შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აივანზე


23-05-2022, 01:13
ავტორი shirronekko
ნანახია 9 012

ახლა აივანზე ვარ სიგარეტით ხელში.
პარალელურად მუსიკას ვუსმენ ყურსასმენებით.
თბილი საღამოა.
მიზიდავს ესეთი მომენტები,რომელსაც ხშირად ვერ ვსინჯავ.
პირველად ეს მომენტი რომ გავსინჯე,ყველა სუიციდის ვარიანტი წაიშალა ჩემი გონებიდან.
ვიგრძენი უდიდესი სიმშივდე თავის სითბოსთან ერთად.
მინდოდა ასე ვმდგარიყავი მთელი ცხოვრება.
ჩემი ნება რომ იყოს ყოველთვის დავაჭერდი თბილი საღამოს ღილაკს.
სადღაც ვიღაც,ჩემსავით იდგებოდა და ყოველთვის ისიამოვნებდა ამ მომენტით.
უკან ვიხედები.
წარმოვიდგენ როგორ ალაგებ,ჩვენ ოთახს.
გახსოვს სულ ესე რომ აკეთებდი?
სანამ მე მოსაწევად გამოვიდოდი აივანზე,შენ ოთახს ალაგებდი.
სულ ამბობდი არასდროს არ ალაგებს ეს ბიჭი ოთახსო.
პირველად გამეცინა,ამდენი ხნის მერე.
იცი შენი მაიკა მაცვია.
ის მაიკა,სულ რომ გეცვა,ერთადერთი ეს მოგპარე,სანამ ბარგს ალაგებდი,სანამ წახვიდოდი.
დაბრუნდი რა,ერთად მოვუსმინოთ შენს საყვარელ მუსიკას.
მე ჩაის გაგიკეთებ შენ რომ გიყვარს,და ისევ ისე ვიჯდეთ აივანზე…




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent