გაზაფხული
იყო და არა იყო რა იყო ერთი გოგონა, რომელიც ძალიან მეოცნებე იყო და ძალიან უყვარდა გაზაფხული. წელიწადის ეს მშვენიერი დრო, რატომ ასე გამორჩეულად? ის თვლიდა, რომ გაზაფხული იყო ყველაზე ფერადი, ხასხასა და ლამაზი წელიწადის დროებიდან. ახლაც სწორედ გაზაფხულის ლამაზი დილა იყო... გოგონა ადგა , აივანზე გავიდა. ყვავილების სურნელი ტრიალებდა ჰაერში. მან მზის სხივებს და ბუნებას მოავლო თვალი. შემდეგ როგორც ყოველთვის სასეირნოდ წავიდა ქუჩაში, რომ თავის საყვარელი ყვავილები, იები ეყიდა, ნაცნობ მაღაზიას მიუახლოვდა თუ არა , თითქოს დაუძახეს იებმა, გოგონამ იებს მოეფერა და ერთი კონა იყიდა. ზუსტად ასე მეორდებოდა ყოველდღე , მაგრამ გოგონას ეს ერთფეროვნება სულაც არ სწყინდებოდა. ერთხელ მეოცმებე გოგოს ცხოვრებაში რაღაც შეიცვალა , ის დღე ასე დაიწყო... .. გოგონამ რომ გაიღვიძა მზე უკვე ამოსულიყო. მივიდა გოგო ფანჯარა გამოაღო და იქვე მიყუჟული მზის სხივები ოთახში შემოუშვა, შემდეგ როგორც ყოველთვის , ისევ იების საყიდლად წავიდა. ნაცნობ ქუჩას მიუყვებოდა გოგონა, ყვავილების სურნელი ტრიალებდა გარშემო, მწვანე ხასხასა ბალახები ცეკვავდნენ, ნიავის მელოდიას აჰყვნენ ვითომ. ფოთლების კისკისიც ისმოდა ხანდახან, თითქოს მათაც უხაროდათ გაზაფხული. გოგომ ცაში აიხედა ,ღრუბლები ისე უდარდელად მიცურავდნენ.... ყველაფერი საოცრად ჯადოსნური იყო. გოგონაც ისე გაერთო, რომ გარშემო სხვას ვეღარაფერს ამჩნევდა, პატარა ბავშვივით იღიმებოდა და ამ ყველაფერს მთელი არსებით გრძნობდა ... ,, რა ლამაზია,, გაიფიქრა მან... - მე რამე მითხარით ? უცხო ხმა გაისმა მის სამყაროში, ამ ხმის გაგონებაზე გაყუჩდა ბუნება.. დრო გაჩერდა წამით... გოგონაც გამოფხიზლდა ოცნებიდან და მის წინ შეჩერებულ ბიჭს კითხვაზე უპასუხა - არა, თქვენ არა.. ეს ერთი შეხედვა საუკუნოთ გაიწელა და დრო რომ გაგრძელდა გოგომ იგრძნო როგორ დაშორდა თავის ნაწილს , მან ვეღარ შეძლო ოცნება, ახლა მხოლოდ მის თვალებზე ფიქრობდა... იებს ისე გასცდა გოგონა , მათი ხმა აღარ გაუგონია. თითქოს ბუნება გაებუტა, გეგონება ყველაფერმა მოიწყინაო გარშემო, ღრუბლებს ცივი გაყინული ცრემლები წამოსცვივდათ და შესცივდა გოგოსაც, მიხვდა რომ მარტო იყო. იებს შეხედა და გაბრაზდა საკუთარ თავზე.. ,,მაპატიეთ იებო,,.. -გიყვარს იები? გოგო უკან მობრუნდა ... მზემ გამოანათა, წვიმამ გადაიღო ... მის წინ ბიჭი იდგა, იებით ხელში და იღიმოდა.. ისევ ახმაურდა ბუნება... ბიჭს ნაცნობი თვალები ქონდა... -კი, ძალიან მიყვარს - უპასუხა გოგონამ ... იებმა მორცხვად დახარეს თავი.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.