შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დედას..


26-11-2014, 21:44
ავტორი Nina))
ნანახია 1 993

დედას..

დედი..
მაპატიე,ჩემო ლამაზო,დედი..
მივდივარ და გტოვებ,დედი..
ავადმყოფობამ და განუკურნელმა სენმა შემიპყრო,დედი..
გთხოვ..გთხოვ..გულს ნუ გაიტეხ და სულს ნუ დაიმძიმებ ჩემზე წუხილით,დედი..
მაპატიე რომ გიკვდები,დედი.
მაპატიე რომ დიდ ტკივილს გკიდებ ზურგზე,დედი..
ვიცი გტოვებ..
გტოვებ და გტკენ,დედი,მაგრამ გამიგე..მე უბრალოდ არ შემიძლია.
ჩვენ უძლურები ვართ,დედი..
ძალა არ შეგვწევს..
ერთსა გთხოვ,დედი.
გთხოვ,ნუ იტყვი რომ მოვკვდი!
მე გარდავიცვლები,დედი!
ჩემს ოთახსაც ხელს ნუ ახლებთ დედი.
ყველაფერი იქ იყოს,შენც იქ დაწექი და მე სულ შენს გვერდით ვიქნები,დედი..
ჩემს ძმას გიტოვებთ,დედი!
მას გაუფრთხილდით,მას მოეფერეთ..
არ აგრძნობინოთ მე რომ წავედი,დედი..
არ დამივიწყოს უთხარით,დედი.
მასზე კარგი სულ არავინ მყავდა,დედი!
შენ კიდევ სულ სხვა ხარ.
ჩემი ანგელოზი და ჩემი ღმერთი ხარ,დედი!
მე წავალ!წავალ,მაგრამ არასდროს დაგტოვებთ,დედი!
თეთრ ფრთებს შევისხამ და დარდისფერ ქალაქს დავხედავ ზემოდან!
ჩამოვფრინდები ხოლმე ვით -არი,თბილი სიო ჩამოვიქროლებ და სიყვარულით აგიწეწავთ თმებს..
ან სახეზე გეამბორებით სამივეს.
შენ.
მამიკოს.
და ძამიკოს.
რომლებსაც არასდროს დაგტოვებთ მარტო.
დედი,გთხოვ დედი,სულს ნუ დაიმძიმებ ჩემზედ წუხილში.скачать dle 11.3




№1 სტუმარი natia

auuu zaan magari leqsia gamajrualaaa:*

dedaze kide dawere ra leqsebi.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent