შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის აღქმის უნარი


9-02-2015, 17:51
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 1 605


რა არის სიყვარული?ალბათ,ამაზე არაერთხელ გიფიქრიათ და ყოველი მცდელობა გამომდგარა ამაო.რასაკვირველია, ამაზე ყველა ფიქრობს.განურჩევლად სქესისა,ეროვნებისა,ასაკისა,სექსუალური ორიენტაციისა,გონებრივი მდგომარეობისა,ფიზიკური შესაძლებლობებისა...ეს ხომ ყველასთვის ერთია.ესაა ერთადერთი,რაც აერთიანებს ყველას. რომ არა სიყვარული არ იქნებოდა სამყარო,რადგან მის გარეშე ყველაფერი შეუძლებელია.
სიყვარულს ყველასთვის ერთია. ესაა აბსტრატტული რაღაც,რომლის გარშემოც ბრუნავს ყველაფერი-ხორციელი და უხორცოც. ეს სიყვარულის ზოგადი განმარტებაა. ცალკეულად ამ გრძობას ყველა სხვადსხვაგვარად განსაზღვრავს თუ აღიქვავს.
ამაზე ყველა ფიქრობს,არც ანიტა იყო გამონაკლისი. გოგონა 9-10 წლიდან ფიქრობდა სიყვარულზე. იმ დროდან,როცა ბიჭი გოგოსაგან განასხვავა და მიხვდა,რომ გარეგნული განსხვავების გარდა კიდევ მრავალი რამ არის,რაც ქალს განასხვავებს მამაკაცისგან. ეს ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული არსებაა,რომელიც ერთმანეთს,პლიუს-მინუსივით იზიდავს,ასე განსაზღვრა გოგონამ სიყვარულის საკითხი. მაგრამ ვერ გაერკვია,რომელი იყო ქალი იყო პლიუსი თუ მამაკაცი.ამაზე ის ხშირად ფიქრობდა.
ანიტამ გააცნობიერა,რომ როდესმე ისიც იქნება შეყვარებული. გოგონა თვალს ადევნებდა გარშემო მყოფ ბიჭებს და ფიქრობდა,რომელი უფრო ესიმპათიურებოდა. მალე აზრიც ჩამოუყალიბდა და უკვე ერთი მათგანი მოსწონდა. ცოტა ხანში ანიტა მიხვდა,რომ შეიძლება ერთი უფრო სიმპათიურად გამოიყურებოდეს და მეორე ჯდებოდეს მის გემოვნებაში.მასში იყოს ის რაღაც,რაც მას იზიდავს. გოგონას ხან ეგონა,რომ უყვარდა ის და ხან მოსწონდა.რამდენიმე წელი იჯდა მის გემოვნებაში ის,მაგრამ გრძნობა მაინც ვერ გაერკვია. ზოგჯერ თვლიდა,რომ ის ბიჭი სიგიჟემდე უყვარდა. თავიდან ამაში საკუთარ თავს ვერ უტყდებოდა-რა დროს სიყვარულიაო,მაგრამ სხვაგვარად არ შეეძლო. მას სიზმრებშიც ხედავდა,სადაც ყველაფერი ბუნდოვანია.სახეები ერთმანეთს ერევა.მაგრამ ანიტამ დაინახა რამდენჯერმე როგორ აკოცა მას სიზმრებში გულის სწორმა. გოგონა გაორებას გრძნობდა და ეს დიდ ხანს გრძელდებოდა.ზოგჯერ უკუაგდებდა ბიჭს და ზოგჯერ სიყვარულისგან გული ამოვარდნაზე ჰქონდა. ზოგჯერ ეგონა,რომ ის ბიჭით იგივეს გრძნობდა.მას დიდ ხანს აკვირდებოდა და რატომღაც ის სულ მისკენ იხედებოდა.მზერას სხვაგან ვერ ტოვებდა. გოგონა გულში წითლდებოდა და არ იცოდა ეს რას ნიშნადა.იქნებ ეს მზერა მხოლოდ დამთხვევა იყო. ეს ყველაფერი წლები გრძელდებოდა,მერე ბიჭის მზერაც შეწყდა და მას გოგონასთან ამაზე არაფერი უთქვამს,საერთოდ არაფერი.ისინი ერთმანეთს არ ესაუბრებოდნენ. სწავლობდნენ ერთ კლასში,მაგრამ ეს მხოლოდ ფიზიკური მდებარეობა იყო და სხვა არაფერი.ისინი ერთმანეთისთვის უცხონი იყვნენ და უცხოდ დარჩნენ. გოგონას გაორება წლები გრძელდებოდა და მერე მიიმალა.ჯერ ბიჭზე სიზმრები შეწყდა და ცოტა ხნის მერე მას ფიქრების.მიჰყვა.შეწყდა გულის გამალებით ცემა მის მოახლოებაზე,მის სიცილსა თუ საუბარზე.ყველაფერი მორჩა.ეს უბრალოდ მოგონებათა უგრძეს ქსელს შეუერთდა და ან არ შეერთებია?
