შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უნდინა


19-08-2022, 23:26
ავტორი izabella
ნანახია 210

თვალწარმტაცი ოკეანის ბობოქარ ტალღებს გაჰყურებდა აივნის ღია კარიდან. ქარი ლურჯი ფერის, კისრამდე თმას, უმოწყალოდ უჩეჩავდა.
მისგან რამდენიმე მეტრში მდგარი ფორტეპიანოს კლავიშების ხმა ჩაესმა, თითქოს ვიღაცამ მსუბუქად გადაატარა თითები, ისე, რომ თან ეხებოდა და თან არც. მთელ ტანში გააჟრჟოლა. შეშლილის სახით შეტრიალდა ზურგს უკან მდგარი ფორტეპიანოსკენ. ფანჯრიდან შემომავალი მთვარის შუქი ეცემოდა, შავ პრიალა ზედაპირს.
ზედმეტად მკაცრი მარტოობა სუფევდა ოთახში, გული აუტანლად ეტკინა. გაყინულ მკლავებზე თითები გადაიტარა და საძინებელი ოთახისკენ ტკივილისაგან ერთიორად დაპატარავებული გაემართა.
უკვე შვიდი თვე იყო, რაც ერთი და იგივე მეორდებოდა. თითქმის, ყოველ ღამე, მტანჯველი ფიქრები დაძინების უფლებას არ აძლევდნენ. მხოლოდ გამთენიისას თუ ჩაეძინებოდა, ისიც სულ რაღაც სამი ან ოთხი საათით, მერე მაღვიძარა ატყობინებდა, რომ ადგომის დრო იყო.
ახლაც იგივე ელოდა. მტანჯველ ფიქრებთან ერთად, ერთ საწოლში წოლაზე, უარი უთხრა საკუთარ თავს და ცივ იატაკზე გულაღმა დაწვა.
შუაღამისას მთელი სხეული გაეყინა და ერთიანად ასტკივდა, მაგრამ ჯიუტად აგრძელებდა წოლას. ბოლოს ვეღარ გაუძლო, მთელი ძალ-ღონე მოიკრიბა, წამოდგა და საწოლში შეძვრა. საბანში მჭიდროდ გაეხვია და მალევე ჩაეძინა.
დილით როცა მზე ჯერ კიდევ ღრუბლებს საბოლოოდ არ ამოსცილებოდა, ყურებში გაურკვეველი ხმა ჩაესმა. გონებამ ნელ- ნელა დაიწყო გამოღვიძება და ამ ხმის აღქმა.
ვიღაც, ფრანგი კომპოზიტორის, მორის ჟოზეფ რაველის ურთულეს ნაწარმოებს ,,ღამის გასპარს" ასრულებდა და ეს, ის,
ერთადერთი ადამიანი იყო, მის სამყაროში, ვინც ბგერას ასე უბადლოდ ფლობდა.
ნებისმიერ ნაწარმოებში, მიუხედავად სირთულისა, ტემბრალური მრავალფეროვნების უნარს არ კარგავდა და სწორედ ამით აოცებდა მსმენელს.
რამდენიმე წუთში ღია ცისფერ ხალათში გამოწყობილი, თმააბურძგნული,
გულაკანკალებული და  მუხლებმოკვეთილი იდგა კარის წინ, ხელი სახელურზე მიჰყინვოდა, სუნთქვაშეკრული უსმენდა, ფორტეპიანოს კლავიშების მონაცვლეობას და მძაფრად შეიგრძნობდა თითოეულ ნოტს.
ფრთხილად ჩამოსწია სახელური და  კარს სულ ოდნავ მიაწვა. მზერა გაუშეშდა ფორტეპიანოსთან ახლოს მჯდარ მაღალ, გამხდარ ფიგურაზე. რომელიც,  გრძელ ფაიფურივით ნატიფ თითებს მონაცვლეობით დაასრიალებდა კლავიშებზე.
თვეების განმავლობაში, კვირაში რამდენჯერმე საგულდაგულოდ წმენდდა თითოეულს, რომ მისი ანაბეჭდი არსად შერჩენოდა. ახლა კი ყველაფერი ერთიანად შთანთქა მისმა თითებმა.
ფორტეპიანოს ორმოცდათორმეტ თეთრ და ოცდათექვსმეტ შავ კლავიშს თავის ანაბეჭდებს ურცხვად ამჩნევდა ყველგან.
ბრაზისგან ღაწვები აუწითლდა, კბილები ერთმანეთს მაგრად დააჭირა და შეეცადა ცრემლების შეკავებას.
ამღვრეული მზერის ფონზე შეათვალიერა, მის წინ არსებული პიროვნება. ახალგაზრდა კაცს შუბლზე საშუალოზე მეტად წამოზრდილი, შავი თმის რამდენიმე ღერი ჩამოშლოდა.
ფანჯრიდან შემომავალი მზის სხივები უკითხავად დათარეშობდნენ
მის ხორბლისფერ სახის კანზე.
მოყვითალო- მომწვანო თვალებს კი მეტ სიფერადეს სძენდნენ.
თხელი, თეთრი პერანგი ეცვა, ყელთან ორი ღილი შეხსნილი, სახელოები კი მაჯებზე ჰქონდა გადაკეცილი.
ვეღარ გაუძლო, ყურებზე ხელები აიფარა და ატირებული, ნახევრად კარებს მიყრდნობილი ჩაიკეცა.
- ვერ გაპატიებ, არ შემიძლია.... იმეორებდა განუწყვეტლივ და უფრო უმატებდა ტირილს.
კაცმა დაკვრა შეწყვიტა, წამოდგა და ახალგაზრდა ქალის მიმართულებით წავიდა, ჩაიმუხლა, ხელები მაგრად შემოჰხვია და მის ყურთან აჩურჩულდა.
-შენ  ,,უნდინა" ხარ, რომელიც ჩემნაირ, უბრალო მოკვდავზეა შეყვარებული და უიმედოდ ელის სატრფოს დაბრუნებას.
როდესაც საბოლოოდ იმედი ეწურება გულგატეხილი უბრუნდება წყალქვეშა სამყაროს.
მაგრამ შენ ჩემი ,,უნდინა" ხარ, რომელიც მარტოობისთვის არ არის განწირული.
ვერ გაგწირავ....
არ მემეტები....
ჩემი ,,უნდინა" ხარ....
მხოლოდ ჩემი....
ჩემი ,,უნდინა"....
ჩემი ,,უნდინა"....
ჩემი ,,უნდინა"....




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent