შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიგარეტი


1-02-2015, 12:43
ავტორი Skellington
ნანახია 2 527

სიგარეტი

- უკაცრავად, ახალგაზრდავ, სიგარეტი ხომ არ გაქვთ? - ჩუმი ხმით მკითხა გოგონამ, რომელიც ჯერ ოცდასამი წლისაც არ იქნებოდა. მაგრამ მისი გამოფიტული, უიმედო და უსიცოცხლო სახის გამომეტყველება, მხოლოდ ერთს ამბობდა: სიგარეტი - მისი ბოლო იმედია. მხრები ავიჩეჩე და პალტოს ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოვიღე. გოგონამ თავი დამიქნია მადლობის ნიშნად და კოლოფიდან ერთი ცალი "ნიკოტინის წვრილი ჯოხი" ამოიღო. სამოსის იმ ადგილებზე დაიწყო ხელების ფათური, სადაც ჯიბეები ჰქონდა. მივხვდი, რასაც ეძებდა, თავი გავაქნიე, იმავე ჯიბიდან ასანთი ამოვიღე და სიგარეტზე მოვუკიდე. შავგვრემანმა პირველი ნაფასი გააკეთა და სიგარეტი ტუჩებს მოაცილა, კვამლის გამოსაშვებად. შემდეგ ფილტრს ტუჩები კვლავ მოაბჯინა და კიდევ ერთგვარი ნაფასი გააკეთა.
- ნება მომეცით გკითხოთ, რამდენი წლის ხართ? - ფრთხილად დავიწყე ლაპარაკი. ყველაფერს ველოდი, თუნდაც რეპლიკას: "ქალებს არ უნდა ჰკითხო ასაკიო". მაგრამ ამ საოცრებამ ჩამუქებული, ნაცრისფერი ცის თვალები მომაპყრო და ოდნავ ხრინწიანი ხმით ჩაილაპარაკა:
- ოცდაშვიდი. თქვენ? - და ნიკოტინის ღრუბელი კვლავ ჰაერში გამოისახა.
ამის შემხედვარეს, თვითონაც მომინდა სიგარეტი და მეც იმავე წამს მოვუკიდე სიგარეტის თავს. გადავწყვიტე, არ მომეტყუებინა ასაკის თაობაზე, როგორც ვიტყუები ხოლმე, უცხო ხალხის გაცნობისას.
- ოცდათხუთმეტი. მეტისმეტად მოხუცი ვარ თქვენთვის. - შევეცადე მეხუმრა. მაგრამ ანგელოზმა მხოლოდ უცნაურად ჩაიცინა. როგორც ჩანს, მცდელობა ცუდად დამთავრდა და ეს გოგო სხვებს არ ჰგავს. სიგარეტი ჩავბერტყე.
- უცხო ხალხთან ურთიერთობებს არ ვიჭერ. თუ იმათ ვგავარ, რომლებსაც თქვენი ყურადღების მიქცევა სურთ? - თითებით, რომელთა შორის სიგარეტი მოექცია, ახლოს მდგომი გოგოებისკენ მანიშნა. ერთ-ერთმა ჩემი მზერა იგრძნო, შემომხედა და პომადით "განათებული" ტუჩები აილოკა. მეორემ ხელი თეძოზე დაიდო. თეძოზე, რომლის გარშემოც მოკლე, ზედმეტად გამომწვევი კაბა მოეტკიცა. ისღა დარმჩენოდე, მოსაუბრეს მივბრუნებოდი. ის უკვე ამთავრებდა მოწევას.
- ეს გოგოები ჩემს გემოვნებაში არ ჯდებიან. მეტისმეტად ვულგარულები არიან. მხოლოდ სექსი და ფული სჭირდებათ. ყველაზე საუკეთესო სამუშაო. სიამოვნებას ღებულობ და ამასთანავე, ფულსაც გიხდიან ამაში. უკეთესს ვერც მოიფიქრებ. - გოგოს მხრიდან ფრუტუნი მესმის.
მზერას მის ხელზე ვაჩერებ, რომელსაც მუშტში კრავს და მეღიმება. ესეიგი, მის სუსტ წერტილს შევეხე.
- მალე სიგარეტი ჩაგეწვებათ. - მაგრამ ნაცრისფერთვალება კვლავ მშვიდად ლაპარაკს აგრძელებდა. სიგარეტი პირიდან ფრთხილად გამოვიღე და ასფალტზე დავაგდე, ფეხი დავაბიჯე და ჩავაქრე, - ძალიან დიდი მადლობა. იმედი მაქვს, კიდევ შევხვდებით. - თავზე კაპიუშონი წამოიხურა, ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და ფანრებით განათებულ გზას გაუყვა. მე მასზე არაფერი არ ვიცი. მან ჩემზე არაფერი არ იცის. მხოლოდ ასაკი, გარეგნობა და სიგარეტის მარკა, რომელიც, ალბათ, ორივეს გვიყვარს. მაგრამ ვუყურებდი და დარწმუნებული ვიყავი - ჩვენ კიდევ შევხვდებით.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Annee

მაგარი იყო. გაგრძელება ექნება?

 


№2  offline წევრი Skellington

Annee
მაგარი იყო. გაგრძელება ექნება?

არა. ^^ უბრალო პატარა ჩანახატი იყო. tongue

 


№3  offline მოდერი ელი

ძალიან უბრალო,მაგრამ მრავლის მომცველი იყო. ძალიან მომეწონა...

 


№4  offline წევრი Skellington

elle.eli-bichiasdhvili
ძალიან უბრალო,მაგრამ მრავლის მომცველი იყო. ძალიან მომეწონა...

მადლობა. <3

 


№5  offline წევრი Svvaaaniii

ჰჰეჰეე *_* ხოო არ იყო რაღაცნაირადდ ისეთიი რაა, მაგრამ განსხვავებული და კარგი იყოო ^^ გაგრძელებაა კარგი იქნებოდაა ^^ ^_^
--------------------
"ერთი გული არ ჰყოფნის ერთ სიყვარულს. "

 


№6  offline წევრი mmariami

რაღაცნაირად რაღაცნაირად კარგიიყო^^^^^^^^^^^^^^^^^ <3 love

 


№7 სტუმარი გოლფსტრიმი.

რეალურ შემთხვევაზე დაყრდნობით არის შექმნილი, თუ მხოლოდ ფანტაზიამ იყოჩაღა? :))

 


№8  offline წევრი CooLPlaYeR

ყოჩაღ.. ძაან მომეწონა love love

 


№9  offline წევრი Skellington

გოლფსტრიმი.
რეალურ შემთხვევაზე დაყრდნობით არის შექმნილი, თუ მხოლოდ ფანტაზიამ იყოჩაღა? :))

ფანტაზიის ნამოქმედარია.))) <3

 


№10 სტუმარი გოლფსტრიმი.

არის რაღაცები, რაც უბრალოდ ახდენს შთაბეჭდილებას და ვერც არკვევ როგორია ის. კითხულობ და ჩვეულებრივია, უბრალო ( ნუ ეხმურები უბრალოებას, მაგის მოპოვება და შენარჩუნება იმაზე რთულია, ვიდრე წარმოგიდგენია ) და მაინც, წავიკითხე და მესიამოვნა, იქნებ იმიტომ რომ ძალიან მინდა მეც შევხვდე ისეთს, ზუსტად რომ მეცოდინება კიდევ ვნახავ, ან იქნებ იმიტომ რომ პირიქით, ბევრს შევხვედრივარ...
მოკლედ, გაქვს იმის უნარი ლამაზად წერო. რაღაცნაირი, თბილი სუნი აქვს ამ ჩანახატს. მომწონს, მიენდე ფანტაზიას და მგონია, შეიქმნება კიდევ ძალიან ბევრი თბილი და მშვენიერი ჩანახატი.

 


№11  offline წევრი Skellington

გოლფსტრიმი.
არის რაღაცები, რაც უბრალოდ ახდენს შთაბეჭდილებას და ვერც არკვევ როგორია ის. კითხულობ და ჩვეულებრივია, უბრალო ( ნუ ეხმურები უბრალოებას, მაგის მოპოვება და შენარჩუნება იმაზე რთულია, ვიდრე წარმოგიდგენია ) და მაინც, წავიკითხე და მესიამოვნა, იქნებ იმიტომ რომ ძალიან მინდა მეც შევხვდე ისეთს, ზუსტად რომ მეცოდინება კიდევ ვნახავ, ან იქნებ იმიტომ რომ პირიქით, ბევრს შევხვედრივარ...
მოკლედ, გაქვს იმის უნარი ლამაზად წერო. რაღაცნაირი, თბილი სუნი აქვს ამ ჩანახატს. მომწონს, მიენდე ფანტაზიას და მგონია, შეიქმნება კიდევ ძალიან ბევრი თბილი და მშვენიერი ჩანახატი.

უღრმესი მადლობა ამხელა სითბოსთვის!! ♥
აუცილებლად შევეცდები კიდევ დავწერო ამგვარი უბრალო, მაგრამ "მიმზიდველი" ჩანახატი(-ები).

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent