guardian angel
შენი წასვლის მერე დიდად ოთახიდან არ გავდივარ ან თუ გავედი,მომიწევს ისევ შენი ძებნა თვალებით,რომელიც უშედეგოა,და ყოველჯერზე თვითზიანით მთავრდება. შენთან წამოსვლას ვფიქრობ,მაგრამ რომ ვერ გნახო? შემთხვევით რო ავცდეთ? აქაც არ მინდა,აქ უფრო მტკივა. სულ მინდა გავექცე იმ ფაქტს რომ შენ აღარ ხარ. სადღაც ბარებში და საშინელ ადგილებში მატარებენ მეგობრები ყურადღებას მაინც გადაიტანს და აღარ იფიქრებს ბევრსო. სანამ ჩემი მეგობრები სვამენ და ერთობიან ,მე ვოცნებობ,რომ ისევ ვიჯდე ოთახში,და ვუყურებდე იმ აივანს საიდანაც გაფრინდი და პარალელურად ვუსმენდე შენს მუსიკას,რომელიც რამოდენიმე თვით ადრე გააკეთე და დამიტოვე. შენ გგავს შენივე გაკეთებული მუსიკა. ყოველჯერზე რომ ვუსმენ,მინდა ყველა კიდური ერთად მოვიჭრა,ხოლმე. ვიხედები აივნიდან. ძალიან გეტკინა? მეც მტკივა,მაგრამ შენ უფრო გეტკინა. ვიცი რომ აქ ხარ,ვიცი რომ მხედავ და მეხმარები. პირობა მართლა შეასრულე და გახდი ჩემი guardian angel. მაგრამ რათ მინდა ეს პირობა,აქ მინდა რომ იყო ჩემი guardian angel და არა იქიდან,სადაც რეალურად არც ვიცი რა ხდება. დამელოდე არსად წახვიდე,ცოტაც მოითმინე და მანდ ვიქნები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.



გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.