ეს იყო ანიტას ცხოვრებისეული სიყვარულის პირველი განმარტება.
შემდეგ უკვე გადამდგარი ანიტა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა გარეგნობას. გარკვეული სტერეოტიპები ჩამოყალიბებული არ ჰქონდა.დადიოდა ქუჩაში,სადაც არც თუ ისე ხშირად ხედავდა მიმზიდველ არსებებს.ზოგისადმი მეტი სიმპათია ჰქონდა და ზოგისადმი ნაკლები.
ანიტას ახსენდებოდა ის,რომ 4-5 წლის ასაკში,როცა სიყვარულზე წარმოდგენა არ ჰქონდა ფიქრობდა,რომ ადამიანის მეუღლე უნდა გამხდარიყო ის,რომელიც ყველაზე კარგად გამოიყურებოდა და მოსწონდა,მაგრამ მან ასევე იცოდა,რომ უკეთესზე უკეთესი არ დაილევა და ამისთვის მთელი მსოფლიოს შემოვლა იქნებოდა საჭირო.ის ხვდებოდა,რომ ოჯახს გარკვეულწილად ბედიც განსაზღვრავდა.ალბათ,გულმა უნდა გიკარნახოსო-ფიქრობდა პატარა გოგონა,მაგრამ მაინც აპირებდა,რომ იდეალური ქმარი მოეძებდა. წარმოიდგენდა,რომ პარაშუტით მოგზაურობდა,სადაც ჩაისვამდა იმ ერთადერთს და ბრწყინვალე ქორწილი ექნებოდათ.მაგრამ ეს ყველაფერი ბავშვური ილუზია იყო და მეტი არაფერი.ამას გოგონა ბუნდოვნად ხვდებოდა და შემდეგ საკუთარ ოცნებეზე ეცინებოდა.
15-16 წლის ასაკის ოცნებბისგან დიდად არ განსხვავდებოდა ის ილუზიები,რომლებსაც ხატავდა ჯერ კიდევ 4-5 წლის გოგონა.
მაგრამ ეს იყო ადრე. 15-16 წლის გოგონა უკვე იდეალურ მამაკაცს ეძებდა.მას ჩამოყალიბებული ჰქონდა საკუთარი სტერეოტიპები თუ როგორი უნდა იყო იდეალური მამაკაცი.ეს ბუნებრივი იყო.მრავალი გოგონა ქმნის იდეალს. სიმპათიური მამაკაცები მოსწოდა,ოღონდ კაცური გამომეტყველების და არა ქალური და ნაზი.ქერა ერჩივნა თუ შავგვრემანი ამაზე ხშირად ფიქრობდა და უმეტესწილად უპირატესობას შავგვრემანს ანიჭებდა. სიმაღლე ეს მისი სუსტი წერტილი იყო.ასევე აუცილებელი იყო,რომ ის იდეეალური ყოფილიყო ათლეტური აღნაგობის,გამოკვეთილი კუნთებით და რასაკვირველია ძლიერი,რომ მის გერდით თავი უძლურად ეგრძნო.
დროსთან ერთად ყველაფერი იცვლებაო და ასე მოხდა ანიტას გონებაშიც.17 წლის გოგონა სრულიად გარდაქმნილიყო. მას სასაცილოდ არ ყოფნიდა თავისი სულელური განმარტებები სიყვარულზე. ის ამ გრძნობას მიიჩნევდა. სიყვარულს უფაქიზეს გრძნობად აღიქვამდა,რომელიც მოჩვენებას ჰგავს,მასზე ყველა საუბრობს,მაგრამ მისი განსაზღვრა არავინ შეეძლო.ეს კვლავ მისთვის ამოუხსნელ საკითხად რჩებოდა.ეს იყო რაღაც,რომელსაც სიტყვებით ვერ აღწერენ.ანიტასთვის ეს იყო არაამქვეყნიური ძალა. ის მხოლოდ იმედოვნებდა,რომ ოდეამე ისიც იქნებოდა ჭეშმარიტად შეყვარებული...
ანიტამ სიყვარული გაყო ორ კუნძულად. ერთ კუნძულზე მოათავსა ის,ვინც ზეაღმაფრენით ეტრფის მეორეს ზებუნებრივი ძალით.ასეთი კი ასეულს მილიონში მხოლოდ ერთია. მეორე კუნძულზე კი დანარჩენი სხვა ვისაც ამქვეყნიურად უყვარს,გატაცებულია და საერთოდ არ უყვარს და მხოლოდ იზიდავს.
ანიტა ამდენს იმიტომ ფიქრობდა სიყვარულზე,რომ ის იყო დაქსაქსულობა,როგორც მისი ცხოვრება. გოგონა ბავშვობიდან ჩაკეტილი იყო საკუთარ თავთან ცხოვრებდა და გული არავისთვის არ გადაუშლია. ოჯახმა,გარემომ,ყველაფერი,რასაც ხედავდა თითქოს მის წინააღმდეგ იყო და გოგონა ფიქრობდა,რომ ეს ყველაფერი მას ბოჭავდა და არ აძლევდა განძრევის საშუალებას. პატარაობიდან თან სდევდა ანიტას არასრულფასონების კომპლექსი და ეს ცხოვრებას მუდამ უძნელებდა,ზოგჯერ შეუძლებელსაც კი ხდიდა.გოგონა მუდამ მარტოობას გრძნობდა.სამყაროს წინაშე მარტოობის შიში ანიტას არასდროს სცილდებოდა.
გოგონა სულ მარტო იყო ფიზიკურ სამყაროზე გაცილებით დიდ,საკუთარ სამყაროს წინაშე.არც არავიც უცდია,რომ მისი გაეგო. გულწრფელად ესაუბბრა მასთან აელაპარაკებინა იმაზე,რასაც გულში მარხავდა.ის ყველაფერს გულში ტოვებდა.მარტო იყო თავის ფიქრებთან.
მხოლოდ წარმოსახვაში შეეძლო ჰყოლოდა მეგობარი,რომლის გულს მისაში ჩაეხედა და სარკესავით აერეკლა ის. ამას ხშირად ანიტა ოცნებად თვლიდა. გამოჩნდებოდა ცხოვრებაში ის ვინ გახდებდა მისი მეგობარი? იქნებ ეს შესაძლებელი იყო.იქნებ გოგონა ამ საკითხს ზედმატად სკეპტიკურად უყურებდა.მთელი 17 წელი წარმოსახვებით ცხოვრობდა.უყვარდა ღამე და ხან არ უყვარდა.ეს იყო,როცა ფიქრი თავისუფლად შეეძლო და მისი წარმოდგენებიც აქტიური ხდებოდა. ანიტა ფიქრობდა,რომ წარმოსახვის გარეშე ისი ცხოვრება სრულიად ამაო იქნებოდა. ფიქრო და წარმოსახვა იყო გოგონას ერთადერთი ნუგეში. ის მათთზე იყო შეყვარებული და მხოლოდ ესღა რჩებოდა ცხოვრებისაგან.
მაგრამ ადამიანი როდის კლაყოფილდება მცირედით? ეს ხომ შეუძლებელია. ანიტაც ადამიანი იყო და წარმოსახვით ვეღარ კმაყოფილდებოდა. ნელ-ნელა ყველაფერზე ეცვლებოდა წარმოდგენა.ეკარგებოდა ცხოვრების ხალისი,რომლის ალი მის გულში ჯერ კიდევ ბჟუტავდა. მისთვის ყველაფერი ამაო იყო. ცხოვრობდა და დროს კლავდა.ანიტასთვის ცხოვრება დასრულებული იყო ან იქნებ საერთოდაც არ არსებობდა და მხოლოდ ილუზია იყო.17 წლის იყო და ხვდებოდა,რომ მთელი მისი ცხოვრება ილუზია იყო,რომელსაც იგი სახავდა და მხოლოდ ამით აგრძელებდა დუნედ მიმავალ სიცოცხლეს.
ყველაფერი ამაო გახდა გოგონასთვის.ხშირად ფიქრობდა თვითმკვლელობაზე,მაგრამ ეს ზარავდა. წერდა თვითმკვლელობაზე და ცხოვრების ამაოებაზე.ეს ყველაფერი უნელებდა გულში ანთებულ ცეცხლს,მაგრამ მაინც ვერ აქრობდა.
ეს გოგონას გონებას ზარავდა.მის გონებაში ყველაფერი არეულიყო.ამას ანიტა გრძნობდა.ზოგჯერ აზროვნებას წყვეტდა და უეცრად დიზორიენტირებულ გარემოში აღმოჩნდებოდა. ეგონა იმ კუნძულის ნაწილი იყო,რომლეიც ოთხივე მხრიდან ზღვითაა შემოსაზღვრული.გრძნობდა,რომ ცურვას ცდილობდა,მაგრამ მასთან ყოველივე მცდელობა წარუმატებლად სრულდებოდა. მის წინაშე იყო მხოლოდ ორი გამოსავალი.თითქოს იოლი,მაგრამ ეს გოგონას ზარავდა.დახრჩობა ან კუნძულზე ამაოება ეს იყო ის უკანასკნელი ორი გამოსავალი.არა,ეს არ იყო გამოსავალი. ეს სულ სხვა რამ იყო.ეს იყო ორი რამ,რაც გოგონას დარჩენოდა. მეტ არჩევანს ის ვერ ხედავდა.
ანიტა უკვე ყველას გაურბოდა,არ უნდოდა ურთიერთობა,რომელიც თვალთმაქცობაზე იქნებოდა აგებული.ეს უკანასკნელი მას მთელი ცხოვრების მანძილზე სძულდა. მას უკვე დაკარგული ჰქონდა რწმენა,რომ ვინმე მას გაუგებდა. იქნებ ამიტომაც იყო მუდამ ეული.რწმენის გარეშე ხომ ყველაფერი შეუძლებელია.რწმენით შეიქმნა ყველაფერი და რწმენითვე დასრულდება.
ერთადერთი რისით გოგონას სჯეროდა ეს სიყვარული იყო და ესეც უქრებოდა.
გრძნობდა,რომ მარტოობა ყველაზე საშინელი რამ არის,მაგრამ მოჩვენებით ურთიერთობებს თავს არიდებდა.ეს უარესი რამ იყო.
მხოლოდ სიმართლესა და ჭეშმარიტებაში არის ცხოვრების არსი და თუ ამას დავივიწყებთ ყველაფერი აზრს დაკარგავს.
ანიტა ახლაც აგრძელებს ცხოვრებას.ფიქრობს მრავალ რამეზე.ცხოვრება აშინებს,მაგრამ ცდილობს პირისპირ შეხვდეს მას.ის მაინც არ კარგავს სასიცოცხლო ძალებს. მაგრამ ღამით ანიტა ყველაზე და ყველაფერზე უძლურია,როცა რჩება საკუთარ თავთან სრულიად მარტო და გულს უშლის საკუთარ თავს.მეორე „მე“ მას ებრძვის. ანიტას ესმის ეს.ზოგჯერ ცრემლები ახრჩობს და ზოგჯერ გაშეშებული აქვს სახე.მან იცის,რომ მისი მსაჯული ძლიერ მკაცრია.უყვარს სიმართლე და გოგონას ამას აფასებს მასში.
ორი „მე“ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია და მათი ჭიდილი არის ანიტას ცხოვრების მთავარი კონფლიქტი.ეს ორი შინაგანი ძალა ერთმანეთს კლანჭებით შეებმებიან და გოგონას მოსვენების საშუალებას არ აძლევენ. ანიტას ეს რაღაცნაირად ახარებს,ეს უკანასკნელი უმოქმედობას ჯობია და ამით ხვდება,რომ კვლავ არსებობს და ჩრდილი არაა.
მაგრამ ამ მდგომარეობას თავს ვერ აღწევს.კვლავ აგრძელებს ცხოვრებას ილუზიებში,სულ სხვაგან-სადღაც შორს...ხშირად თავი მხოლოდ ჩრდილი ჰგონია ..წევს ლოგინზე.ფიქრობს ყველაფერზე და ვერ პოულობს თავის დაღწევის გზას...თვალებიდან ცრემლები სდის და მისი ბალიში ინამება...ეს სანამ გაგრძელდება ვინ იცის.იქნებ მალე ცრემლებიც გაქრეს,გაიყიონოს ...скачать dle 11.3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent