შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

About ME


19-12-2014, 00:04
ავტორი geowarez
ნანახია 1 105

დღეს რომ გავიღვიძე თავს რაღაც უჩვეულად ვგრნობდი,არ ვიცი რისი ბრალი იყო,მაგრამ საოცრად ბედნიერი ვიყავი,კოშმარული ღამის შემდეგ,დილა დილას არ გავდა,პირველად ცხოვრებაში არაფერზე არ ვდარდობდი,არაფერზე არ ვფიქრობდი,ვიყავი მშვიდი აუღელვებელი,და მუსიკას ვუსმენდი,ცოტა არ იყოს შევშინდი,მაგრამ როდესაც ფანჯარა გავაღე და ცივი სიო ვიგრძენი,მაშინ მივხვდი თუ რა ტკბილი იყო,სულს მივცემდი კიდევ ერთხელ რომ გამეორებულიყო ეს ყველაფერი,კიდევ ერთხელ ნაზად რომ შეხებოდა ბაგეებს... არ ვიცი რა მემართება,მაგრამ ზოგჯერ როდესაც ყველაფერი კარგად არის,ყველა ბენიერია ჩემს გარშემო,მე რატომღაც თავს ვთვლი უბედურად,ეულად,მიტოვებულად,თითქოს ჩემთვის არ სცხელათ,მე ზედმეტი ტვირთი ვარ,ყველაზე არ მაქ საუბარი მაგრამ ვხედავ უმრავლესობის მკაცრ პასუხსს!! მაგრამ იმ შემთხვევაში როცა მე ვარ ბენიერი და ჩემს გარშემო ყველაფერი ყვავის კარგადაა,მაშინ ეს ყველაფერი სიზმარი მგონია,ნუ გეცინება მკითხველო,ყოველთვის 5 წლის ბავშვი მგონია ჩემი თავი და უცებ გავიღვიძებ საკუთარ საწოლში და ამ ყველაფერს დავკარგავ,ძალიან მეშინია ასე არ მოხდეს და ის ბედნიერი წუთები რომელიც მე გავატარე ან ის სასჯელი,ტკივილი რომელიც მე მივიღე თუნდაც,სიზმარი აღმოჩნდეს,თავი მოხუცი ადამიანი,მგონია,მართალია არ მეტყობა აი ცხოვრებით დაბერებული,ასე უფრო სწორი იქნებოდა,აი ძალიან მინდა აი ვერაფრით ვერ დავიჭირე წამი,მინდა პარკში გავიარო წვიმის დროს,და გატიტვლებულ ხეებს ვუყურო,რაღაცით ეს ხეები ისე მიყურებენ თითქოს ჭკუას მარიგებდნენ მტუქსავდნენ,და მეც მთელი ნეტარებით მივაბიჯებ თითქოს მათ საუბარს ვუსმენდე როგორ საუბრობენ,ხუმრობენ ჩემზე,პატარა ბავშვზე,საოცარია უნდა გამოსცადოთ,წარმოიდგინოთ მაინც.. ძალიან ვწუხ იმ ფაქტზე რომ ბავშვის გული მაქ,აი ცხოვრება მინდა მწყურიაა,მინდა ყველაფერი საოცარი ვნახო,მაგრამეს ნაკვერჩხალი იმდენად სუსტია ზოგჯერ პატარა ნიავსაც კი შეუძლია ჩააქროს და ჩააქროს სამუდამოდ!!! იმედია არ მოხდება არასოდეს,რადგანაც ძალიან მეწყინება,როცა ამას ცაში გავათვითცნობიერებ..მე მომიტევეთ ასე გაუგებრად თუ ვსაუბრობ,ასეთი ვარ და ვიქნები ყოველთვის,თქვენი ნებართვით ან უნებართოვდაც,ოჰ,ცხოვრებავ რა კარგი ხარ როგორი მოულოდნელი,აღარვარ ის ნარცისი რააც ადრე ვიყავი.და იმედი მაქვს არც არასოდეს მექნება ამის მცდელობა...скачать dle 11.3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent