შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ 14 თებერვალი და 14 საათი


14-02-2015, 20:49
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 1 676

14 თებერვალია. სიყავრულის დღეა,მაგრამ ეს დრე ჩემთვის მხოლოდ და მხოლოდ წლის მეორე თვე და თვის მეთოთხმეტე დღეა.
დილაა.ცოტა ხნის წინ გათენდა.ლოგინში ვწევარ.თვალი მოხუჭული მაქვს და ფიქრებში თითქოს მას წარმოვიდგენ ჩემს გვერდით.თვითონაც მიკვირს როგორ ვაძლევს თავს მასზე ილუზიის უფლებასაც კი,როცა მას „ჩემი“ არასდროს რქმევია.
ისევ ვწევარ და არ მინდა ადგომა. არ მინდა,რომ კვლავ ვიგრძნო რეალობა,სადაც ის არასდროს ყოფილა და არც იქნება. არ მინდა,რომ გამოვფიზლდე და ვეღარ ვიგრძნო ჩემს თმის ქვეშ მისი წარმოსახვითი ხელი.
არ მინდა,რომ კვლავ ცრემლით ამევსოს თვალი,როცა ვხედავ,როგორ სეირნობენ ქუჩაში ლამაზი წყვილები და თუნდაც მაშინ,როცა ვალენტინობას ნაჩუქარი საჩუქრებით აჭრელებულია სოციალური ქსელები.
არ მინდა “me and my broken heart”-ს ვუსმინო მაშინ,როცა სხვები ჰარმონიული მუსიკის ფონზე რომანტიკულ ვახშამს შეექცევიან.როცა სხვები „მის“ თვალებს უყურებენ და ელოდებიან საჩუქარს.როცა მათი მოლოდინი შეუძლებელს ხდის დროის ცვლილებას.
ვალენტინობა.ეს დღე ხომ არადროს მიყვარდა და ვერც მეყვარება.ეს თვე და თარიღი ხომ უფრო ძლიერად მახსენებს მას.ეს კი მკვლელია.მსპობს.
ახლა ვაცნობიერებ,რომ რამდენიმე წელი სულ ავად ვარ და ყოველთვის ამ დღეს.ხან სიცხე მაქვს,ხან გრიპი და ხან საზიზღარი გაციება.ერთ ვალენტობას მახსოვს,როგორ ვუყურებდი „წმინდა ვალენტინის დღეს“ და გული საშინლად მეკუმშებოდა. თითქოს მის შიგნით ალდებოდა რაღაც. შენ ხომ წაართვი მას ავტონომია. მან გადააბიჯეაანატომიას,მან დასძლიე ბუნების კანონები,მან ხომ მედიცინა არად ჩააგდე.შებ ხომ უნებართვოდ წაუკიდა ჩემს გულს ცეცხლი და მუდამ წვავს.ის კვლავ ალდება და მალე,ალბათ,აღარ იქნება.
ამიტომ შემზიზღდა ეს დღე. მახსოვს,როგორ მქონდა იმედი სამამ 13 თებერვლის12საათს ჩამოკრავდა საათი,რომ ის ჩემთან იქნებოდა,რომ ისიც იგივე გრძნობით მიპასუხებდა.ეს,ალბათ,სისულელე იყო და ყოვლად შეუძლებელი,მაგრამ მე ხომ ამით ვარსებობდ და იმედს ხომ არ ვკარგავდი.
ამ ვალენტობას კი აღარ ველოდი. არანაირი იმედი არ მქონდა.არ მქონდა.ალბათ,იმიტომ რომ მოვიძვრე ილუზიის აღმაფრენის სათვალე და რეალობას შევხედე შიშველი თვალებით.
ვიცი,რომ ის ახლა სხვაგანაა.ვიცი,რომ სხვას ეუბნება სიტყვას „მიყვარხარ“.იმ სიტყვას,რომელსაც მთელი ცხოვრება მათხოვარივით ველოდი მისგან,მაგრამ ის სხვას ეუბნება.იმ ტუჩებს,რომელსაც მუდამ წმინდად ვთვლიდი სხვის ბაგეს ახებს.მის განიერ მხრებზე სხვა ქალი ტირის.მის ზღვისფერ თვალებში კი სიყვარულს სხვა ხედავს.სხვა ქალი ეფერება შემოდგომასავით შეფაკლულ მის წვერსა და თმას.
ის აღარ არის. წავიდა.წავიდა სამუდამოდ. ან როდის არ იყო წასული? მაგრამ ახლა იმედიც აღარ მაქვს.იმედი იმისა,რომ ის „ჩემი“იქნება.ან თუნდაც იმისა,რომ ოთხი წამით მაინც მეტყვის,რომ ვუყვარვარ. რა ბედნიერი ვიქნებოდი მაშინ....მხოლოდ ოთხი წამი და მხოლოდ ამ ოთხიოდე წამის მათხოვრად გავმხდარვარ.მივდივარ ქუჩაში და გაჭირვებულს,რომელიც თხოულობს მოწყალებას ვეხმარები,მაგრამ მე ხომ ყველაზე დიდი გაჭირვებული ვარ.ისინი თხოულობენ იმას, რისი მიცემაც შესაძლებელია,მე კი სიყვარულის მათხოვარი გავმხდარვარ.ვდგავარ გულგახსნილი და მთელი ქვეყნიერების წინაშე მას შევყურებ,შევყურებ,რომ დამეხმარება,რომ ისიც იგივე გრძნობით უპასუხებს ჩემს უიმედო სიყვარულს.რომ მეტყვის „მიყვარხარ“.
მხოლოდ ეს ერთი სიტყვა და ამქვეყნად ყველაზე ბედნიერი ქალი ვიქნები. მისი ნომერი ახლაც ზეპირად ვიცი და არასდროს გამომიყენებია.უბრალოდ ვიცი,რადგან ეს იმედი იყო,მხოლოდ იმედი,მაგრამ ახლა ისიც მავიწყდება.ბოლო ორი ციფრი წამეშალა გონებიდან და,ალბათ,მალევე მთლიანად გაქრება.
მისი სუნამოს სურნელი ახლაც მიფრთხობს სუნთქვას.ახლას კანკალს მგვრის,ოფლს მასხამს და სხეულს მიხურებს. მაგრამ „ის“ ხომ არაა ჩემი და უფრო მეტიც მისი სურნელიც კი დიდი ხანია გამშორდა.
ახლაც მახსოვს მისი გამართული სიარული. მისი მხრების მიხრა-მოხრა. მახსოვს,როგორ მომწონდა მისი ათლეტური აღნაგობა. მისი სიტყვების გაგონებაზეც კი როგორ მბურძგლავდა. მაგრამ ის ეგოისტი იყო და ეგოისტი არის,რადგან არ გიყვარს ის ვინც აღმერთებდა და გააღმერთებს მანამ,სანამ საფლავი არ გაასწორებს .სანამ ჩემს საფლავს არ დააწერენ:“სიყვარულით მკვდარი.“
ახლა იმის მაგივრად რომ მასთან ვიყო,ვზივარ და თვალები ცრემლებით მაქვს დანამული. ვიცი,რომ ახლა მასთანაა.ვიცი,რომ მას ჩუქნის იმ ღიმილს,რომელიც ასე მიპყრობს და გულში ცეცხლს მინთობს.ვიცი,ახლა მას ჩუქნის საჩუქარს.სიყვარულის საჩუქარს ჩუქნის.რად უნდა სიყვარულს საჩუქარი.განა ის ყველაზე დიდი საჩუქარი არაა? მხოლოდ მასთან ვიყო და არაფერი არ მინდა.ჰაერზე მეტად,რომ მჭირდება ესაა უბედურება.
ვიცი,რომ ახლა ის იღბლიანი ხსნის საჩუქარს.იმ საჩუქარს,რომელიც ჩემი უნდა ყოფილიყო.ვიცი რომ ოც წამში „ის“ აჩუქებს იმ კოცნას,რომელიც მუდამ მე მეკუთვნოდა.
მე მეკუთვნოდაო ვამბობს,ეს ხომ ეგოიზმია? ჩემი როდის იყო.ის მხოლოდ ილუზიასა და სიზმრებში იყო ჩემი.
რეალობაში კი უბედური ვარ,რადგან „ის“ არ არის ჩემი ვალენტინი და ვერც ვერასდროს იქნება.მის გვერდით ვერ ვისეირნებ წვიმის დროს.თავხსმის დროს ვერ შევაფარებ თავს მის ქურთუკს. სიცივის დროს მისი ხელები არ მიმიღებენ. ყურში არ ჩამჩურჩულებს,რომ ვუყვარვარ.
ვერ ვეტყვი,რომ ისაა ჩემი სამყარო და მის გარდა არაფერი და არავინ არ მინდა. ვერ ვეტყვი,რომ მიყვარს და მუდამ ასე იქნება.
ჩვენ ვერ დავბერდებით ერთად. მოხუცებულობის ჟამს ვერ შემოვუტან ჩაის და ერთად ვერ ვუყურებთ ფეხბურთს. ვერ შევხედავ ჩაცვენილ თვალებში და ვერ შევახებ ჩემს დამჭკრან ხელს მისას,ვერ მოვეფერები თოვლივით თეთრს თმასადა წვერზე. ვერ ვეტყვი,რომ პირველი მე უნდა წავიდე და არა ის.ვერც ის მეტყვის იგივეს.
ვერც ერთი ჩვენგანი ვერ იტირებს რომელინეს საფლავზე და ვერ დაუდებს ყვავილს. ვერ დაუხუჭავს თვალს და ვერც გულზე დაუკრეფს ამდენი ხნის ნაფერებ თბილს ხელებს.ხელებს,რომელსაც მხოლოდ ალერსი ათბობდა.ხელები,რომელიც ცეცხლის ალში გახვეულმა გულმა გაათბო.
ვერ ვეტყვი:“გილოცავ,ვალენტობას!“
ვერ ვეტყვი,რადგან მისთვის სულ ერთი ვარ.დღესვე რომ მოვკდე არც ის დააინტერესებს.მისთვის მე მხოლოდ რამდენიმე მილიარდი ადამიანიდან ერთი ვარ. დიახ,ერთი ვარ,მაგრამ ჩემი მისდამი გრძნობა არ იზომება ერთი ერთეულით..ის განუზომლად დიდია.იქნებ არაა?ერთ დროს მისი ძალიიმედი მქონდა,მაგრამ ახლა ეს უკანასკნელიც კი გამიქრა.
ადრე უსასრულობა მინდოდა,რადგან მასთან ყოფნის იმედი კვლავ მქონდა,ახლა კი დღევანდელი დღისთვისაც კი ძლივს გამიძლია.
ახლა კი იმის ნაცვლად,რომ მასთან ერთად დივანზე მიწოლილი ვუყურებდე რაიმე რომანტიკას,საძინებელში უაზროდ ვწევარ,ჩემს მუდამ ცრემლით დანამულ ბალიშზე მიდევს თავი.ნახევრად სველი ღამის პერანგით ვწევარ და თვალები ჩამლურჯებია.წინ ლეპტომპი მიდევს და აკანკალებული ხელით ვკრეფ ტექსტს. იმ ტექსტს,რომემლსაც შენ ყურადღებასც არ მიქცევ.
ისევ ვწევარ და არ შემიძლია ადგომა.
დღეს 14 თებერვალია და ზუსტად 14 საათია.მას 14 საათზე მასთან შეხვედრა ჰქონდა დანიშნული...
14 საათს გადაცდა.ისინი,ალბათ,უკვე ერთად არიან. მეკი ისევ ვწევარ და მივშტერებივარ ერთ წერტილს.მინდა,რომ მის გვერდით საკუთარი თავი წარმოვიდგინო,მაგრამ უკვე ილუზიის უნარიც კი დავკარგე.
ისევ ვწევარ.საათის წიკ-წაკი მაყრუებს. ყოველი წამი მარადიულობად მეჩვენება,რადგანის მასთანაა და 14 თებერვალი...скачать dle 11.3



№1  offline წევრი kurt cobain

ვაიჰ. ძაან მომეწონა ❤

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

kurt cobain
ვაიჰ. ძაან მომეწონა ❤

მადლობ love

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

რას გულისხმობ ?

 


№5  offline წევრი Annee

ძაან კარგი იყო და რეალური რმ იყო ეს უფრო მეტ ხიბლს სძენდა.. ძაან კარგია.❤

 


№6  offline ადმინი უნდა ვწერო

Annee
ძაან კარგი იყო და რეალური რმ იყო ეს უფრო მეტ ხიბლს სძენდა.. ძაან კარგია.❤


დიდი მადლობა ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent