკუთარი ანარეკლი დაინახოს.
წვიმა იყო და მის ქვეშ იდექი..
სახე გქონდა მიშვერილი წვეთებისთვის და გეგონა რომ შენი თვალებიდან წამოსულ წვიმას ვერავინ დაინახავდა.
წვიმაში დგომას გამართლებას ყოველთვის უძებნიდი 'ცოდვებს მრეცხავსო სხეულიდან' ამბობდი ხოლმე.
როცა მზიანი ამინდი იყო ოთახში იკეტებოდი და საკუთარ თავს არ გავდი, თითქოს ვიღაც გისახლდებოდა სულში...
მერე წერას იწყებდი და როცა დედა მოგიკაკუნებდა ოთახის კარზე, საწერ მაგიდაზე თავჩამოდებული და თვალებდახუჭული ხვდებოდი, მოვიდოდა თმაზე ხელს ჩამოგისვავდა და ჩუმად იტყოდა: 'ღმერთო, ჩემი შვილი დამიბრუნე'.
მერე ერთ ხანს გიყურებდა და ოთახს დატოვებდა.
შენ კი ყოველი სიტყვა გესმოდა და გული გტკიოდა რომ არ იყავი ის შვილი რომელიც დედაშენს ენდომებოდა.

.

გაიხსენე საკუთარი თავი...
მახსოვს როგორ ამოათრიე ღრმა უფსკრულიდან და თვალებში ჩახედე... მიხვდი რომ ვერ გიცნო და ჩუმად ლოცვა დაიწყე:ღმერთო ჩემი მზე ამოვიდეს, რომ წვიმაში აღარ ვიდგე გარეთ,
აღარ ვიკეტებოდე ოთახში მაშინც როცა მზიანი დილა გათენდება და აღარ ვიწყებდე წერას...
წერას რომ ჩემი მზე ამოვიდეს.
ღმერთო გეხვეწები ამოვიდეს ჩემი მზე რომ დედაჩემი ოთახში თვალებ დახუჭულს არ მნახულობდეს და არ ამბობდეს რომ მისი შვილი დაუბრუნონ.
ჩემი მზე ამოვიდეს ღმერთო!
მხოლოდ მის თვალებში ამოვიდეს ჩემი მზე და მისი თვალების ფსკრეზე მაინც დამრჩეს ადგილი მხოლოდ ჩემი რომ ერქმევა.
ღმერთო გთხოვ...
ჩემი მზე ამოვიდეს მის თვალებში და იქნება მიცნოს... დავიწყებული გამიხსენოს.
დაინახოს, რომ მე კი არა ახლა ის ცოცხლობს ჩემს თვალებში...
ნეტავი მიცნოს...
ღმერთო ოღონდაც მიცნოს, ამინ".



№1  offline მოდერი guroo

მომეწონა. სევდიანია.
ორიგინალურიც.
რაღაც მუსიკალოურობა დავიჭირე. ძალიან მესიამოვნა და ამაზე გავხალისდი.
--------------------
გურამ თხაი რქაი
უჟმურ-ღვარძლიანი.
არაფერია საწყენი, ყველა სიტყვა გაივლის, ისედაც წამოცდენილია და იმიტომ :დ

 


№2  offline წევრი Lu Miki

ცრემლები მომაწვა..
--------------------
θεόνα

 


№3  offline წევრი NiLLoIyA

guroo
მომეწონა. სევდიანია.
ორიგინალურიც.
რაღაც მუსიკალოურობა დავიჭირე. ძალიან მესიამოვნა და ამაზე გავხალისდი.

დიდი მადლობა შეფასებისთვის

Lu Miki
ცრემლები მომაწვა..

????❣️❣️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent